ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერატი : ” სამუდამოდ ” იუვენტინო ” ”

” პესკარას ” ცენტრალური ნახევარმცველი და იტალიის 21 წლამდელთა ნაკრების ერთ ერთი წამყვანი ფიგურა – მარკო ვერატი კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში ტურინის ” იუვენტუსს ” გუშინ , ტელეარხ Sky Sport – ზე . ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი , ადრეული წლებიდან ბიანკონერის ერთგული გულშემატკივარია …

ვფიქრობ , რომ კარგად მოგეხსენება იმის თაობაზე , თუ რამდენი კლუბია შენით დაინტერესებული . მათ შორის ” იუვენტუსიც ” არის . ეს შენთვის რაიმეს ნიშნავს ?

” სიამაყით ვივსები , როდესაც პრესის ფურცლებს ვშლი . როდესაც ისეთი გუნდი , როგორიც ” იუვენტუსია ” დადებითად შეაფასებს შენს შრომას , ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს . კარგად მესმის , რომ წინ გრძელი და რთული გზა მელოდება , აუცილებელია იმავე ტემპით პროგრესირება . რაც შეეხება უშუალოდ ტრანსფერს , ვფიქრობ ეს ჩემზე მეტად თქვენ მოგეხსენებათ ” .

წარმოგიდგენია თუ არა ის მომენტი , როდესაც შავ თეთრ მაისურს მოირგებ ?

” ბუნებრივია . ეს იქნებოდა ენით აუღწერელი სიამოვნება , თუმცა ამ ეტაპზე კონცენტრირება ” პესკარაში ” დარჩენილ ოთხ მატჩზე მოვახდინე . ჯერ ჯერობით ამ კლუბის წევრი ვარ და ისევ ის ადამიანი , რომელიც მზად არის ყველაფერი გაიღოს საკუთარი გუნდის გამო ” .

დელ პიერო … 10 ნომრიანი მაისური … ის ისტორიას წერს …

” ადრეულ ასაკში , ოთახში მისი დიდი პოსტერი მეკიდა . უყურო მის ასპარეზობას გულშემატკივრის კუთხიდან , ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა . ყოველ დღე ის პატარა ფეხბურთელებს დიდ მაგალითს აძლევს . კიდევ პირლოს თამაში მომწონს , რომელიც ტრეკუარტისტად არის დაბადებული . ამ პოზიციაზე ის მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოა ” .

ვის უგულშემატკივრებ ჩემპიონატის ფინიშზე , ” მილანს ” თუ ” იუვენტუსს ” ?

” რა თქმა უნდა ” იუვენტუსს ” . ყოველთვის ამ კლუბის გულშემატკივარი ვიქნები და შესაბამისად ბოლომდე დავუჭერთ მხარს სანუკვარი მიზნის მისაღწევად ” .

წყარო : TuttoJuve

18 thoughts on “ვერატი : ” სამუდამოდ ” იუვენტინო ” ”

  1. რაც შეეხება ვერატის.. აი სწორედ ასეთ იუვენტინოებზე იდგა ჩვენი საყვარელი გუნდი ის გულით იუვენტინოა და საეთ ხალხს მივესალმები უნდა გადმოვიყვაოთ

  2. ვერატი მარონე ძმები აპელტები იფ იფ იფ რა ახალგაზრდობა მოდის :forza: შეიძლება დაბრუნდეს პასკუატო ჯიანდონატო :up:

      1. პასკუატოს იმედი აღარ მაქ მე ეგ ამ სეზონში უნდა დაგვეტოვებინა და ჯაკერინი არ მოგვეყვანა ვითომ ამას არ ჯობია? უფორ მაქსიმუმ მარონეს იმედი თორე ესენი ხელს ჩაიქნევენ ჯანდონატოზეც ნაღდად ვიცი

  3. ეს კაია მარა. იგივე პესკარაში რო იმობილეა იმას რატო არ აქცევენ ყურადღებას. მაგრად მწყდება გული. ეგ იმობილე და აუბ დაუდი თავის დროზე იუვეს პრიმავერას მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ, ახლა დაუდი სადღაც სერია ც-ში ყავთ გაშვებული, იმობილეს უფლებების 50 პროცენტი ჯენოას მიყიდეს. არაცერთი პერსპექტიული ახალგაზრდას მოსვლა არ გამიხარდება, ჩვენი აღზრდილ ბიჭებს თუ კარიერა დაენგრევათ ამით.

    1. აუაუ იცი როგორ გეთანხმები? ესენი კი მოვლენ კაია მარა ჩვენი მარონეც უნდა გამოვიყენოთ აგერ ვიღაც პოდოინს რო ათამაშებს კონტე, პლიუს იმობილე რომელამც უკვე 25 გოლამდე შეაგდო და სერია-ბ-ს ბომბარდირია ზამთარში რო დაგვებრუნებინა შეიძლებოდა მარ რათ გინდა ბორიელო გადმოიყვანეს დაუდ საერთოდ გაქრა არეალიდან

  4. არ ვიცი ეხლა განზრახ ამბობს, რომ გული მოგოს, თუ მართლა ასეთი გულშემატკივარია იუვეს,მაგრამ არაერტხელ გამიგია ამის მხრიდან ნახსენები იუვეს მიმართ სიყვარული…
    საერთოდ ასეთი ხალხი უკეთესად იტამაშებს გუნდში, ვინც ნამდვილი იუვენტინოა… უნდა გვყავდეს ესეთი ხალხი და თუ მაინცდამაინც პირველივე სეზონში ვერა, ნელ ნელა გაიზრდება, თუნდაც განათხოვრებული იყო თავიდან…
    მე მივესალმები ამის მოყვანას, მითუმეტეს პირლო ადრე თუ გვიან დაასრულებს კარიერას და მასზე შორეულ მომვალს ვერ დაგეგმავ…

  5. ვა რა კაცია, ესე აშკარად ვინმეს, რომელიმე სხვა კლუბისთვის დაეჭიროს მხარი არ მახსენდება :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.