ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბას არჩევანი “იუვენტუსია”

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბამ უარი განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რადგან ფეხბურთელს “იუვენტუსში” თამაში სურს. ფრანგ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, თუმცა აქამდე სერ ალექს ფერგიუსონი ახერხებდა ახალგაზრდა ტალანტის შენარჩუნებას და გუნდში დარჩენაზე დაყოლიებას. მაგრამ, როგორც ჩანს, 19 წლის მოთამაშემ მაინც გადაწყვიტა “იუნაიტედის” დატოვება. ინგლისურმა კლუბმა მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. Calciomercato – ს და Sky Sport – ის მტკიცებით, “იუვენტუსმა” პოგბასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურებას მხოლოდ ფორმალობებიღა აშორებს.

წყარო: Football-Italia

12 thoughts on “პოგბას არჩევანი “იუვენტუსია”

  1. ვაა მაგარია ძალიან.. ამ შემთხვევაში ბრავო თვითონ პოგბას.. რომელმაც იუვე არჩია :forza: :forza:

  2. კი მაგრამ ისმის კითხვა : ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი (ტალანტი) სკამზე უნდა დავსვათ? პოგბა ერატი ერტმანეთის კონკურენტები და მარონე, რობენი და დამიაოო და სუარესი იოვეტიჩიო . მე სუა იო იო მინდა და გასტონა
    ტოგშDი შემდეგ წელს ეს სასტავი დაიდოს
    ბუფონი
    ლიხტი-ბარძო-კიელო-პეჩენიე
    პირლო-ვიდალ-მარკიზა
    გასტონა-სუა-იოიო გასტონა თუარა რობენი მაინც (მარა ეს დადამიაო იტალიაში რამდენად გაქაჩავენ?) სუარესის ნაცვლად მე კიდე კავანი მირჩევნია მარა მაგის ყიიდვის შანსი თუა?

  3. მოდი ჩვენთან, მოდი… ღირსეულ კლუბში… რა მომავალი ნახევარდაცვა გვეყოლება ? პოგბა ვერატი.. შესანიშნავი იქნება…

  4. ჰოგბა-ასტორი და new პირლო მაგარი იქნებააა…. :up:
    შემდეგ ერთი ცენტრფორვარდი და ერთიც გარემარბი და ლიგაზე დავაგრიოთ გუნდები… :love:

  5. ვა ვა ეს თუ სიმართლეა ამას რა ჯობიაა კეტილი იყო პოგბა იუვეში მოსვლააა საგოლ მაროტა :forza: :forza: :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.