ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

” ეს ფეხბურთია . ამოუცნობი რამ ყველა გუნდს ემართება და როგორც ჩანს , ეხლა ჩვენი დრო იყო . კიდევ ერთი მიზეზი , რომ პროგრესირება აუცილებელია . დასანანია რა თქმა უნდა , რეალური შანსი გვქონდა სკუდეტოსკენ გადაგვედგა მორიგი დიდი ნაბიჯი . თუ დარჩენილ ორ შეხვედრაში , მაქსიმუმს დავდებთ მაშინ შევძლებთ ტიტულის მოპოვებას , თუ არადა გამოდის რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერია . ბონუსი ხელიდან გავუშვით , გამომდინარე აქედან ” კალირიც ” და შემდგომ ” ატალანტაც ” უნდა დავამარცხოთ . სეზონის დასაწყისში იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდით , რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე , სატურნირო ცხრილის სათავეში ვიქნებოდით . განუმეორებელ სეზონს ვატარებთ და არ ღირს იმის დავიწყება , რომ უკანასკნელ წლებში მეშვიდე პოზიციაზე ვასრულებდით გათამაშებას “ – საუბრობს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტე …

” ბუფონს დაემართა ის , რაც ფორვარდებს მოსდით , რომლებიც ვერ ახერხებენ საჭირო მომენტში საჭირო დარტყმის განხორციელებას . ის ძლიერია და საკმაოდ გამოცდილიც , შესაბამისად ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს . მთელი სეზონის მანძილზე არა ერთხელ გვიხსნა . უამრავი შესაძლებლობა მოგვეცა მატჩის მიმდინარეობისას , რომ გაგვეზარდა ანგარიში , მაგრამ … მოულოდნელი შედეგია . შესაძლოა დამატებითმა პასუხისმგებლობამ თავისი კვალი დატოვა და ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ წნეხს . 36 ტურის მანძილზე არ გვიგემია მარცხი , ამიტომ მოგვიწევს დარჩენილ მატჩებში 100 % – ით დახარჯვა და ოცნების რეალობად ქცევა ” .

წყარო : Football Italia

95 thoughts on “ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

  1. მილანის ფანებს ეს აკერიათ მხოლოდ, რომ მსაჯებისგან დაიჩაგრეს და მიტო არ არიან პირველზე, კი მაგაზე არ ვკამათობ რომ მილანის წინაამდგეგ ბევრჯერ შეცდნენ მსაჯები, http://www.youtube.com/watch?v=iGXiRk_G7N8&feature=related უყურეთ ყველამ ამ ვიდეოს და ნახავთ არც იუვე დაიჩაგრა ნაკლებად.

    1. ამ ვიდეოში ერთადერთი რაც მსაჯმა დაუშვა შეცდომა ბოატენგზე დადებული პენალტი იყო (რომც არ დაედო იმ თამაშს მაინც ვიგებდით და დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა), მსაჯის შეცდომით მილანს წელს ქულა არ აუღია, დაკარგვით კი დაკარგა, იუვეს რაც შეეხება მსაჯის შეცდომით აიღო ქულები, მე რაც ჩემი თვალით ვნახე მილანთან და კიევოსთან, სხვებზე ვერ გეტყვით

  2. სხვებმა რა ქნეს არ ვიცი მაგრამ curva sud milano მაგას ნამდვილად არ იზავდა დარწმუნებული ვარ…

  3. მგონი ცხოვრებაში პირველად მეზიზღებოდა ჯიჯი, ოგონდ ეს წამიერად, მართალია მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ისიც გასახსენებელია I ადგილზე რომ ვართ სწორედ ბუფონის სტაბილური თამაშის დამსახურებაა, თუნდაც მილანთან თამაში გავიხსენოთ…ჩემი აზრით ასეთი რამ უკეთესია რომ მოხდა, ცოტა მიწაზე დაეშვებიან და მიხვდებიან რომ მომენტი თუ არ გამოიყენე შეიძლება საერთოდაც წააგო..იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანენ და ორივე თამაშში შეჭამენ მეტოქეს :forza:

    1. სიმართლე გითხრათ ისეთი მომენტები ვერ გამოიყენეთ მოგებას არ იმსახურებდით, მაგ ერთის გარდა მინიმუმ 2 გოლი უნდა გაგეტანათ კიდევ ისეთი მომენტები გქონდათ

  4. მილანს მეტი მოტივაცია აქვს ინტერზე და ამიტომ მოიგებს, სკუდეტოს მოგების შანსი აქვს და თავსაც შეაკლავს, იუვემ მილანის დაკარგულ ქულებს თუ უყურა ვერ მოიგებთ ვერაფერს, თუ სკუდეტო გინდათ ორივე უნდა მოიგოთ, როგორც იტყვიან უძლიერესი გაიმარჯვებს, ისე კალიარიში მაგრად უნდა გაუჭირდეს წესით იუვეს

  5. მილანინს საიტზე ნახეტ რა ეწერა “მილანი არის გუნდი სადაც ლეგენდები ფასდებიან!!!” :lool: :lool: :lool: ამ მიდგომიტ არის პირლო იუვეში :lool:

    1. რა მიზეზით წავიდა პირლო იუვეში იცი? არ იცი, ზუსტი მიზეზი არც არავინ ვიცით, ლეგენდებს მილანში ყოველთვის აფასებდნენ, ასე რომ არ იოყს დიდი ხნის წასულები იქნებიან გუნდიდან გატუზო, პიპო,…. რომლებსაც გაცილებით ნაკლები სარგებელი მოაქვს გუნდისთვის ვიდრე პირლოს

    2. Mალდინის ბანერებს რომ უკრავდნენ ჩვენი კაპიტანი ბარეზი არი და არა შენო ეგ დაავიწყდათ ნატ ?

        1. Mალდინის ბოლო თამაშზე სან სიროზე გამოფინეს . შეგიძლოა ნახო ინტერნეტში და თავადვე დარწმუნდები

  6. ინტერი სულ რო ბოლოზე იყოს და აგარაფერი შველოდეს მილანს მაინც სხვა მუღამით ეთამაშება. არა მგონია რამე დაუთმოს მილანს ნამდვილად არ ექნება იოლი თამაში

  7. სკუდეტო მაინც ჩვენია, ორივეს თუ ვერ მოვიგებთ არ ვყოფილვართ ღირსი და პლიუს ამას მილანი ინტერთან ფრეს ითამაშებს…
    ეხლა რაც შეეხება ბუფონს, ყველაზე უარყოფით აზრს დავწერ რაც შეეიძლება მოხდეს: თუ ბუფონის მაგ შეცდომის გამო სკუდეტო დავკარგეთ, მაშინ იტალიის ნაკრებსაც ჩათვალეთ რომ ფსიქოლოგიურად დემორალიზებული მეკარე ეყოლება ბუფონის სახით ევოპაზე,რაც არანაირად არ გვაწყობს… გარდა ბუფონისა ნახევარი ნაკრები თითქმის იუვენტუსია ყველაზე უარყოფითად იმოქმედებს…
    ისე მართლა რა დაემართა ვერ ვხდები რა, რაღაც აჭრილი იყო, რამდენჯერმე გადავრჩით მაგის ეგეთი თამაშით. მომეჩვენა თითქოს თავში აუვარდა და ლეჩეს ფეხებურთელებს ზერელედ მიუდგა და ერთხელ გამოუვიდა მოტყუება,მეორედ ძვლივს გადარჩა და მესამედ რაც ქნა შეიძლება სკუდეტოს ფასი დაჯდეს. წინა ტურშიც ეგრე ფეხით ძალათი კუთხური მოიტანა კართან. ნუ ეს ბუფონს რაც შეეხება, მაგრამ მეორე მომენტია ისიც, რომ 10 კაციან ლეჩეს მეორე გოლი უნდა გაუტანო და დაასვენო და ყველანაირი შანსი მოუკლა, რომ აღარ იფიქროს შემოტევაზე. თუმცა ბოლომდე ვერ ვამტყუნებ, ბევრი თამაში ჩაატარეს და კიდე ორი მატჩია წინ და უნდოდათ დაუღლელად ფონს გასვლა და ბურთის გორაობა დაიწყეს გოლის მერე. პლიუს ამას ერთ-ერთის, დელ პიეროს ან მატრის შემოყვანას, ჯობდა ნახევარმცველი შემოეყვანა, თუნდაც პადოინი ან ვინმე სხვა. თავისი როლი ითამაშა დე ჩელიეს ტრავმამაც. და ის ციგლერი სად დაგვჭირდა. უნივერსალურობის მიუხედავად კასერესი “ღმერთი” არაა, მოგინდეს ცენტრ მცველად ათამაშო, მოგინდეს მარჯვენა მცველად, მოგინდეს ნახევარმცველად და მოინდეს მარცხენა მცველად და მოგინდეს საერთოდ არ ათამაშო (ანუ კასერესმა აქეთ ვერ ითამაშა და პირლოც არ მოეშვა, სულ მაგაზე აკეთებდა პასს).

    საუბარი იმაზე, რომ შარშან მეშვიდეზე ვიყავით და წელს მეორეც უნდა გვეყოს სისულელეა!!! ყველაზე ცუდი მომენტი აქ ისაა, რომ გუნდმა უნდა იცოდეს შანსის გამოყენება. როცა სკუდეტოზე იბრძვი, ლეჩეს სახლში უნდა მოუგო (თუმცა მამენტ მომენტი არ ქონია ლეჩეს, რომ არა ბუფონის ის, არ ვიცი მაგას რა ქვია, რაც ქნა) და ეს 3 ქულიანი სხვაობა უნდა შეინარჩუნო რაც მილანმა გვაჩუქა თავისით.
    თამაშით რომ გოლი გაეტანათ და ებრძოლათ და მომენტი შეექმნათ ასე არ გამიტყდებოდა, ამას ერქვა აი ძალით რომ აიტკიებ აუტკივარ თავს. დავიჯერო გამაზული ქონდა ბუფონს??
    არ ვიცი რა რა ვთქვა, გარდა იმისა რომ ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ აუცილებლად ჩვენ (მიუხედავად იმისა, რომ მილანს ინტერი ფრეს ეთამაშება მინიმუმ)

  8. მილანი მოიგებს 2 ვე თამაშს, ჩვენ მილანს არ უნდა ვუყუროთ, უსიკვდილოდ ორივე თამაში მოსაგებია, იმედია ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლებენ, მილანს არ ააქვს ეგეთი დიდი წნეხი, როგორც ჩვენ!! ფორცა იუვე, ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი,რო შეძლებენ ბიჭები!! ბუფონს რაც შეეხება, უდიადესი მეკარეა მსოფლიო ისტორიაში, 10 წელიწადში ერთხელ 1 შეცდომა არაფერს ნიშნავს, გაუმარჯოს ჯიჯის, მარტო ჯიჯის გამო უნდა შეაკლან თავი ბიჭებმა!!

  9. ამ ‘სირ’ ლეჩეს თუ ასე შეეძლო თამაში,ამ დგეში რატომ ჩაიგდო თავი რომ ვარდება?
    ისე ჯიჯის შეცდომას რომ თავი დავანებოთ,მთლიანად იუვემ ვერ ითამაშა კარგად.სხვა ნებისმიერ გუნდს რომ ვახევთ ხოლმე თავზე ბურთს,ლეჩემ მაგრა გააგორა,მითუმეტეს რომ მთელი 40 წუთი კაცნაკლული გვეთამაშა.
    მართალია ძნელია ყველა თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება,მაგრამ ახლა ფეხის დაცდენის დრო არ გვაქვს.ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,რომ ორივე თამაში მოვიგოთნამდვილად დავიმსახურეთ სკუდეტო.რაც შეეხება ჯიჯის,ის უძლიერესი პიროვნება და მეკარეა.

  10. ხალხნო ზედიზედ 9 თამაშის მოგება ადვილი ხო არაა
    8 მოვიგეთ 1 ფრე დავსვით და ეხლა დანარცჰენ თამაშს ჯერ 2 და მერე 1 მოვიგებთ და ეგაა სკუდეთოც და თასიც ჩვენი იქნება
    :forza: :juvee: :juventus:

  11. მისმინეთი. ინტერსა და მილან შორის სხვა ურთიერთობაა. არააქ მნისვნელობვა ქულებს დამიჯერეთ. რაც შეეხება კონტეს და იუვეს, სკუდეტო ჩვენია. მე ამის მჯერა…

  12. ნუ გეშინიათ ორივეს მოვიგებთ 100% ისეთი მოტივაციით გავლენ დაახევენ ბურთს კალიარისაც და ატალანტასაც :juvee: :forza: :juventus: :italy: :love:

  13. რატომ გგონიათ რო ინტერი ისე პროსტა გავა და ითამაშებს
    მესამზე თუ ვერ გავლენ და მეხუთე მეოთხე ადგილისთვის იჩალიჩებენ პრესტიჟის ამბავია რა და ბოლო ბოლო დერბია და მოტივირებულები გავლენ. იუვენტუსი უეჭველი ძალიან მოტივირებული იქნება მაგ ორ მატჩში! დღეს რომც მოგვეგო კალიართან მაინც მოსაგებად გავიდოდით! დასანანი კია რაც მოხდა მაგრამ მომხდარს ვერ შევცვლით :forza:

  14. d a v i d

    შენც კარგად იცი , რომ მადონინაში ძირითადათ გამარჯვებული მილანია ხოლმე . ყოველთვის ამწარებდნენ . იყო აქა იქ ინტერის გამონათებები მაგრამ ეხლა არამგონია რა . მთავარია მოვიგოთ ჩვენ და იმათ რაც უნდა ის უქნიათ . ჩვენს ხელშია სკუდეტოს ბედი

    1. გეთანხმები ძმა :up: ინტერის იმედზე ბარსა იყოს :givi: ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ…

      ძმა თუ იცი კალიარი იუვეს თამაში ნეიტრალურზეა? გადაწყვეტილი ამბავია უკვე? :juvee:

      1. გადაწყვეტილია . ტრიესტაში . მაგრამ კალიარი იქ თამაშობს უკვე მეორე თვეა მემგონი და მთლად ისეც არ არის რომ სტადიონს არის მიუჩვეველიო . იტოგში გაგვიჭირდება სასტიკად მაგათთან

        1. გაიხარე ძმა. მოკლედ ამ 2 თამაშშI მაქსიმუმი უნდა გავიროთ :juvee:

          კაი გავედი აბა მაგრად იუვენტინებო. :love:

  15. არვიცი ინტერი რას იზამს მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ორივე მატჩი და მე მჯერა რომ გავიხარებთ ;) !!!

  16. მოვიგებთ კიდევაც ეს თმაში იყო საწაული ლივერპულო მილანი რო იყო 3-3 რო დამთავრდა ისე იყო ეგეც არ ეწერა არც მილანს იქ და არც ცენ აქ მაგრამ შემდეგში მოვიგებთ

    1. დაუთმობს არა ) ნაპოლი ლიგაზეა გასული .
      არანაირი თამაშის დათმობა ) მილანი ჩემპიონობისთვის იბრძვის , რაის ინტერი და თამაშის დათმობა

      მაქსიმუმია ფრე ისიც აი რავიცი რა , იბრას უნდა მოსტყდეს ფეხი და ნესტამ დაუშვას შეცდომები . ისე შანსი არა აქვს ინტერს

      1. დათკა თუ ბუფონმა ერთი შეცდომა დაუშვა ეგებ რაიცი რა ხდება? შეილება ინტერსაც გაუვარდეს როგორც ლეჩეს :givi: მარ ჩვენ მაინც ჩვენსას უნდა მივაწვეთ და ორივე მოვიგოთ :juvee:

      2. ნაპოლი უნდა გავიდეს მესამეზე ეკუთნის კრგად ითამაშა წელს ლიგაზე ,მილანი მეორეზე გავა და ჩვენ პირველზე ისე მოხდება როგორც ინდურ ფილმებშია Happy End

  17. მეეჭვება ინტერი წაგვეხმაროს . მილანმა აკრიფა . ორივე თამაშია უსიკვდილოდ მოსაგები

  18. მომავალ 2 თამაშს სახეს ვახევთ… არაუშავს ჯიჯის ეპატიება. ბუფონი ის ადამიანია ვინც მართლაც “აქამდე მოგვიყვანა” … !!!!!!!!!!!!! ყველაფერი კარგად იქნება. ალექსაც იტყვის თავის სიტყვას, ვფიქრობ ძირითადშიც ვიხილავთ ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.