ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

” ეს ფეხბურთია . ამოუცნობი რამ ყველა გუნდს ემართება და როგორც ჩანს , ეხლა ჩვენი დრო იყო . კიდევ ერთი მიზეზი , რომ პროგრესირება აუცილებელია . დასანანია რა თქმა უნდა , რეალური შანსი გვქონდა სკუდეტოსკენ გადაგვედგა მორიგი დიდი ნაბიჯი . თუ დარჩენილ ორ შეხვედრაში , მაქსიმუმს დავდებთ მაშინ შევძლებთ ტიტულის მოპოვებას , თუ არადა გამოდის რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერია . ბონუსი ხელიდან გავუშვით , გამომდინარე აქედან ” კალირიც ” და შემდგომ ” ატალანტაც ” უნდა დავამარცხოთ . სეზონის დასაწყისში იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდით , რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე , სატურნირო ცხრილის სათავეში ვიქნებოდით . განუმეორებელ სეზონს ვატარებთ და არ ღირს იმის დავიწყება , რომ უკანასკნელ წლებში მეშვიდე პოზიციაზე ვასრულებდით გათამაშებას “ – საუბრობს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტე …

” ბუფონს დაემართა ის , რაც ფორვარდებს მოსდით , რომლებიც ვერ ახერხებენ საჭირო მომენტში საჭირო დარტყმის განხორციელებას . ის ძლიერია და საკმაოდ გამოცდილიც , შესაბამისად ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს . მთელი სეზონის მანძილზე არა ერთხელ გვიხსნა . უამრავი შესაძლებლობა მოგვეცა მატჩის მიმდინარეობისას , რომ გაგვეზარდა ანგარიში , მაგრამ … მოულოდნელი შედეგია . შესაძლოა დამატებითმა პასუხისმგებლობამ თავისი კვალი დატოვა და ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ წნეხს . 36 ტურის მანძილზე არ გვიგემია მარცხი , ამიტომ მოგვიწევს დარჩენილ მატჩებში 100 % – ით დახარჯვა და ოცნების რეალობად ქცევა ” .

წყარო : Football Italia

95 thoughts on “ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

  1. გული გამისკდება რა ახლა რო დავკარგოთ ჩემპიონობა. გუნდს არ ყავს ცენტრალური თავდამსხმელი, მილანს იბრაჰიმოვიჩი ყავს, ინტერს მილიტო, ნაპოლის კავანი, ჩვენ კი არავინ არ გვყავს. უძახონ მილანს ერთი მსახიობის თეატრი, იბრაჰიმოვიჩს გააქ გოლები მარტოო, ნეტა ჩვენთან იყოს მასეთი თავდამსხმელი. ტრეზეგე მენატრება, უბრალოდ სირცხვილია მის მერე ასეთი დილეტანტები გვაყვდეს შეტევაში, როგორიც ამაური, მატრი და ბორიელოა.

  2. ვაიმე რამდენი ვიკითხე :loool: ნუ დავიწყებთ წარსულზე ლაპარაკს თორე ისეთებს გავიხსენებ მილანის მაიკებს დახევთ :lool: სანამ რობოტი მსაჯი არ იქნება ფეხბურთში ყოველთვის მოხდება რაგაც, არ ჩათვლილი გოლი, ნამაშგარეები და ასე შემდეგ, ასე რომ მაგაზე ლაპარაკს შეეშვით და იმას შეხედეთ რომელი გუნდი როგორ ფორმაშია :ena: დღეს იუვე მილანს 10 თავით რო ჯობია მაგაში ვერავინ შემეკამათება :mrgreen: დარჩენილია 2 თამაში და მე მჯერა რომ იუვე სკუდეტოს მოიგებს :juventus:

  3. ისე ღადაობაა რა ესპანეთის ჩემპიონატი, მართლა ორი გუნდია…
    იკაიფეთ: რეალს 36 ტურში გატანილი აქვს 115 გოლი და ბარსელონას 108 გოლი. სხვა გუნდები რას აკეთებენ? იმენნა 2 გუნდის ჩემპიონატია… ამით იმას არ ვამბობ რომ an რეალი ან ბარსა ცუდი გუნდია.

    1. 2 rato igive atleტიკო და ვალენსია 2 თავით ჯობია ლაციოსაც და რომასაც და ზედ უდინეზესაც ატლეტიკო უეფას ფინალშია ბილბაოც ფინალშია ასე რო 2 გუნდიაო ვერ იტყვი ვალენცია მშვენიერი გუნდია 2 გუნდის ჩემპიონატი არაა უბრალოდ 2 სუპერ გრანდი ყავს ყველაზე ვარსკვლავური ჩემპიონატია პრემიერ ლიგა და პირიმერა ყველაზე ბევრი ვარსკვლავი სწორრედ მანდ თამაშობს ასე რო მთლად 2 გუნდის არაა

  4. nerosi

    გეთანხმები…
    1 ქულით ისევ წინ ვართ და დარჩენილი გვაქვს მატჩები ორ უმოტივაციო გუნდთან, რომლებიც არც სერია ა-ში ადგილისთვის იბრძვიან და არც ევროპაზე ადგილისთვის… რაც არ უნდა ბანძ ფორმაში იყოს ინტერი, ან მილანი “მადონინა” მაინც დერბია. ანუ ინტერის იმედი კიარ მაქვს, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ქულით წინ ვართ და უკეტესი კალენდარი დაგვრჩა…
    თუ ბუფონი ან რომელიმე მათგანი მსგავს რამეს აღარ ჩაიდენს, სკუდეტო მაინც ჩვენია 80-20%. ანუ სკუდეტოს იუვე თუ წააგებს, თორე მილანი ვერ მოიგებს

  5. მართალია, მართალი
    იუვე ისევ ფავორიტია და ყველაფერი მის ხელშია. ამ ერთმა ფრემ უბრალოდ ინტრიგა ჩამოაგდო. ლეჩემ ის გააკეთა, რომ ალბათ ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გახდება ცნობილი და არა 1 ტურით ადრე. მილანს კიდე აშკარად უფრო რთული კალენდარი აქვს და შესაბამისად ძალიან მცირე შანსები.

    ბუფონი კიდე ყველა დროის საუკეთესო მეკარეა და მისი დიდი დამსახურებაც არის წელს იუვენტუსს ამდენი ქულა რომ აქვს და იუვეს ქომაგებმა არაფერი უნდა თქვათ მასზე. ზუსტად ასეთი შეცდომა აბიატიმაც დაუშვა, 1 ბურთი აჩუქა უდინეზეს პირველ თამაშში და 2 ქულა დაგვაკარგვინა. ასე რომ იგივე პონტი მილანსაც ქონდა (უფრო მეტჯერ), ჩვენც არ გაგვიმართლა ბევრჯერ და უაზროდ დავკარგეთ ქულები

    1. მართალი ხარ გეთანხმები მაგრამ, ჯიჯის გასამართლებლად აბიატის მაგალითად მოყვანა ცოტა შეუფერებელია მგონი :D :lool: :lool:

      1. ეგ ბუფონის გასასამართლებლად არ მითქვამს. უბრალოდ მილანსაც არ გაუმართლა ბევრჯერ ისე, როგორც გუშინ იუვეს და ტყუილ-უბრალოდ დაკარგა ქულები

  6. Arancia Meccanica

    გეთანხმები… რომ არ გვინოდა ეგ მეშვიდე და რომ გვინოდნა ჩემპიონობა იმიტომ მოგიყვანეთ შენ კონტე, იმიტომ ჩაიდო მილიონები, აშენდა ახალი სტადიონი და ა.შ.
    და მაგ სიტყვებით კონტე თითქოს თავს იმართლებს ხოლმე და თავის გასამართლებელი კონტეს არაფერი აქვს და რატომ ამბობს არ ვიცი…
    პირადად ჩემთვისაც და ზოგადად იუვესთვისაც (რაც ყველაზე კარგად კონტემ უნდა იცოდეს) მეშვიდეზე გავალთ თუ მეორე მესამეზე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ… იუვე უნდა იყოს სულ ჩემპიონი – 70-80% მაინც, როგორც იყო ტრადიციულად…
    და წელს თუ ასეთი სისულელების გამო სკუდეტო დავკარგეთ (ჩვენით წავაგეთ და არა მილანმა მოიგო) და მომავალ წელსაც თუ ვერ მოვიგეთ, არ ეგონოს კონტეს რომ ვინმე აპატიებს მაგას და დატოვებენ, შარშან და შარშან წინ მეშვიდეზე ვიყავით და ეხლა მეორე ადგილი გვყოფნისო. შეიძლება ვიღაცისთვის მეორე ადგილი ჩემპიონობაა, მაგრამ იუვესთვის არა… და მეშვიდე ადგილებს და კალჩიოპოლის შემდგომ იუვეს რომ ვედარებით, შევედაროთ იმის წინა იუვეს რაც იყო ადრე ტრადიციულად…

  7. ვაცალოთ იხალისონ მილანის პანებმა ისე გაუხარდატ ვითომ პირველზე გადავიდნენ არა და ცინ ვართ და ასე იქნებააა ჩემპიონატის ბოლომდე,და ამ მუნტარის გოლს რომ მიტირიან ერტიი გააწყალეს გული ჩემპიონები ვიქნებოდიტ უკვეო,მასე სიტინ მანჩესტერს ორივე თამაში მოუგო და კიდევ ერტნაირი ქულებით არიან რა იცით რომ ჩემპიონები გახდებოდით იმ მოგებიტ,ჯერ ერთი წელს გამოჩნდა იუვე არის ტუ მილანი მაგარიი ჩვენს შეხვედრებში 4 თამაშიდან 2 მოვიგეტ 2 კიდე ნიჩია და ამიტ ყველაპერია ნატქვამიიი ცელს :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  8. pintu-ricchio
    მეგობარო, წავიკითხე შენი ვრცელი კომენტარი ბუფონთან დაკავშირებით და გეთანხმები.. ხოლო რაც შეეხება იუვეს ყველაფერი მის ხელშია უკვე დიდი ხანია. ასე რომ რაც არ უნდა ილაპარაკო nocerino, ისევ იუვე თუგახდის მილანს ჩემპიონს.. ასე რომ არა მილანი მოიგებს სკუდეტოს არამედ იუვე დაკარგავს..!!!
    არა მგონია იუვეს კალიარისთან უფრო რთული მატჩი ჰქონდეს ვიდრე მილანს ინტერთან ასე რომ ჯერ გადახტით და მერე ჰოპ…
    ჩემპიონობის ღირსი გუნდი კალიარისაც და ატალანტას უნდა უგებდეს .. და მჯერა რო ასეთია იუვე წელს!!!
    ხოლო კონტეს რაც შეეხება ის საუბარი ეხლა რო 1ლზე ვართ და შარშან სად ვიყავით უადგილოა.. აი მესამეზე ან მეორეზე რო ვყოფილიყავით კიდე ჰო… ფორცა იუვე!!!

  9. jon terym Tavis blogze raRac dawera mgoni iuveze suaresi tevesi an van persio da rame xo ar icit? კონტე დაინტერესებულია ტუ რაგაცო სუარეს ტევეზ სა და ვან პერსს შორის აიღცევენო ანუ პრემიერ ლიგას დატოვებსო რომელიმე და ტურინში გადავა თუ რაგაცო და ნახეთ რა ადმინები ხართ აქ?

  10. shakuiza
    თავისთავად ეგრეა, მაგრამ ასე ძალათი არ უნდა აიტკივო რა აუტკივარი თავი… წყნარად მიგვეყვანა გამარჯვებამდე და ეგ იყო…
    რამდენი ხანია მილანის გულშემატკივრები აღარ გამოჩენილა თუნდაც აქ, ამ საიტზე… ეხლა გონიათ შანის მიეცათ…
    ავიწყდებათ რომ 1 ქულით ისევ წინ ვართ და დარჩენილი გვაქვს მატჩები ორ უმოტივაციო გუნდთან, რომლებიც არც სერია ა-ში ადგილისთვის იბრძვიან და არც ევროპაზე ადგილისთვის… რაც არ უნდა ბანძ ფორმაში იყოს ინტერი, ან მილანი “მადონინა” მაინც დერბია. ანუ ინტერის იმედი კიარ მაქვს, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ქულით წინ ვართ და უკეტესი კალენდარი დაგვრჩა…
    თუ ბუფონი ან რომელიმე მათგანი მსგავს რამეს აღარ ჩაიდენს, სკუდეტო მაინც ჩვენია 80-20%
    :forza:

    1. ხო გეთანხმები მაგაში, მაგრამ ყველაფერი ხდება, საკმაოდ ხშირია შემთხვევა მითუმეტეს ცვენ შემთხვევაში რომ 1 ბურთით როცა ვიგებთ იმ თამაშში ბოლო წუთებში ვუშვებთ გოლს თან რაღაც უაზროს როგორც ეხლა იყო, გააზრებული შეტევით უფრო ნაკლები გოლი გვაქვს გაშვებული მგონი :) მილან – ინტერს რაც შეეხება კარგი თამაში უნდა იყოს და არავინ თქვას რომ მილანი მოიგებს უეჭველი :) იცი ყველაზე მეტად რა მწყინს იუვე ლეჩეს X-ის გამო? რომ შემდეგ ტურში ინტერს უნდა ვუბალეშიკო ინტერს :)))))

  11. აქ ერთმა დაწერა და მართალიაა რაა ბუფონმა დააამტკიცა რო ისიც ადამიანია და უშეცდომო ადამიანი არ არსებობს რა! N1 ბუფონნნ ))

  12. ბოლო ორი თამაში ჩათვალეთ შეჭმულია ატალანტაც და კალიარიც :)) და ყველაზე მთავარი ისაა რომ “იუვენტუს არენაზე” გახდება იუვე ჩემპიონი :) 9 თამაშიდან 8 მოვიგეთ და ერთი ფრე და ხალხი ისეთ დღეშია ვსო იუვეს ჩავარდნა დაეწყოო :))) დღესდღეობით იუვე იტალიაში ყველაზე მაგარ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს და მთავარი ესაა…დასახვეწი არის რაღაც ასპექტები მაგრამ იუვე ის იუვეა რასაც ველოდებოდით :) მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მომწონს თამაშის სტილი და შემართება, გუნდს აქვს ყველაფერი და არის ერთიანი. ეს არის მთავარი და მუნტარი კიდე მილანის ძირითადში რო იქნება მაგას ეტყობა უკვე რა გუნდია წელს მილანი :)

  13. nocerino

    ჯიგარ, შენ ნიკზე გეტყობა რომ წელს დაიწყე მილანის გულშემატკივრობა და დამერწმუნე, რომ შენზე უფრო მეტად მომწონს მილანი, ჯერ კიდე 90-იანი წლების დასაწყისიდან და მაშინ ერთადერთი თეთრი ბუცებით მოთმაშე მარკო სიმონე და ა.შ. მახსოვს… ამას იმიტომ გეუბნები რომ დაცვაში სხვაობას შენზე კარგად უნდა ვხდებოდე ასე ჩანს… მაგრამ თამაშის ამოქაჩვა რომ იუვეს შეუძლია მე მაგას გეუბნები…და ის ნაპოლი ვისაც იუვემ ამოუქაცა 3:1 მაშინ უკეთესი ფორმაში იყო იმ მომენტში ვიდრე ის მილანი იმ მომენტში… და შენ თუ გგონია ის, რომ მილანი აღრ გაუშვებდა მატრის გოლის მერე, რომ ჩაეთვალათ, მე რატომ არ უნდა მეგონოს რომ იუვე გაიტანდა… 50-50%ზე მანდ შანსი და კიდე გეუბნები, ალეგრი მაგას იხსენებს იმიტომ, რომ სკამს კარგავს და სხვა გასამართლებელი საბურთი არ აქვს. ფიროესთან ამაურის გაუვარდა ბოლოს, თორე იმ მოგონილი პენლის წყალობით ქულას ხომ იღებდით? ეგერ ბოატენგი შენით თქვი და ბოლო ბოლო მართლა არცერთი პრინციპული მატჩი არ მომიგიგიათ არავისთან…
    და შენ რომ მილანის ჭეშმარიტი გულშემატკივარი იყო, ალეგრის გაშვებას მოთხოვდი, კიარ გაამართლებდი… მე როგორც იუვეს გულკშემატკივარი, დიდ ხანს ვუსურვებ ალეგრის თქვენს გუნდში ყოფნას… :lool:

  14. ბოდიშით ბიჭები ცენზურა დამავიწყდა :lool: , ისე და ადმინებთან ერთი თხოვნა მაქ, ცენზურა მუნტარიზე რო ავხსნათ არ შეიძლება ? :lool: :lool: :forza:

    1. მუნტარიზი რომ ავხსნათ , ეს იმას ნიშნავს რომ ავტომატურად მინიმუმ სერია ა-ს 50 ფეხბურთელზე იქნება ცენზურა ახსნილი :lool:

      1. ანუ არ გამოვა :mrgreen: , მაგრამ ყველას საყურადღებოდ , მუნტარის როცა დავწერ ესეგი გინებით ვიგებ მთელ სახლს , მიტო რომ ამ საიტზე ბანს ვერ გადავიტან, მაგრამ ისე ადმინებო დაფიქრებულიყავით განიხილეთ მუნტარი და ვან ბომელი პირველ რიგში :lool: და შემდეგ ვაგინოთ ქოლექტიურად მაგ არაქაცებს, ბომელმა პირლოს რო თავში წამოარტყა გახსოვთ ? :@:@

  15. ცენზურა დაიცავით კომენტარის წერისას

    nocerino

    მილანის რომელიღაცამ ფან დაჯგუფებამ გამოაკრა და რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო და ვინ არა , მთავარია ფაქტი იყო ამაზრზენი და არ ეკადრებოდათ

  16. მსაჯებისგან მილანიც დაზარალდა და იუვენტუსიც, 2 ტური დარჩა, დაველოდოთ, ღირსეულმა გაიმარჯვოს!!

  17. ნოჩერინო მაგას როგორ ამბობ რომ მილანს არ აუღია ქულები მსაჯის დახმარებით, ანდა მაგას თავი რომ დავანებოთ იუვენტუსმა რამდენი დაკარგა მსაჯებისგან ? რამდენი პენალი დაგიდეს თქვენ და რამდენი არ დაუდეს იუვენტუს ? …ალეგრის სიტყვებს როგორ აყევით , სიმართლე გითხრა მილან იუვეს დროს მექსე გასაგდები იყო , ბომელი გასაგდები იყო და მუნტარის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, გაეგდოთ ეს ფეხბურთელები და ჩაეთვალათ ის გოლი, მადლობელი იყავით ბიჯო რო არ წააგეთ, მწვრთნელიან ფანებიან ფეხბურთელებიანად 1 თამაშს როგორ მიტირით

    1. ჩაჯმული კონტეს სიტყვებს ავყვეთ? მოგწონს თუ არ მოგწონს მილანი-იუვენტუსი ისეთი თამაშია ეგეთი ინციდენტები ყოველთვის მოხდება, (არც იუვეს ფეხბურთელები აკლებენ, სურათზე კარგად ჩანს) და ამის გამო ნახევარ გუნდს ვერ გააგდებს მოედნიდან, ჯენოასთან ბაზარი არაა, უნდა მოგეგოთ, მაგრამ სხვას ნამდვილად ვერ ვიხსენებ

  18. როგორი ბედნიერები არიან მილანის გულშემატკივრები = )))))თითქოს უკვე სკუდეტო უჭირავთ ხელში…. სასაცილოაა

  19. ჰოდა მილანის ფეხბურთელებისგან რომ ხედავთ დარღვევებს თქვენგანაც დაინახოთ კარგი იქნება

  20. nocerino

    მუნტარის არ ჩათვლილ გოლს რომ იხსენებ მატრის გოლიც გაიხსენე მილანთან, რაც არ ჩათვალეს. და ის რომ 2:0 ვერ ამოქაჩავდა იუვეო ტავი არ დადო მაგაზე. ნაპოლისთან 3:1 ამოქაჩეს…
    სადაც იმას იტყვით, რომ ყოფილი მილანელი პირლო “მიათრევს” იუვეს, ისიც თქვით, რომ არა ყოფილი იუვენტუსელი ზლატანი და ნოჩერინო სად იქნებოდით ეხლა…
    რაც შეეხება მსაჯებს, ზლატანი ბომბარდირი არის პენლების წყალობით. და ისეთი პენლების წყალობით რაც მილანის კარში არ დაიდებოდა. (არ ვგულისხმობ ბარსელონას პენალს. მაგრამ მაგაზე უარესი პენალტიუ დაუდეს ფიორენტინასთან)
    ნუ აყვებით ალეგრის რა, ალეგრი მაგას იხსენებს იმიტომ რომ სკამს კარგავს სკამს და თავს იმართლებს, თორე ყველა კარგად ხედავს წელს ვინ იმსახურებს სკუდეტოს და ვინ არა…
    და წელს რომ მოხდეს სასწაული და ისევ მილანი გახდეს ჩემპიონი დიდი უსამართლობა იქნება. არცერთი პრინციპული მატჩი არ მოუგია გუნდს…
    მე პირადად ჩავთვლი რომ იუვემ წააგო სკუდეტო და არა მილანმა მოიგო. (ბუფონის ეპიზოდიც კმარა მაგაზე)

    1. ჯერ იმით დავიწყოთ რომ მილანის დაცვა და ნაპოლის დაცვას შორის სხვაობას თუ ვერ ხედავ არ გეწყინოს მაგრამ ცუდად გქონია საქმე, მეორეც მატრის ის გოლი რომ ჩათვლილიყო რატომ გგონიათ რომ მეორესაც გაიტანდით,მესამეც იმ ფიორენტინასთან კასანოზე 100% პენალტი არ დადეს,თანაც ის თამაში წავაგეთ და იმ პენალტს მნიშვნელობა დაეკარგა (თუმცა რატომ არ უნდა დაედო ვერ ვხვდები) და მეოთხეც პენალტებით თუ პენალტების გარეშე იბრა ბომბარდირია, ერთადერთი პენალტი რომელიც არ უნდა დაედო ბოატენგზე იყო, თუ სწორად მახსოვს კალიარისთან. რაც შეეხება პირლოს, არასოდეს არ მითქვამს ეგეთი სისულელე, იმიტომ რომ სისულელეა, გუნდს ჭირდება ლიდერი და ეს მილანელი პირლო იქნება თუ დინამოელი კოშკაძე მნიშვნელობა არ აქვს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.