ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : ” იტალიის თასი შემდეგია ”

ტელეარხ Sky – სთან ინტერვიუში , ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გააკეთა , საკუთარი გუნდის მიერ , რიგით 30 – ე სკუდეტოს მოპოვებაზე …

გასულ სეზონთან შედარებით , გუნდში მხოლოდ სტეფან ლიხტშტაინერი გამოჩნდა , თუმცა მიუხედავად ამისა გუნდის უკანა ხაზი გადაულახავ ბარიერად იქცა . რისი დამსახურებაა ეს ყოველივე ?

” ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა . როდესაც კლუბი უშვებს ცოტა ბურთს , ეს ყველაფერი ნათლად ასახავს იმას , რომ თითოეულმა მოთამაშემ ზედმიწევნით კარგად შეასრულა საკუთარი სამუშაო ” .

გამომდინარე იქიდან , თუ როგორი პიროვნებაა კონტე , სიხარული დიდხანს არ გაგრძელდება …

” დიახ , დღეს და კიდევ მაქსიმუმი ორი დღე . ეხლა ჩვენი სურვილია სეზონი დაუმარცხებლად დავასრულოთ , შემდეგ მოვიპოვოთ იტალიის თასი და უკვე ამის მერე ევროპის ჩემპიონობაც ვიზეიმოთ ” .

წყარო : TuttoJuve

11 thoughts on “კიელინი : ” იტალიის თასი შემდეგია ”

  1. დარწმუნებული ვარ ბრანდელი მთელი დაცვა და ნახევარ-დაცვა იუვეს ბიჭები იქნება და რატომაც არა?რა არ გვეკუთვნის თუ რა?ესპანეთის გულაობა უნდა დამთავრდეს ახლა იტალიის დროა.ფორზა იტალიააააა!!!! :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

  2. ბოლო წინადადება მართლა მაგარი იყო, არაფერი არაა გამორიცხული და არავისზე ნაკლები გუნდი არ ყავს იტალიას, მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, ძაან მაგრები არიან, თავდასხმაშიც კასანოს, ბალოტელის, ჯოვინკოს და ალბათ მაინც პაცინის წაიყვანს, ამათაც თუ წაუვიდათ თამაში, განსაკუთრებით კასანო–ბალოტელის, ძაან რთული გასაჩერებლები იქნებიან, იუვეს ფეხბურთელებიც ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც კარგად იქნებიან განწყობილები და ეს ყველაფერი ჯამში საჩემპიონო გუნდის გასაკეთებლად შესანიშნავი მასალაა, პრანდელიც საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელია, ევროპა დიდი ხანია არ მოგვიგია და უკვე დროა მგონი… FORZA JUVE, FORZA ITALIA

  3. თასიც დავდოთ და მომავალი წლისთვის იქეთ შეგვეხვეწება კარგი ფეხბურთელები რო გადმოვიდნენ ჩვენთან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.