ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” ეს სკუდეტო ჩემთვის გამორჩეულია ”

ტურინის ” იუვენტუსის ” 30 – ე სკუდეტო , ბიანკონერის კაპიტნისთვის მერვე გამოდგა , რომელიც მან შავ თეთრი მაისურით მოიპოვა …

შენი წვლილი ჩემპიონატის მოგებაში დამახსოვრებულია , უპირველესად ალბათ ლაციოს კარში გატანილი ბურთია გამოსარჩევი …

” დიახ , ეს ჩვენ მართლაც დავიმსახურეთ და მიხარია , რომ საკუთარი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე ამ ზეიმში ” .

გასულ სეზონში , ოცნებობდი , რომ ახალ არენაზე გეასპარეზა , ეხლა კი ტოვებ გუნდს ჩემპიონის რანგში …

” ამაზე ჯერ კიდევ სეზონის წინ ვსაუბრობდი . დღევანდელი დღე კი იმ ყველაფრის საფასურია რაც 2006 წლიდან დაიწყო ” .

გახსოვს ბანერი წარწერით რიმინი ? რა მოგონებები გაკავშირებს მასთან ?

” ანალოგიური ემოციები ჯადოსნური სეზონისა , რომელიც ტრავმით დაიწყო . ჩემთვის , ბუფონისთვის , კიელინისთვის და მარკიზიოსთვის ამ სკუდეტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია . ბედნიერი ვარ , რომ ასეთი უჩვეულო ისტორიის გმირები გავხდით ” .

ბევრი სკუდეტო გაქვს მოგებული ლიდერის სტატუსით , ეხლა კი ტიტული ” არ მოთამაშე კაპიტნის ” სახელით მოიპოვე …

” არა , აბსოლიტურად ყველა მატჩში მიღწეული გამარჯვება ჩემთვის ენით აუხსნელ სიამოვნებას მანიჭებდა . ემოციების ზღვა იყო , რომელზეც დიდხანს შეიძლება საუბარი . ჩემთვის მთავარია გამარჯვება და არა ის , გავხდი თუ არა გმირი . ამას როგორც გამარჯვებული ისე ვიძახი და ეს ფანტასტიურია ! ” .

თუმცა , პარტნიორებთან შედარებით , ცოტათი მშვიდად ხარ ?

” სავარაუდოდ გამოცდილება თამაშობს თავის როლს ” .

ეს შენი ბოლო გამარჯვებაა იუვესთან ერთად ?

” 15 დღეში ნაპოლისთან მატჩი გველოდება ” .

წყარო : Football Italia

22 thoughts on “დელ პიერო : ” ეს სკუდეტო ჩემთვის გამორჩეულია ”

  1. ნამდვილად უსამართოლობაა დელ პიეროს მიმართ ასეთი ქცევა…აქ მარტო ანიელიზე არ არის ლაპარაკი..მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი მწვრთნელია და ვაფასებ მაინც გადამწყვეტი მგონია კონტე დელ პიეროსთან მიმართებაში… დამერწმუნეთ მისი ერთი სიტყვა რომ ალექსი დარჩეს ანიელი იმ წუთშივე კონტრაქტს გააგრძელებს..

  2. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაამთავროს კარიერა სხვა გუნდში იმ ადამიანმა რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეწირა ამ გუნდს, რომელმაც ყველაზე დიდ გაჭირვებაშიც კი არ მიატოვა ის…..:(((((( არ შეიძლება ესე…:( არაფერი არ მოხდება თუ გაუგრძელებენ კონტრაქტს და მისცემენ იმის საშუალებას რო თავის საყვარელ გუნდში დაასრულოს კარიერა….:(((((

  3. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაამთავროს კარიერა სხვა გუნდში იმ ადამიანმა რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეწირა ამ გუნდს…..:(((((( არ შეიძლება ესე…:( არაფერი არ მოხდება თუ გაუგრძელებენ კონტრაქტს და მისცემენ იმის საშუალებას რო თავის საყვარელ გუნდში დაამთავროს კარიერა ადამიანმა რომელმაც ყველაზე დიდი გაჭირვებაშიც კი არ მიატოვა თავისი გუნდი….:(((((

  4. ეჰ დელპიერო არაფერი არ ხარ რეალურად მხოლოდ იუვენტუსის ლეგენდა ხარ და მეტ ი არაფერი თურმე არ ხარ ისეთი როგორიც ზიდანი რონალდო შევჩენკო არიან – რა უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ :no :euf:

    1. როგორ ფიქრობ ძამიკო ათამაშEბს ბოლო შეხვედრას ალექს კონტე? ისე მაგარი იკნებოდა თუ კი მაინც უშვებენ გამაჯვებული და ამაყად თავაწეული წავიდოდა მაინც. :forza: :forza:

  5. ამ აიტზე ალბათ ყველაზე უხუცესი გულშემატკივარი ვარ იუვესი (1990 წლიდან) და ყოველტვის აღფრთოვანებული ვიყავი “ავოკატოს” სიყვარულით და მიდგომით იუვესადმი… ბაჯომ შემაყვარა იუვე და ვერ წარმომედგინა თუ ოდესმე ბაჯოზე საყვარელი ფეხბურთელი გამოჩნდებოდა ჩემთვის…გამოჩნდა…და დარჩა სამუდამოდ გულში…სამუდამოდ დავრჩები ამ გუნდის გულშემატკივარი… სამუდამოდ… ალეც რომ წავა მერეც რა თქმა უნდა მაგრამ…მისი ხელმძღვანელობისადმი არავითარი პატივისცემა არ მექნება არავითარი თუ ალე წელს გაუშვეს…შეიძლება ვიღაცა შემედავოს რომ წასვლის დრო აქვს და რამე, მე ჩემი ძალიან ძლიერი არგუმენტები მაქვს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეხლა ამას მნიშვნელობა არა აქვს…არადა როგორ მომწონდა ანიელი…”ავოკატოს” საქმის გამგრძელებელიც მეგონა…თუმცა…

  6. აუ დატოვონ ანიელებმა ეს კაცი რა… დაამთავრებინონ იუვეში. კაცმა ამხელაზე უერთგულა კლუბს და არ შეიძლება ასე რა. ერთადერთი რაც სანუგეშოა რომ ალეს დაუაფასდა ნაშრომი სკუდეტოთი ამთავრებს. გაუმარჯოს იუვეს, გაუმარჯოს ალეს, გაუმარჯოს იუვეს ყველა ფანს. გილოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას :forza: :forza: :forza:

  7. არ ვიცი რა… თუ ალექსი წავა იუვედან, იმაზე მაინც არ დამწყდება გული, რომ დამარცხებული წავიდა და წყალში ჩაეყარა სერია ბ -ში გადაყოლა და ერთგულება და ა.შ. იმიტომ რომ სერია ბ-ში იმიტომ წავიდა ალე, ბუფონი და კიდევ ბევრი, რომ ისევ ამ ადგილას დაბრუნებულიყო იუვე და ეს მოესწრო.
    გარდა ამისა, რაც შეეხება ანიელის:
    ვარიანტი პირველი: შემოდგომას გააკეთა განცხადება იმიტომ რომ წინასწარ შეაგუა ხალხი კაპიტნის წასვლას.
    ვარიანტი მეორე: ასეთი რამეც მგონია რომ დატოვებენ და მისი განცხადება შემოდგომაზე სხვა მიზანს ემსახურებოდა. ანუ ანიელი ნამდვილად არ ელოდა წელს სკუდეტოს და კიდევ ერთი ჩაგდებული სეზონს აპატიებდა გულშემატკივარი, თუ დელ პიეროს ახალ კონტრაქტს შესთავაზებდა და დაიტოვებდა (არის ამაში რაღაც ლოგიკა).
    იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვხვდები, არაა ამ იუვესთვის 1 მილიონი ის თანხა, რომ რამეს უწყვეტდეს და ალე ამაზე თანახმაა, იმედია “ზამენაზე” ჯდომასაც დათანხმდება. 90 წუთი ფიზიკურადაც ვერ ითამაშებს ვერსად და სხვაგან სკამზე ჯდომას აქ სკამზე ჯდომა ჯობს…
    ასეა თუ ისე, მალე გავიგებთ რა იქნება… მაგრამ მთავარი ისაა, რომ დელ პიერომ კიდევ ერთი სკუდეტო მოიგო

  8. chemi azrit tu vinme super forwardi ar daitries tan minimum 2 delpos ar gaushveben. 3 prontze brzola ( tasic avigot) zaan znelia, amitom delpo sachiro iqneba. tu ramdenime magali donis motamashe moiyvanes mashin delpos gaushveben albat (( carmodgenac ki ar minda raaaa

  9. დზმა ხარ დელპო, შენ იუვეს ისტორიას უდიდესიმიღწევები დაუმატე და არა მარტო იუვეს არამედ იტალიას :juventus: , სუფთა ალე ხარ, მუდამ მეყვარები ალექს :forza: :forza: :italy: :italy:

  10. ალე ჩვენო ლეგენდა გენაცვალე 8-სკუდეტო ხუმრობა ხო არა .. ვერ ვიჯერებ რო ეს ადამიანი გვტოვებს :euf: მაგრამ შენ ჩემ გულში და მახსოვრობაში დარჩები როგორც მაგარი ადამიანი როგორც მსოფლიო ლეგენდა და ყველასე მაგარი იგროკი :love: :love: :love: :love: :love: :love: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :italy: :italy: :forza: :forza:

  11. დუბლის ნრა გითხრა მაგრამ ატალანტასთან ძირითადში რო ათამაშოს კარგი იქნება და ატალანტასთანაც და ნაპოლისთანაც რო გაიტანოს მაგარი იქნება
    :forza: :juvee: :juventus: :italy:

  12. :juvee: :juvee: არ წავა მჯერააა :* დაამტკიცებს რო კიდე ფორმაშიააააააააააა ნაპოლისთან დუბლიიი მინდა :************* :forza: დელ პიერო

  13. 15 დღეში ნაპოლისთან გველოდებაო.

    დელპო უეჭველი ძირითადში იქნება და დაგლიჯავს ისე მონდომებულად ითამაშებს, თავის კვალს ბოლო თამაშშიც დატოვებს და წავა ალბათ…

  14. ეჰჰჰჰჰჰჰჰ რა ცუდია დამშვიდობება გვიწევს ამ კაცთან :loool:
    მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მომხდარიყო…. :cry:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.