ვუჩინიჩი : ” თავი სიზმარში მგონია ”
გადამწყვეტი გოლი ” კალიარის ” კარში , რომელმაც საბოლოო ჯამში ბიანკონერის 30 – ე სკუდეტო მოაპოვებინა , მირკო ვუჩინიჩის ანგარიშზეა , რომელსაც თავი სიზმარში ეგონა საფინალო სასტვენის შემდეგ : ” შეუძლებელია ამ ყოველივეს აღწერა . სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოს ჯერ კიდევ ” რომაში ” ასპარეზობის დროს ვიყავი , თუმცა ის რაც ეხლა ხდება ჩემს თავს ვერაფერს შეედრება . ძლივს ვიხსენებ იმ მომენტს როდესაც გოლი გავიტანე . ეხლა სიზმარში მგონია თავი ! ვნერვიულობდით თუ არა , რომ შეგვეძლო დაგვეკარგა სკუდეტო ? შესაძლოა , მაგრამ კარგად დავმალეთ ეს . შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად , ჩვენ კარგი მსახიობებიც ვართ . ტურინში , პირველსავე წელიწადში მოვახერხე სკუდეტოს მოგება ! ასეთი რამ ხშირად არ ხდება . ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეღო , შესაძლოა ხშირად არცთუ ისე კარგად გამომდიოდა , თუმცა მწვრთნელი დარწმუნებული იყო ჩემს შესაძლებლობებში . როდესაც ” იუვენტუსისგან ” მივიღე წინადადება , პირველ რიგში ყურადღება მწვრთნელზე გავამახვილე ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
როცა იუვესგან მიიგებ წინადადებას მწვრთნელზე ფიქრი არ არის საჭირო ბრატ
მაგარი კაცი ხარ…
მირკოოო

ძაან მაგარი იგროკი შევიძინეთ ამის სახით. ეს მომავალ წელს ბევრად მაგარი იქნება დამიჯერეთ
უნივერსალია ეს კაცი