ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვუჩინიჩი : ” თავი სიზმარში მგონია ”

გადამწყვეტი გოლი ” კალიარის ” კარში , რომელმაც საბოლოო ჯამში ბიანკონერის 30 – ე სკუდეტო მოაპოვებინა , მირკო ვუჩინიჩის ანგარიშზეა , რომელსაც თავი სიზმარში ეგონა საფინალო სასტვენის შემდეგ : ” შეუძლებელია ამ ყოველივეს აღწერა . სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოს ჯერ კიდევ ” რომაში ” ასპარეზობის დროს ვიყავი , თუმცა ის რაც ეხლა ხდება ჩემს თავს ვერაფერს შეედრება . ძლივს ვიხსენებ იმ მომენტს როდესაც გოლი გავიტანე .  ეხლა სიზმარში მგონია თავი !  ვნერვიულობდით თუ არა , რომ შეგვეძლო დაგვეკარგა სკუდეტო ? შესაძლოა , მაგრამ კარგად დავმალეთ ეს . შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად , ჩვენ კარგი მსახიობებიც ვართ . ტურინში , პირველსავე წელიწადში მოვახერხე სკუდეტოს მოგება ! ასეთი რამ ხშირად არ ხდება . ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეღო , შესაძლოა ხშირად არცთუ ისე კარგად გამომდიოდა , თუმცა მწვრთნელი დარწმუნებული იყო ჩემს შესაძლებლობებში . როდესაც ” იუვენტუსისგან ” მივიღე წინადადება , პირველ რიგში ყურადღება მწვრთნელზე გავამახვილე ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

8 thoughts on “ვუჩინიჩი : ” თავი სიზმარში მგონია ”

  1. ძაან მაგარი იგროკი შევიძინეთ ამის სახით. ეს მომავალ წელს ბევრად მაგარი იქნება დამიჯერეთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.