ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აბეტე : ” ანდრეასთან მესამე ვარსკვლავზე არ მისაუბრია ”

ლეგა კალჩოს პრეზიდენტმა , ჯანკარლო აბეტემ დაადასტურა ის ინფორმაცია , რომლის თანახმადაც მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბიანკონერის პრეზიდენტთან ანდრეა ანიელისთან . თუმცა , მისი განცხადებით ეს იყო ელემენტარული მილოცვა და მათ არ ულაპარაკიათ მესამე ვარსკვლავის თაობაზე , რომელიც როგორც ჩანს ” იუვენტუსის ” მაისურზე მომავალ სეზონში გამოისახება . გუშინდელ ინტერვიუში ანდრეამ გულშემატკივრებს შემდეგი რამ დაპირდა : ” ახალი ფორმა დიდი სიურპრიზი იქნება ტიფოზებისთვის ” …

აბეტემ აღიარა , რომ ისევე არის დაინტრიგებული , როგორც ბიანკონერის უკლებლივ ყველა გულშემატკივარი …

” ანიელიმ განაცხადა , რომ ტიფოზებს დიდი სიურპრიზი ელით , ასეთ შემთხვევაში მეც მათ რიცხვში გავდივარ . დღეს დილით უკვე ვესაუბრე ანდრეას , თუმცა დიალოგი მესამე ვარსკვლავის თემას ნამდვილად არ შეხებია . უბრალოდ მივულოცე მას ჩემპიონობა , გამოვიყენე რა ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი ” .

” ” იუვენტუსის ” გამარჯვება და მისი ელიტაში დაბრუნება , სრულიად იტალიური ფეხბურთის წინსვლაა . გამომდინარე იქიდან , თუ რა სირთულეები გადალახა კლუბმა ბოლო წლებში , ამ სკუდეტოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება . დღეისათვის ისინი პირველები არიან და იმედი მაქვს , სათანადო დონეზე იასპარეზებენ ევროპულ სარბიელზე ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

ნეტა ალესე იყოს რამე მაგრამ გადაწურული მაქ იმედი უკვე :euf: :euf: :euf: :euf: :forza:

12 years ago

ანიელიმ განაცხადა , რომ ტიფოზებს დიდი სიურპრიზი ელით
ვაააააააააა, ვნახოთ :forza: :juvee:

12 years ago

და მე ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ ფურცელზე 28 სკუდეტო ითვლება და დიდი პროტესტი მოყვება მესამე ვარსკვლავს, აუცილებლად უნდა გამოისახოს მაინც… წინააღმდეგ შემთხვევაში ექ იქნება აღიარება და დათანხმება კალჩიოპოლიზე… იდეაში კი ჩვენში რომ დარჩეს, კალჩიოპოლიში იუვეს ახალი ხელმძღვანელობა (ელკანი და ა.შ.)რეალურად არ ჩარეულა, და მოჯი დატოვეს მარტო და ფაქტიოურად ისე გამოვიდა, რომ სხვისი ხელით მოიშორა ელკანმა მოჯი გუნდიდან. ჯანი ანიელისგან ხელშეუხებლად ითვლებოდა ტრიუმვირატი (მოჯი, ჯირაუდო, ბეტეგა) და პირდაპირ ვერ გაათვაისუფლებდა… თანაც ელკანის იდეა ახალი იუვენტუსი და ყველაფრის ნოლიდან დაწყება იყო… ყოველგვარი ძველი გრეხების გარეშე… მოჯი უბრალოდ გასაწირი კაცი არ იყო,იმიტომ რომ მართლა პროფესიონალი ფეხბურთის მცოდნე და სელექციონერია და უბრალოდ “დიდ… Read more »

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x