ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი : ” კუთვნილი ადგილი დავიბრუნეთ ”

ტურინული კლუბის პრეზიდენტის , ანდრეა ანიელის განცხადებით , ბიანკონერის ახალი მაისურები ნამდვილი სიურპრიზი იქნება ტურინული გუნდის გულშემატკივრებისთვის …

” ტიფოზებს დიდი სიურპრიზი ელოდებათ . რაც შეეხება სკუდეტოებს , რა თქმა უნდა მოედანზე მათი საერთო ციფრი 30-ს შეადგეს . ვიბრძოლებთ თუ არა ჩამორთმეული თასებისთვის ? ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება . აუცილებელია , რომ სპორტული სასამართლოს წინაშე ყველა თანასწორ უფლებიანი იყოს . პატიოსნება ჩვენი კლუბისთვის უმთავრესი რამ გახლავთ ” .

” დავიბრუნოთ საკუთარი სახე , რაც სიხარულს საბაბს მანიჭებს . ემოციურად საკმაოდ ვართ დატვირთულნი , რადგან გამარჯვება ორი უმძიმესი სეზონის შემდეგ მოვიდა . კლუბი ბოლომდე შეიცვალა , დირექტორატიდან დაწყებული , ფეხბურთელებით დამთავრებული . ცალკე აღნიშვნის ღირსია აქციონერების საქციელი , რომლებმაც არ დატოვეს ” იუვენტუსი ” . დავბრუნდით იქ , სადაც ჩვენი კუთვნილი ადგილია ” .

ანდრეამ ასევე დელ პიეროც შეაქო , რომელიც ზაფხულში ტოვებს გუნდს …

” ალესანდროს კაპიტნის სამკლაური კონტესგან ერგო . დელ პიეროზე საუბარი შემდეგი 30 წუთი შემიძლია . მხოლოდ სამი ფეხბურთელი შეიძლება ჩაითვალოს კლუბის სიმბოლოდ : ჯამპიერო ბონიპერტი , მიშელ პლატინი და ალესანდრო დელ პიერო . ტიფოზერია და თავად ” იუვენტუსიც ” ყოველთვის მადლიერი იქნება მისი . ალეს კიდევ აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება წინ ” ნაპოლის ” წინააღმდეგ ” .

სამ ოქროს ვარსკვლავთან ერთად , კლუბის მაისურზე შესაძლოა ერთი ვერცლის მედალიც გამოჩნდეს . ეს მხოლოდ მაშინ მოხდება , თუ იტალიის თასის ფინალში ბიანკონერი ნეაპოლიტანურ კლუბს დაამარცხებს და რიგით მეათე გამარჯვებას იზეიმებს იტალიის თასის გათამაშებაში …

”გამარჯვება ”იუვენტუსში” მხოლოდ მნიშვნელოვანი არ არის – ეს ერთადერთი რამ არის, რაც ღირებულია”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

Vecchia_Signora

მე არ ვიცი ვის მოიყვანენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვინც ყავთ არავის ჩამოუვარდება დღესაც კი 37 წლის დელ პიერო… ანუ თამაშობს ეს კაცი ჯერ ისევ არანაკლებ ვიდრე სხვები… ზამენაზე კარგი ვარიანტია და გუნდისთვისაც მნიშვნელოვანია და მოწინააღმდეგისათვისაც. სად ცვლილებაზე ბორიელოს რომ გამოუყვან მეტოქეს და სად დელ პიეროს, თუნდაც ბებერს

12 years ago

წარბა ნერვებს ნუ გვიშლი :no

12 years ago

Vecchia_Signora არა, რატომ უშლის ახალ თავდამსხმელს? ლიმიტიო ხოარაა რომ განსაზღვრული იყოს ტავდამსხემლი, რამდენიც გინდა გეყოლება. უბრალოდ საქმე ისაა რომ ალეს არ უნდა მემგონი ზამენაზე ჯდომა სისტემატიურად. თუმცა სხვაგანაც მოუწევს ასე თუ ისე ჯდომა და 90 წუთს ფიზიკურად ვერ გაქაჩავს და ამიტომ ჯობს ჩვენთან იჯდეს სხვის სკამზე ჯდომას…ან საერთოდ ნედვედის გვერდზე დაჯდეს უმჯობესია თუ მაინცდამაინც აღარ გაუგრძელებენ კონტრაქტს… რომ დატოვონ დელ პიერო არავის შეუშლის ხელს, პირიქით უფრო მეტად დაეხმარება ლიგაზე მისი გამოცდილება… მანდ სხვა რამეზეა საუბარი სავარაუდოდ… ალექსის “კერპობა” აღარ უნდათ გუნდში… ეხლა სხვა “კერპებს” ელიან, თუნდაც კონტეს… არადა საუბარი მხოლოდ ერთ წელზეა… მაინც მგონია (უფრო სწორად სურვილი მაქვს და ამიტომ… Read more »

Vecchia_Signora
12 years ago
Reply to 

ლიმიტით, ციფრებით და რაოდენობით ვერ შეუშლის, რა თქმა უნდა!

მაგრამ, არ ვიცი, ვერც სხვა ახსნას ვუძებნი და ვერც რამე მნიშვნელოვანი არგუმენტი მომყავს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ალეს დარჩენა პირდაპირ თუ ირიბად ხელს უშლის ახალი თავდამსმხელის მოყვანას… იმის ფონზე რომ სხვებს კონტრაქტები გაუხანგრძლივეს და ბორიელოს დიდი ალბათობით დაიტოვებს კონტე

წარმოიდგინე, რომ მწრთვნელი ხარ და დელ პიერო გიზის სკამზე (კვალიარელას, ბორიელოს, ათამაშებული ელიას, 1 ან 2 ახლად მოყვანილ თავდამსმხელთან ერთად): გინდა არ გინდა, გჭირდება არ გჭირდება – ძალიან ბევრი რაღაც და ვიღაც გიკარნახებს, მათ შორის შენი ქვეცნობიერი, რომ უნდა შეუშვა მოედანზე! ზედმეტი წნეხია.

12 years ago

“ალესანდროს კაპიტნის სამკლაური კონტესგან ერგო”

ამ სიტყვებით რაღაც მიანიშნა ანიელიმ… ანუ ჯერ კონტე იყო და მერე დელ პიეროო და სავარაუდოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ კონტეს არ უნდა მისი დატოვება, თორე მე 30 წუთს ვისაუბრებ მევასება ალექსიო…
აბა ვერ გავიგე, რა შუაში იყო კონტეს ხსენება ასე უადგილოდ მისგან?

Vecchia_Signora
12 years ago
Reply to 

თავისთავად დელ პიეროს მოწინააღმდეგე რომ იყოს საერთოდ გუნდში ვინმე, არ მგონია რაღაც. მაგრამ კონტეს სათამაშო სქემა რომ განსმაზღვრელია ფეხბურთელებთან მიმართებაში, ეს ყველამ ვნახეთ მემგონი. დელ პიეროზე გაცილებით სწრაფი და მოძრავი ფეხბურთელები ვერ ეწყობიან ამ სისტემას და …

დელ პიეროს კიდევ ერთი წლით “შენახვა” არ გაუჭირდება გუნდს, უბრალოდ, დელ პიეროს დატოვება ავტომატურად ახალი თავდასხმელის მოყვანას უშლის ხელს. ბორიელოს უკან გაშვებაც შეიძლება, მაგრამ ევასება ამ კონტეს და რა ვუყოთ :)

Vecchia_Signora
12 years ago

” გამარჯვებები ” იუვენტუსში ” მხოლოდ აუცილებელი კი არ არის – ეს არის ერთადერთი რამ რაც უმნიშვნელოვანესია ”

ეს ფრაზა, მემგონი, ესე ჟღერს: ”გამარჯვება ”იუვენტუსში” მხოლოდ მნიშვნელოვანი არ არის – ეს ერთადერთი რამ არის, რაც ღირებულია”

ალბათ!

mamuka makharadze
12 years ago

წინ ბევრი სრპრიზი გველის მემგონი.

JuventinoToko
12 years ago

ალე დატოვეეეეეეეეეეთ თქვენიიიიიიიიიიიი :

champ1on
12 years ago

პროსტა დელ პეირო რომ გაუშვას არ ვაპატიებ : ))) ჩავალ ტურინში და მოვთხოვ… იმინა მოვთხოვ = ))) !!! :juvee: :juvee: :juvee:

G M
G M
12 years ago

ნუ ვიჩქარებთ…. მჯერა დელპიეროს დატოვებენ გუნდში!

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x