ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” სკუდეტოსთან ერთად სამოთხეში ვიმყოფებით ”

ბიანკონერის გენერალური დირექტორის , ჯუზეპე მაროტას განცხადებით , კლუბი ნაყოფიერად გამოიყენებს მოახლოებულ სატრანსფერო ბაზარს , რადგან კიდევ კონკურენტუნარიანები გახდნენ . მომავალ სეზონში ტურინის ” იუვენტუსი ” ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება , წარმატებული ასპარეზობისთვის კი ხარისხის გაუმჯობესება აუცილებელია : ” ორი წლის წინ , პრიორიტეტული იყო რაოდენობა . ეხლა კი უკვე დროა ხარისხის და სათამაშო კლასის ამაღლებაზე ვიზრუნოთ . უკვე არსებული რესურსითაც კონკურენტუნარიანები ვართ ევროპაში , მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს რამდენიმე შტრიხის დამატება ” …

მაროტამ ასევე კალჩიოპოლის საკითხზეც ისაუბრა …

” გუნდის ისტორიის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება . 2006 წელს ჯოჯოხეთში მოვხვდით , შემდეგ სრული გაურკვევლობა და ბურუსი და როგორც იქნა დღეისათვის სამოთხეში ვიმყოფებით . ვთვლით , რომ კაბინეტში გადაწყვეტილი და ჩამორთმეული ტიტულები იყო სასჯელის უმკაცრესი ზომა . ამიტომაც მოედანზე ” იუვენტუსს ” 30 სკუდეტო აქვს მოპოვებული ! პრეზიდენტი ანიელი არ ისვრის სიტყვებს ჰაერში , როდესაც ამბობს რომ ტიფოზებს სიურპრიზი ელით . თუმცა , ეხლა დაკავებულები ვართ მხოლოდ ზეიმით , რომელსაც ტრიუმფალური ასპარეზობით მივაღწიეთ ” .

მოახლოებული თასის ფინალი ნეაპოლიტანურ კლუბთან …

” კლუბის აღზევება პრეზიდენტ ანიელის მოსვლით დაიწყო . საერთოდაც დიდი გუნდის მშენებლობა , ძლიერი კოლექტივის ხარჯზე შეუძლებელია. მშვენიერი იქნება თუ სკუდეტოს იტალიის თასი მიემატება – არაჩვეულებრივი სეზონის მშვენიერი დასასრული ! ” ნაპოლისთან ” დაპრისპირება არ იქნება ადვილი , მაგრამ ” იუვენტუსის ” ფერები ყველგან და ყოველთვის სათანადოთ უნდა დავაფასოთ ” .

დელ პიერო …

” ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა ამაზე . ჩემის მხრივ არ განვავრცობ . ეხლა ჩვენ ვზეიმობთ სკუდეტოს , რომელშიც საკუთარი წვლილი ალექსაც მიუძღვის . კარგად მოგვეხსენება რომ დელ პიერო ჩემპიონია და რომ მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ” იუვენტუსის ” ისტორიაში ” .

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JuventinoToko
12 years ago

ალე დატოვეთ ბლიად :

mamuka makharadze
12 years ago

თავს არიდებენ დელპიეროზე საუბარს. მემგონი უშვებენ. ეხლა ერიდებიან საუბარს რომ ზეიმი არ ჩაიშალოს. :blin:

12 years ago

მოკლედ:
მაროტაც და ანიელიც თანახმაა რომ ალექსი დატოვონ. ელოდებიან კონტეს სიტყვას.

d a v i d
12 years ago

მაგარი კაცია მაროტა :up:

12 years ago

ანუ ესე იგი რაა არც კის ამბობენ ალეზე და არც არას ალბატ ბოლო წამებსჰი გადაწყვიტავენ მაინც…

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x