ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რავანელი : ” ეს ჯერ კიდევ დასაწყისია დიდი ისტორიის ”

90 – იანი წლების , ტურინის ” იუვენტუსის ” ექს ფორვარდი , ფაბრიციო რავანელი , Radio Sportiva – ს ესტუმრა და საკუთარი კლუბის ჩემპიონობაზე ისაუბრა : ” კონტეს და ლიპის გუნდის შედარება ? ვფიქრობ , არ არის იდეას მოკლებული . დღეისათვის ყველა ის წინაპირობა გაგვაჩნია , რითაც შეგვიძლია ახალი ერის დაწყება . მთელი წლევანდელი სეზონის მანძილზე , გუნდი მიზან მიმართულად მიიწევდა სანუკვარი ჯილდოსკენ , ხოლო ანტონიო ამ ყველაფრის ნამდვილი შემოქმედი გახდა . მოედნის ცენტრში , 1995 წელს ” იუვენტუსში ” გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მოთამაშეები ირიცხებოდნენ . დღეს , კონტე ანალოგიურ მენტალიტეტს სძენს ფეხბურთელებს . იმ პერიოდში ნახევარმცველებს არა ნაკლები გოლები გაჰქონდათ ვიდრე წელს გაიტანეს ბებერი ქალბატონის შუახაზელებმა . როგორც ხედავთ სიტუაცია განმეორდა . ეხლა აუცილებელია ხარისხის კიდევ უფრო მომატება , რომ კონკურენცია გავუწიოთ ევროპის წამყვან კლუბებს . მიხარია , რომ მაროტა და პარატიჩი იზიარებენ ამ აზრს და მუშაობას შეუდგნენ . ” იუვენტუსი ” უამრავი კლუბისგან განსხვავდება იმით , რომ ჩვენი ფეხბურთელების გულებში დიდი ცეცხლი სუფევს ! მათ გამარჯვებები სწყურიათ ! ”

წყარო : TuttoJuve

2 thoughts on “რავანელი : ” ეს ჯერ კიდევ დასაწყისია დიდი ისტორიის ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.