ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგე ბუფონის მადლიერია

ბიანკონერის ექს ფორვარდი , დავიდ ტრეზეგე არგენტინაში ზეიმობს ” იუვენტუსის ” მიერ მოპოვებულ სკუდეტოს . გამარჯვების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა , აღებული თასი მაურო კამორანეზის და დავიდ ტრეზეგეს მიუძღვნა , რომლებმაც არ გაწირეს გუნდი მძიმე სიტუაციაში და სერია ბ-ში გაჰყვნენ მას : ” 9 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარესთან ერთად ვთამაშობდი . მსიამოვნებს იმ სიტყვების მოსმენა რასაც ჯიჯი ამბობს . ჯერ კიდევ ვოცნებობ მატჩზე ” იუვენტუსისა ” და ჩემს ” რივერ პლეიტს ” შორის . მშვენიერი სანახაობა იქნებოდა და პირველ რიგში ჩემი მოგონებების გამო  – იმ წლების გამო , რომლის განმავლობაშიც ტიფოზებმა დიდი სიყვარული მაჩუქეს . რამდენიმე დღის წინ ედგარ დავიდსმა დამირეკა და მთხოვა , რივერის ხელმძღვანელობას დავლაპარაკებოდი , რომ ჰოლანდიელს შესძლებოდა ჩვენთან ერთად ვარჯიში . სამწუხაროდ უარით გავისტუმრე ( იცინის ) . ედგარი საკმაოდ იმპულსური ადამიანია და დღეს , გუნდში არსებული მშვიდი ატმოსფეროს გათვალისწინებით , არ ღირს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება ” .

წყარო : Tuttosport

12 thoughts on “ტრეზეგე ბუფონის მადლიერია

  1. კამორანეზიზე არაფერი ინფორმაცია არმაქვს . არადა ძალიან მაინტერესებს და ვინმე ხოარ დამეხმარებით? სად გაქრა რა დაემართა?

  2. ეეე ტრეზეეე შენ არ წასულიყავი ეხა და თავდასხმელის პრობლემა არ გვექნებოდა რაც ამ წელს იუვენტუსს მომენტები ქონდა იბრაჰიმოვიჩი კი არა შენ გახდებოდი ბომბარდირი :chuvak: :cry: :love: :oldman:

  3. ტრეზეგეს ანირი შემსრულებელი რომ გვყავდე ს მაგარი იქნებოდა :)) ოღონდ პენლებსაც კარგად უნდა ურტყავდეს :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.