პირლო: ” მიხარია, რომ აქ ვარ “
ანდრეა პირლო იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გასულ ზაფხულს “მილანიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა. “გაზეტასათვის” მიცემულ ინტერვიუში ნახევარმცველმა ძალიან საინტერესო დეტალები გაგვიმხილა…
” “მილანმა” კონტრაქტის ერთწლიანი გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ მე სამი წელი მინდოდა, რადგან იმ ფეხბურთელებთან შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, ვისაც ჩემთან ერთად ეწურებოდა ხელშეკრულება. მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ მასიმილიანო ალეგრის დაცვის ხაზის წინ უფრო ვან ბომელისა და ამბროზინის გამოყენება სურდა, ვიდრე ჩემი. გამოდის, მე პოზიციის შეცვლა მომიწევდა, ვუთხარი “არა, გმადლობთ” მეთქი და “იუვენტუსი” ავირჩიე. “მილანმა” გადაწყვიტა, რომ მათთვის გამოუსადეგარი ვიყავი, ეს პირველი საქმიანი შეხვედრისთანავე გავიგე. ”
“ როცა ბუფონის ქორწილში ვიყავი, ხალხი მეუბნებოდა, ხომ არ გაგიჟდი, “მილანი” რომ დატოვეო. მათ ვპასუხობდი, რომ სხვა კლუბის მაისურის მორგებას მხოლოდ ერთადერთი, გამარჯვების სურვილის გამო დავთანხმდი. ამას ისიც დავამატე, რომ “სკუდეტოს” მოგებას ვაპირებდი. იგივე ხალხი ახლა მადლობას მიხდის, რადგან წავიდნენ და ჩვენს ჩემპიონობაზე ფული დადეს. ”
“ ბევრმა ყოფილმა თანაგუნდელმა მითხრა, რომ ძალიან ვაკლდი, მაგრამ მიხარია, რაც მოხდა, რადგან გამარჯვებული ვარ. თითქმის ყველა მათგანმა ჩემპიონობა ტექსტური შეტყობინებით მომილოცა. ”
პირლოს ჟურნალისტებმა თასის ნახევარფინალში მომხდარი არასასიამოვნო ფაქტის კომენტირებაც სთხოვეს. მაშინ ვან ბომელისათვის იდაყვის ჩარტყმის ბრალდებით, “მილანმა” პირლოს დისკვალიფიკაცია მოითხოვა: ” ამან ძალიან გამაღიზიანა, იქ ათი წელი გავატარე და იციან, ასეთი რაღაცეები არ მჩვევია. ”
“ კონტე? ის შესანიშნავია. ჩემს კარიერაში უამრავ მწვრთნელთა მიმუშავია, მაგრამ არავინ ყოფილა მისნაირად მომზადებული, არავინ ამახვლებდა მუშაობის დროს ყველა წვრილმანზე მისნაირად ყურადღებას და ვერავინ ხსნიდა სათქმელს მასზე უკეთ. მეტოქეთა ვიდეოებს კვირაში სამჯერ-ოთხჯერ ვუყურებდით, შედეგად, ჩვენი გაკვირვება არაფრით გამოსდიოდათ. ტაქტიკური და სწავლების გზით კუთხით, ის მარჩელო ლიპისა და კარლო ანჩელოტიზე ძლიერია. ”
” ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი “იუვენტუსია” მენტალიტეტისა და შინაგანი რწმენის კუთხით. გათვლას “ჩემპიონთა ლიგაზეც” ვაკეთებთ, ევროპაშიც ამავე თამაშის ჩვენებას ვგეგმავთ. ამისათვის გუნდის სრულყოფაა საჭირო, რასაც რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სჭირდება. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ “სკუდეტოს” მოგება ამ გუნდით შევძელით. ”
რაც პირლომ წელს გააკეთა რავიცი რა წელს მოვიდა პირველად და რა პასები გაუძრო თანაგუნდელებს ვაფშე მაგარია რა და იუვესაც მაგრად მოუხდა. სად ხართ ის ხალხი რო გაიძახდით პირლოს დრო წასულიაო დაბერდაო ? თურმე მაგარია ჯერ კიდევ ხო ?
ტვინი – იუვენტუსის მთავარი მამოძრავებელი ძალა..
კარგია პირლო .. ჩEმი აზრით ეს კაცი ატალანტასთან უნდა დავასვენოთ და გავიგოთ ამ წუტში რა შეგვიძლია მის გარეშე,, მარონემ ითამასოს,, ისე კი ეგრე ძმაო ატირა ალეგრი.. აი შურისძიებაც ეს იყო თასიც და სკუდეტოც ავახიეთ,,
viva juve
ცენზურაა საიტზე ძმა :)
კონტეს ლიპიმდე ბევრი უკლია <3
და ანჩელოტზე რა მოგახსენო
ვაუუუ.. ეს რა თქვა.. კაონტე მირჩევნია ლიპის და ანჩელოტისო.. თან ტაკტიკაში და განსწავლულობაშიო.. მოდი და ესეთ დიდ ფეხბურთელს არ დაუჯერო ეხლა : )))
მე ლიპიც მიყვარს და ანჩელოტისაც ძალიან ვაფასებ.. ორივემ ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს..
ანდრია მალე მილანს დაგავწყებთ აქ ადამიანები თამაშობენ არა მაფიოსებიი

ლიგა დაიდოს ბიჭო
პირლო კარგია <3
იმედია ნესტას არ იყიდიან
შენზე ძაან მე მიხარია ანდრეა
