ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვერატი : “იუვენტუსში თამაში მსურს”

პოლ პოგბას ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერი უკვე საბოლოოდ გადაწყდა, თავად სერ ალექს ფერგიუსონიც დანებდა და გაათვიცნობიერა, რომ ფრანგი ტალანტი მომავალ სეზონს ბიანკონერებში გაატარებს.აღსანიშნავია, რომ 19 წლის პოგბას ტრანსფერი ფაქტიურად უფასოა, რამეთუ ჯუზეპე მაროტა მის სანაცვლოდ სულ რაღაც 300 000 ევროს გადაიხდის.პოლი ტურინულ გრანდთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.პოგბა ანტონიო კონტეს განკარგულებაში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე იქნება, მთავარ მწვრთნელს ექნება შესაძლებლობა ახალგაზრდა მოთამაშე საზაფხულო შეკრებაზე წაიყვანოს.სავარაუდოდ, პოგბასთან ერთად ზაფხულში გუნდს მარკო ვერატიც შეუერთდება, რომელმაც ბებერი ქალბატონისადმი ინტერესი კიდევ ერთხელ დაადასტურა : “იუვენტუსში თამაში მინდა, ბავშვობიდან ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ”. აქვე გეტყვით, რომ ტურინელები ვერატის მომავალ “პირლოდ” მოიაზრებენ, მისი ტრანსფერი კი 8 მილიონი ევრო ჯდება.

წყარო : Tuttosport

76 thoughts on “ვერატი : “იუვენტუსში თამაში მსურს”

  1. FALCAO FALCAIO FALCAO FALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAOFALCAO FALCAIO FALCAO

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.