ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სეზონის ბოლო წინასამატჩო პრესკონფერენცია

სეზონის ბოლო წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტესთან ერთად ჟურნალისტებთან მთელმა სამწვრთნელო შტაბმა ისაუბრა. მთავარმა მწვრთნელმა გაწეული სამსახურისა და შესრულებული სამუშაოსათვის თანაშემწეებს მადლობა გადაუხადა და მათი საზოგადოებისათვის წარსდგენა ანჯელო ალესიოთი დაიწყო…

” ანჯელოსთან ერთად ტრაპატონის “იუვენტუსში” ვთამაშობდი. ძოფისთან ერთად “უეფას” და იტალიის თასებიც მოიგო. ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ადამიანია, თანაც, ბრწყინვალე პიროვნება. “ლეგა პროში” მწვრთნელობისას კარგი შედეგები ჰქონდა და ვიფიქრე, თანაშემწედ “იუვეში” სწორედ ის გამომადგებოდა. ”

” კრისტიანი (სტელინი) “ბარიში” წელიწადნახევარი ჩემი ფეხბურთელი იყო და როცა გავიგე თუ არა, მისი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, ვთხოვე დამხმარებოდა. ისეთი ვინმე მჭირდებოდა, ვისაც ჩემი მეთოდების და იდეების ესმოდა. ”

” მასიმოსთან (კარერა) ერთად დიდი ხანი ვთამაშობდი ერთ გუნდში. როცა ამ თანამდებობაზე დამამტკიცეს, ჩემთან ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა. ისეთი ადამიანი მჭირდებოდა, ვინც სავარჯიშო მოედანზე გამომიწოდებდა დახმარების ხელს, ვინც იცოდა “იუვენტუსის” გარემო და ჰქონდა გამარჯვების მენტალიტეტი. ”

” რაც შეეხება საექიმო შტაბს, პროფესორ სასის “ლეჩედან” მოყოლებული ვიცნობდი. ფიზიკური ტესტების მხრივ ნამდვილი ინოვატორი იყო. ყველა მისი ტესტი თავის დროზე ჩემზეა გამოცდილი.”

” ფილიპი (მეკარეების მწვრთნელი) უკვე დამხვდა აქ. მეკარეებს ვესაუბრე და მასზე დიდი ენთუზიაზმით მელაპარაკებოდნენ. ეს სიტყვები მისი პროფესიონალური მიდგომით მთელი წლის განმავლობაში მტკიცდებოდა. ”

კრისტიან სტელინი (მწვრთნელი): ” ორი მეშვიდე ადგილზე დასრულებული სეზონის შემდეგ ფეხბურთელებში რწმენის გაღვიძება იყო საჭირო. უდიდესმა თავდადებამ ძალიან მალევე გაგვაოცა. მწვრთნელის მეთოდებისა და პირველივე ამხანაგური შეხვედრიდან მოყოლებული, ფეხბურთელების თავდადებამ გუნდს სიმაღლეების დაპყრობის საშუალება მისცა. ”

მასიმო კარერა (მწვრთნელი): ” როგორც ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა იციან, ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს მინდორზე მიღწეული შედეგია. ამიტომაც ვზეიმობთ რიგით 30-ე “სკუდეტოს”. ”

კლაუდიო ფილიპი (მეკარეების მწვრთნელი): ” ტრავმა, რომელიც ორი წლის წინ ბუფონმა გადაიტანა, საკმაოდ სერიოზული იყო, მაგრამ ჯიჯიმ ბრწყინვალედ მოახერხა რეაბილიტაცია. ხშირი თამაში სჭირდებოდა და ეს წელი მისთვის გასნსაკუთრებული იყო. ეს ყველაფერი მისი ნიჭისა და ძალისხმევის მეშვეობით მოხერხდა. ”

პაოლო ბერტელი (ფიტნეს მწვრთნელი): ” რომ შევაჯამოთ, ტრავმები ფეხბურთში ყოველთვის ხდება, მაგრამ ზოგჯერ წელი სხვებთან შედარებით ბედნიერი გამოდგება ხოლმე. “იუვენტუსში” სპეციალური საკონტროლო სტრუქტურაა, რომელიც ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს ამოწმებს. დეტალებზე ყურადღების გამახვილებამ და ზედმეტი რისკებისგან თავის შეკავებამ კარგი შედეგი მოგვცა. არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია და ფორმულა არ გვაქვს. ვცდილობთ, ვარჯიში ინტენსიური ტემპებით მიმდინარეობდეს. ”

რობერტო სასი (ფიზიკური კონდიციების ზედამხედველი): ” კონტემ ახალი მეთოდები მოიტანა. კონცენტრაციასა და მოტივაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. როცა ანტონიო ვიდეოებს ანახებს მათ, თავადაც უნდა აჩვენონ ენთუზიაზმი. მხოლოდ შემდეგ მოდის კონკრეტული დეტალები: გახურება, ძალაზე მუშაობა, ენერგია, ინტენსიურობა თამაშის დროს. ყველა ეს სტრატეგია გვეხმარება ტრავმების თავიდან აცილებაში. ”

პრესკონფერენცია ანტონიო კონტემ ხვალინდელ შეხვედრაზე საუბრით დაამთავრა: ” დაუმარცხებელი სვლის შენარჩუნება გვსურს და მოედანზე ის გუნდი გამოვა, რომელსაც ამის ძალა შესწევს. თუ ეს შევძელით, ეს ისტორიული მიღწევა იქნება. გამოვა, რომ ვერავინ შეძლო ჩვენი ჯობნა, მხოლოდ გათანაბრება ჩვენს დონეზე. ”

” დელ პიერო “ნოთს ქაუნთისთან” სტადიონის გახსნით მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. ასევე ძირითადში იყო პირველ ოფიციალურ მატჩში “პარმას” წინააღმდეგ და თამაშს დაიწყებს “ატალანტასთანაც”. იმის გათვალისწინებით, რაც გუნდს მთელი წლის განმავლობაში მისცა, ეს სწორი არჩევანია. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
delpieronedved
12 years ago

ალექსა :love: :love: :love: :forza: :forza: :forza: :juventus: :juventus: :juventus: :juvee: :juvee: :juvee: :italy: :italy: :italy:

jibojuve
12 years ago

რავი მე 2:0 მგონია და მომკალით :blin: თუ გინდათ :mrgreen:
:davliot: :forza: :juvee: :juventus: :italy:

valeri elisabedashvili
12 years ago

ყველას 3-0 რატო გგონიათ მე 4-0 მგონია :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

დღეს ვიგებთ 3-1_ს, გოლები ბორიელო დელპიერო და უჩინიჩი
:italy: :achuu: :italy:

jibojuve
12 years ago

მერე რა რო სტორარი იდგება კარში მაინც მშრალათ შევინახავღთ კარს
ლამაზი თამაშით და ლამაზი შედეგით უნდა დავასრულოთ აე თამაში
გენაცვალეთ ყველა იუვეს გულშემატკივრებს ყველას მაგრად გაფასებთ უმაგრესი გუნდის ფანებო
:forza: :juvee: :juventus: :juvee: :juventus: :forza: :juvee: :juventus: :forza: :juvee: :juventus: :forza: :juvee: :juventus: :forza: :juvee: :juventus: :forza: :juvee: :juventus: :forza: :juvee: :juventus: :forza: :juvee: :juventus:

bacho pipia
12 years ago

კონტე მაგარია მადლობა მას და ჯუვეს ყველა ფეგბურთელს უკლებლივ ყველას ასეთი სიხარულისთვის :forza: :mrgreen: :mrgreen:

bacho pipia
12 years ago

ჯუვე მაგარიააააა დგესაც მოვიგებთ :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

3-0ის სუნი მცემს :forza:

12 years ago

nachke რო იქნები სკაიპში შემეხმიანე.

Gio Darja
12 years ago

საღოლ გიო ძალიან მაგარი სტატიაა.. :up:

ალემ უნდა შეაგდოს.. :love:

12 years ago

ბავშვებო ვიკრიბებით თუ აგარ დღეს თბილისში??? :blin: გტხოვტ რაა დათკა ნაჩკე თქვენ მაინც მომწერეთ რას ვშვრებით…

12 years ago
Reply to  Nachke

და რამდენი კაცი უნდა ყოფილიყო რომ შევკრებილიყავით???

12 years ago
Reply to  Nachke

აააა :შ:შ:შ:შ

G M
G M
12 years ago

გენაცვალე კონტე! ჯიგარი კაცია მაგარი!

ალე შეაგდებს დღეს.

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x