სატრანსფერო ჭორები და ტურინული სიახლეები
გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო გეგმების მოკლე ყოველკვირეულ მიმოხილვას..
- “ინტერს” რანოკიას “იუვენტუსში” გაშვება არ სურს
Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავათ ანტონიო კონტეს დიდი სიმპათიებისა, ბიანკონერები ანდრეა რანოკიას დამატებას ვერ მოახერხებენ.ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელი იტალიელი უკანახაზელის დიდი ქომაგია და მისი ხილვა ტურინში ძალიან სურს, თუმცა საქმე იმაშია, რომ ნერიაძურის ხელმძღვანელობა “ბარის” ყოფილ ფეხბურთელს ლუსიოს შემცვლელად მოიაზრებს.
- პარატიჩი დედეს ელის : 10 მილიონი ბრაზილიელის სანაცვლოდ
ანდრეა რანოკიას შემცვლელი ტურინელთა სატრანსფერო სიაში მარტივად მოიძებნება.ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი მზადაა ანდერსონ ვიტალ სილვას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.იტალიური პრესის ინფორმაციით, პარატიჩის “ვასკო და გამასთან” ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ბრაზილიური გუნდიც არ იქნება წინააღმდეგი, დედეს ტრანსფერს ხელი შეუწყოს.
- მოლაპარაკებები “ვილიარეალთან” – როსი და ვალერო
ესპანური “ვილიარეალის” სეგუნდა დივიზიონში გავარდნის შემდეგ “ყვითლების” ფეხბურთელებზე ნადირობა არაერთმა ევროპულმა გრანდმა დაიწყო, მათ შორის ტურინის “იუვენტუსიცაა”.ბიანკონერები განსაკუთრებულ ინტერესს ბორხა ვალეროსა და ჯუზეპე როსის მიმართ იჩენენ.ესპანელი ნახევარმცველის ( 27 წლის ) სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა, ფორვარდის კი 7-12 მილიონი ევრო.
- ჯოვინკო, მატრი ან ბორიელო – გასაღები კავანისთვის
იტალიის თასის ფინალის დასრულების შემდეგ, ბიანკონერები არაერთი ტრანსფერისთვის აქტიურად დაიწყებენ მუშაობას.ჯუზეპე მაროტას მთავარი პრიორიტეტი ედინსონ კავანის გადმობირებაა, რომელიც ფორვარდებს შორის ანტონიო კონტეს რჩეულია.ურუგვაელი წინახაზელის სატრანსფერი ღირებულება 40 მილიონს უტოლდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის სანაცვლოდ, ტურინელები “ელ მატადორის” სანაცვლოდ სებასტიან ჯოვინკოს, ალესანდრო მატრის ან მარკო ბორიელოს უფლებათა პაკეტის დათმობას აპირებენ.გარდა ამისა, სერია A – ს უკანასკნელი ტურის დასრულების შემდეგ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიღმა დარჩა, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.
წყარო : Calcionews24; Tuttojuve
აუუ ბორიელო გაუშვით რააა მართლა ბორიალააა :D:D
ჯერ ჯოვინკოს და მატრის რატო ადარებთ ერთმანეთს, მეორე მატრი არაა გასაშვები, ძაან ნიჭიერია და მე მჯერა რო უფრო მოუმატებს. ჯოვინკომ კიდე ენას კბილი დააჭიროს და იუვეს გარდა სადაც გინდათ იქ წავიდეს…
აუ რა,ამერია თავგზა ამდენი ჭორებით,სანამ ვინმეს არ ვნახავ იუვეს მაისურით ხელში პრესკონფერენციაზე მანამდე აღარ მჯერა არაფერი რა
irakla1001
გეთანხმები ძმა, ჯოვინკო წელს ისე თამაშობს ნამდვილად დასაბრუნებელია, მაგრამ თუ არჩევაა კავანი ჯობს გადმოვიდეს.
ესენი როგორ არიან?! მატრის უშვებენ, მატრიმ რამდენი მნიშვნელოვანი ტამაში მოგვაგებინა, პირველ ნახევარში “გვათრია” და ახლა პანჩურით აგდებენ ?! სირცხვილია.
. ბორიელო და ჯოვინკო სადაც უნდათ იქ წაიღონ
გვათრია არა ის კიდე თრევით გენაცვალე დაცვა და ნახევარდაცვს გვათრევს მტელი სეზონია და მატრის რაც შეეXძლო გაეტანა იმის 35% გაიტანა,მაგაზე მეტად ვუჩინიჩი გვეხმარებოდა თავდასხმაში წელს ყველაზე უკეთესი ეგ იყო,,და ჯოვინკო თუ მატრისაც აღარ ჯობია და რავიცი,, თქვენ ჰაერზე ლაპარაკობთ მგონი და სებას თამაშებს არ უყურებთ
კარგი რანოკია მოიყვანონ კონტე მხეც დააყენებს, მაგისგან,, აქ წავიკითხე რამდენიმე კომენტარი რო ჯოვინკო არაფერია და კავანი მხეცია და ეგეთები.. კავანის პასი არ მისცენ და ვნახათ მერე რას იზამს,,კავანიმ 23 გოლი გაიტანა და ეგ არი სუფთა სტრიკერი,, აი ჯოვინკოს თამაშებს ეტყობათ რო წელს არ უყურებთ,, მცველებს მოედანს ახოხნიებს კაცი ,, მაგან, პარმაში სადაც ფაქტიურად მარტო თამაშობს და გვერდით არც ჰამშიკი ყავს და არც ლავეცი გააკეთა ცამეტი საგოლე პასი და გაიტანა 15 გოლი,, ეს არის მეეორე ფორვარდი წელს საუკეთესო სერიAლში და თურმე საშვალო დონი ყოფილა,, აი ნახავთ ძმაო ევროაზე და მერე როგორ მოგინდებათ იცცით.. და მაგას არვინ არ ეხვეჭება შნ ნამდვილი იუვენტინო… Read more »
აუ მომკლაით და არ მინდა რა მატრის გაშვება, მომწონს ეგ ფეხბურთელი და მჯერა რომ მეტი შეუძლია… კაი პასი უნდა მატრის და კარგად შეასრულებს… წელს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მირკო ვუჩინიჩი პასს არ აძლევდა მატრის განზრახ… (რამდენიმე ეპიზოდში მასე ჩანდა)…
აი კავანის სანაცვლოდ თუ უნდათ მიცენ ბორიელოც და ჯოვინკოც, არაა ჯოვინკო იუვენტინო, რომ გადმოვიდეს და სულ ვარკსვლევები რომ წყვიტოს ციდან, ეგ ბიჭი არაა იუვენტინო ჩემი აზრით… უბრალოდ ერთდერთი უპირატესობა ის აქვს სებას რომ იტალიელია და იუვენტუსი ახალგაზრდა იტალიელებზე ნადირობს. აგერ რანოკიაც სდომებია და სხვათშორის ეს ინფო პირველად გავიგე რატომღაც
როსი თუ ფორმაში შევიდა მატრისაც ჯობს და კვალიარელასაც ჩემი აზრით, როსი და კავანი რო იყიდონ თავდასხმაში პრობლემა აღარ იქნება
კავანი ამოიღე ხმა შენი და თქვი იუვეში მინდააააა

არა ჯერ არავინ არ გაგვიფორმებია. მე როსი მინდა. მაგას მაროტა ათზე ნაკლებადაც მოიყავნს. ოდესმე ხო ჩადგება ფორმაში :( უნიჭიერესია როსი
კი, გეთანხმები. მაგაზე ორი აზრი არა არის რო როსი ძაან მაგარია
და რა მაინტერესებს კიდე დამიაო და ვერატი გავიფორმეთ უკვე?? თუ ველოდებით კიდე ველოდებით რამეს?
დამიაო 30 მილიონს აფასებენ და რაგაც არამგონია ეგ გაიჩითოს. არადა კავანის ბევრად ჯობია.
ეს ბოლო მომეეწონა. კავანი კაი იქნება. ცჰვენი ნახევარ დაცვიტ კავანი ბევრ გოლს გაიტან.. მაგრამ ბიჭების ხასიათში ვერ ჩაჯდება.
კავანი დადეთ თქვე ფარჩაკებო
სკიდეტოზეც ასე ვეუბნებოდი და დადეს, იქნებ კავანიც დადონ

გალანძგე მე შენთან ვარ. :D

მიდი დატუქსე , გათანგე
მე კავანის იოვეტიჩი მირჩევნია

მაგარი დამპალი ხასიათების მქონეა ეგ ჯიოვინკო და მაგიტომ არ მევასება.
არა კი უნდა იჩალიჩონ ფასების დაგდებაზე მაგრამ ყოველთვის რო ეგეთები არ გამოუვათ ყველამ კარგად ვიცით.
სუარესი, იგუაინი, კავანი აი ესენი არიან კარგი ფეხბურთელები ერთ ერთი მოიყვანონ რა. ეს მაროტა კიდე ვერ მიხვდა რო ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც თვითონ უნდა ?! იმდენად დებილია ცოტაღა და კავანიზე ეტყვის ნაპოლის პრეზიდენტს 10 მილიონად მომყიდეო
JUVENTUS.GE ეს რა ცუდი საიტია
მანდ ბაბუაჩემის დროინდელი შემადგენლობები დევს ხომე
დელ პიერო რო იუვეში გაეძრო მაგ დროინდელი სტატიები იქნება უეჭველი

სასტავი აპირებს მაგ საიტის ყიდვას და ადმინს ეჩალიჩებიან არადა რო გაყიდოს მაგარი საიტს გააკეთებენ ბიჭები ფორცა იუვე და ეგ საიტი მაგრად გაერთიანდება ის მაინც ვერ იყენებს და გაყიდოს
Givson გეთანხმები, ჯოვინკოში არაფერია საწუწუნო…აი აგუერო კი დასნანაი ..ბრუციანმა 5 მილიონი ვერ გაიმეტე
ბრუციანი

სიმართლე გითხრა მე აგუეროშიც ვერ ვხედავდი წინა წელს იმ თავდამსხმელს რომელიც იტალიის ჩემპიონატში იბრწყინებდა, თან თანხაც საკმაოდ სოლიდური იყოო, პრაქტიკაში ბევრი ვარსკვლავი გვინახავს იტალიის ჩემპიონატში გადმოსული ვარსკვლავებს რო წყვეტდა მარა იტალიაში დაკარგულები …

კავანი მინდა მაგრადდდ რააა
ტუტოსპორტი თარგმნეთ დგევანდელი გამოცემა…
კარგით რა ხალხნო, რა ნახეთ ამ ჯოვინკოში ეგეთი რო ვერ მოგინელებიათ, ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის ფეხბურთელია რაა …, მაგის იუვეში დაბრუნებას ისევ მატრი დატოვონ მირჩევნია და კავანიში ჯოვინკო ჩართონ ….
არც მატრი და არც ჯოვინკო არ მინდა რო წავიდნენ სხვაგან
ვალერო მაგარია, კავანის გამო ჯოვინკოს დათმობა არ ღირს და ბორიელო მატრი ორივე მისცენ და ფულიც დაუმატონ

მატრისგან რა უნდათ
რანოკია არასდროს მომწონდა!