მარკიზიო : “ეს ახალი ეპოქის დასაწყისია”
“იუვენტუსი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ტიტულისთვის იბრძოდა” – შესანიშნავი სეზონის შემდეგ კლაუდიო მარკიზიოს მორიგი ინტერვიუ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო : “თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯეთ და რაც მთავარია, შედეგი ვაჩვენეთ.გუნდი ცდილობდა ეთამაშა მისი თამაში, ყველგან – სახლში თუ გასვლაზე.დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს, გამარჯვების მენტალიტეტი სწორედ მისი პროფესიონალიზმის ხარჯზე დავიბრუნეთ.საუკეთესი მომენტი ? – დაჯილდოვების ცერემონიალი.ფეხბურთელები მოედანზე გამოდიოდნენ, პუბლიკა კი ჩვენს სახელებს სკანდირებდა.ზეიმი ჰქონდა ყველას, ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა თუ ხელმძღვანელებს.სკუდეტო ეს იყო ჯილდო იმის სანაცვლოდ, რაც მთელი წლის განმავლობაში გავიღეთ.არიან ადამიანები, რომლებსაც ხალხი უფრო ნაკლებად ხედავს, მაგრამ საერთო წარმატებაში მათ ლომის წილი მიუძღვით, თითოეული მათგანის მადლიერი ვარ.”
სულ მალე ბიანკონერების იტალიის ფინალი ელით, “ნაპოლის” წინააღმდეგ : “ძალიან რთული მატჩი გევლის, ზუსტად ისეთი, როგორიც ნეაპოლელთა წინააღმდეგ ფრედ დასრულებული შეხვედრა იყო.პირველ დაპირისპირებაში მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მივიღე, თუმცა მატჩს ტელევიზიით ვადევნე თვალი.3-1 ვაგებდით, თუმცა “იუვემ” ყველას დაუმტკიცა, რა შეუძლია ამ გუნდს.”
“ეს ის იუვენტუსია, რომელიც დიდი ხანი ელოდა წარმატებას.ფეხბურთელებმა ორი უმძიმესი სეზონი გადაიტანეს, თუმცა ჩვენ დავძლიეთ ის წინააღმდეგობები, რომლებსაც გადავაწყდით.მომავალი წელი უნდა იყოს ახალი ეპოქის დასაწყისი, საბედნიეროდ, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სკუდეტოს მოგებით, მიმდინარე სეზონშივე გადავდგით.“
როგორ უხდება თასი კლაუდიოს
იმედია ახალი ხანა დაიწყება მართლაც.
პ.ს ითმინა ითმინა და ბოლოს მაინც გამატეხინა კომპიუტერი პეს 2012 მა @.... ....
მ-ვ-პ იცით ბიჭებო რას ნიშნავს… მარკიზიო-ვიდალი-პირლოს.. და უდიდესი დამთხვევაა,, მათი მომავალიშ ეგეთი იქნება.. მ-ვ-პ მარონე-ვერატი-პოგბა…
და მაგათი წინ ერთი კარგი თავდამსხმელი უნდათ. რ-ვ-პ რობინ ვან პერსი ..
ეგ მაგათ დროს ისეთი ბებერი იქნება გამოსამშვიდოებებელ საღამაზო თუ შეხვდებიან თორე სხვა პონტი არაა :D
კარგია ეგ მაგრამ მარკიზიო და ვიდალის წასვლა ჯერ ადრეა :P :D
ლივერპულის მთავარი მწვრთნელი გაუშვეს…..
აბა სუარესი თუ სიტყვის კაცა უნდა გაყვეს უკან
მაროტა ამოქმედდი
თასის ფინალს ველოდები მოუთმენლაად
ნაპოლის არაფერს არ დათმობს
გაგვიჭირდება, მაგრამ მაგათ ვინ ეკითხებათ )))
იმედია ვინმე მაგარ თავდამსხმელს ვიყიდით გადმოვა კანანი იმედია იუვე ხომ ჩემპიონია მარკიზიო მაგარი კაცია და საერთოდ დაცვა და ნახევარდაცვა