ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი(ასუ-ეკოტო)

ტურინის “იუვენტუსს” ლონდონის “ტოტენჰემის” მცველის – ბენუა ასუ-ეკოტოს გადაბირება სურს. Sky Sport 24-ის ცნობით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი 28 წლის კამერუნელის ტრანსფერზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ კამერუნელ ფეხბურთელს გუნდის სკაუტები წინა წელსაც აკვირდებოდნენ, მაგრამ გუნდში ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ არჩევანი პაოლო დე ჩელიეზე გაკეთდა. ცნობისათვის, კამერუნელი ლონდონურ კლუბში 2006 წლიდან იმყოფება და გუნდში ჩატარებული 141 მატჩში 4-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო წელს 34-ჯერ მოირგო  “ტოტენჰემის” ფორმა და 2 გოლიც მიითვალა. სატრანსფერო ღირებულება ჯერ არ სახელდება.
წყარო:Sky Sport 24

11 thoughts on “სატრანსფერო ჭორი(ასუ-ეკოტო)

  1. ამას ევროკავშირის პასპორტი არ ექნება ამიტომ არ გვინდა ,,, მოიყვანონდ დედე დეეეედეეეე … მაგის პოზიციაზე საუკეტესო არჩევანი სისოხო იქნება ან კოლაროვი

  2. აამან თქვა გუნდის მიმართ არანაირი სიყვარული გამაჩნიაო, ბრალოდ ფულს მიხდიან და ჩემ შამუშაოს ვასრულებო, ეს იუვეს პრინციპეპს ეწინააღმდეგება :forza: :juvee:

  3. არ მომწონს ეს ფეხბურთელი

    თან ინტერვიუში ერთხელ თქვა რო ფეხბურთი ჩემთვის უბრალოდ სამუშაოაო :|

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.