ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 2011/2012

ტურინის “იუვენტუსმა” აწ უკვე გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა “სერია A-ში” გუნდმა დაუმარცხებლად იასპარეზა, ასევე გუნდი იტალიის თასის ფინალშია გასული. ეს კი თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა.

1. ჯანლუიჯი ბუფონი – ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა “სერია A-ს” 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდსაც კაპიტნობდა. როგორც ნამდვილ კაპიტნებს შეეფერაბათ ჯიჯი შეუდარებელი იყო “იუვენტუსის” შემადგენლობაში. 35 მატჩში მან მხოლოდ 16 გოლი გაუშვა. მან გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი დაიდო, თავი დაგვამახსოვრა არცთუისე ბევრი სეივით, რაშიც “დანმაშავე” “იუვენტუსის” მცველები არიან. ბუფონის ანგარიშზეა რომასთან მატჩში მოგერიებული პენალტი, რომელიც ტოტიმ გოლად ვერ გარდასახა. ერთადერთი შეცდომა, რომელიც ბუფონმა მინდინარე სეზონში დაუშვა იყო “ლეჩესთან” მატჩში, როდესაც ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა მეტოქე ფეხბურთელს ჩააბარა ბურთი, რითაც ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე “მილანს” სხვაობის 1 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა.

3. ჯორჯო კიელინი – იტალიელმა მცველმა “სერია A-ში” 34 და იტალიის თასზე 3 მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატში მან 2-ჯერ შეძლო გოლის გატანა ჯერ რომში “რომას” გაუთანაბრა, შემდეგ კი ტურინში “კატანიას” მეორე გოლი გაუტანა (3-1). კიელინიმ 7 ყვითელი ბარათი მიიღო ჩემპიონატში, იტალიის თასზე კი ამ კომპონენტში 0 უწერია. სეზონის შუაწელიდან ჯორჯოს მარცხენა მცველად თამაში უხდებოდა, იმის გამო რომ პაოლო დე ჩელიე ტრავმირებული იყო ხოლო ფაბიო გროსოს ანტონიო კონტე უბრალოდ არ ენდობოდა. შეიძლება ითქვას, რომ ანტინიო კონტესთვის კიელინი შეუდარებელი ფეხბურთელია, როდესაც საჭირო იყო ჯორჯო შეტევაზეც გადადიოდა, ნახევარდაცვაშიც იყო და დაცვაშიც, “იუვენტუსში” და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში.

4. მარტინ კასერესი – ურუგვაელ ფეხბურთელს ბრწინვალე დაბრუნება გამოუვიდა, სადებიუტო მატჩში იტალიის თასის გათამაშებაში “სან სიროზე” “მილანს” 2 გოლი გაუტანა (1-2), შემდეგ იყო ბრწყინვალე თამაში “ინტერის” წინააღმდეგ სადაც 57 წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. “სერია A-ში” მარტინმა 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის თასზე 2 მატჩში 2 გოლი. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ 13 გამართულ მატჩში კასერესს არცერთი ყვითელი და წითელი ბარათი არ მიუღია.

6. ფაბიო გროსო – იტალიელმა მცველმა სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა “სიენას” და “კატანიას” წინააღმდეგ, რის შემდეგაც მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება.

7. სიმონე პეპე – ფეხბურთელმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, განსაკუთრებით კარგად ჩაატარა ნოემბერში და დეკემბერში გამართული მატჩები. გაუტანა ძალიამ მნიშვნელოვანი გოლები “ლაციოს” და “ნაპოლის”. აღსანიშნავია მისი ბრწყინვალე პასი მატრიზე “ფიორენტინას” წინააღმდეგ ტურინში მოგებულ მატჩში 2-1. ასევე აღსანიშნავია 100%-იანი გოლი “ჯენოას” წინააღმდეგ, რომელიც მსაჯებმა არ ჩათვალეს (0-0). საეღთო ჯამში პეპემ “სერია A-ში” 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა აქედან 25 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, პეპემ ჩემპიონატში 6 გოლი დაიტანა და ამდენივე ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება იტალიის თასს სიმონემ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა “მილანის” წინააღმდეგ და გოლი არ გაუტანია.

8. კლაუდიო მარკიზიო – პატარა პრინცმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო გაუტანა რა “მილანს” 2 გოლი ტურინში. ასევე გაუტანა “ინტერს” სტუმრად. პირლოსთან და ვიდალთან ერთად შესანიშნავი ტრიო შექმნა და იტანდა ულამაზეს გოლებს. სეზონის შუაწელში კლაუდიომ თამაშს მოუკლო და ისეთივე ეფექტური აღარ იყო როგორც დასაწყისში, მაგრამ “ფიორენტინას” კარში გატანილი გოლის შემდეგ მოედანს ნამდვილი კლაუდიო დაუბრუნდა ჩვეული თამაშით. მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია “სერია A-ში”, 1 გოლი კი იტალიის თასზე “ბოლონიას” წინააღმდეგ გაიტანა დამატებულ დროში. მარკიზიომ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა ჩემპიონატში და 7 ყვითელი ბარათიც მიიღო, თასზე კი მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.

10. ალესანრო დელ პიერო – უდიდესი კაპიტანი, თვით “იუვენტუსია” დელ პიერო. მართალია ბევრი თამაშის საშუალება არ მიეცა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო “იუვენტუსის” შემადგენლობაში გაიტანა საჩემპიონო გოლი “ლაციოს” კარში. იტალიის ჩემპიონატში ჩაატარა 23 მატჩი, აქედან 4 სასტარტო შემადგენლობაში და 3 გოლის გატანაც მოახერხა, იტალიის თასზე 4 თამაშში 2 გოლი გაიტანა. სულ მის ანგარიშზე 5 გოლია მინდინარე სეზონში, მაგრამ გაუტანა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა “რომა”, “მილანი”, “ინტერი”, “ლაციო” და “სერია A-ს” ბოლო ტურში, მის ბოლო მატჩში “ატალანტას” კარში გატანილი გოლი. ყველა “იუვენტუსის” გულშემატკივარს ახსოვს დელ პიეროს თვალები, რომელზეც ნათლად ჩანდა რომ მას თამაში სწყუროდა. სევდამორეული თვალებით ადევნებდა თამაშებს თვალს სათადარიგოთა სკამიდან, ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა მოედანზე “იუვენტუსისთვის”. “ჩეზენასთან” გამართულ მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მილიონობით მაყურებელმა დაინახა დელ პიეროს სახეზე სისხლი და დელ პიეროს ტკივილი, რომელიც ამ შეჯახებას მოჰყვა, დელ პიერო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს აპლოდისმენტების თანხლებით და ალბათ “იუვენტუსის” ყველა გულშემატკივარი იმ მომენტში დელ პიეროს ჯამრთელობაზე ფიქრობდა ვიდრე “იუვენტუსის” ანგარიშზე. ალექსი რამდენიმე დღეში დაუბრუნდა მოედანს და იმ 10-15 წუთში რასაც მას კონტე აძლევდა, თამაშობდა ბრწყინვალედ და გულშემატკივარს ატკბობდა მისი მოქმედებებით. “სერია A-ს” ბოლო ტურში კი 56 წუთზე “იუვენტუსის” ქომაგებმა, ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, მსაჯებმა და “ატალანტას” ფეხბურთელებმა ალექსი გააცილეს მოედნიდან, ეს იყო დელ პიეროს ბოლო მატჩი “სერია A-ში”, რომელიც ალესქმა “სკუდეტოს” აღმართვით დაასრულა.

11. პაოლო დე ჩელიე – „იუვენტუსის“ 11 ნომერი აშკარად უფრო დამაჯერებლად ასპარეზობს, ვიდრე გასულ წელს, იყო რამდენიმე პატარა შეცდომა, მაგრამ ანტონიო კონტეს მისი იმედი არ დაუკარგავს, შესანიშნავად თამაშობს, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. არის სწრაფი და კარგად იყენებს მის ნიჭს გააკეთოს ზუსტი პასები. სეზონის პირველივე მატჩში მიიღო წითელი ბარათი, შემდეგ მიიღო ტრავმა, რის შედეგადაც მისი პოზიცია კიელინიმ დაიკავა. სულ „სერია ა–ში“ 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, იტალიის თასზე კი 2 მატჩში გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება ბარათებს, მის ანგარიშზე 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათია.

13. ალექს მანინგერი – ავსტრიელი გოლკიპერი აწ გასულ სეზონში არცერთხელ არ გამოჩენილა მოედანზე, მხოლოდ 3–ჯერ იჯდა სათადარგოთა სკამზე ჩემპიონატში და 4–ჯერ იტალიის თასზე. „სერია ა–ს“ ბოლო ტურში ანტინიო კონტე მის გამოყვანას აპირებდა, მაგრამ ჯორჯო კიელინის ტრავმის შემდეგ ალექსს მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცა. ანტონიო კონტემ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა: ავსტრიელს ვერასდროს გადავუხდი მადლობას იმისათვის, რასაც აკეთებს. თამაშის შანსი არ მისცემია, ამის სიამოვნებას მოკლებულია, თუმცა ისიც და მარკოც გასახდელში თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. ”

14. მირკო ვუჩინიჩი – ჩერნოგორიელ ფეხბურთელს სეზონის დასაწყისი ნამდვილად არ გამოუვიდა კარგი, მაგრამ თანდათან შეეწყო „იუვენტუსს“ და გუნდის უცვლელ ფიგურად იქცა. მთელი სეზონის განმავლობაში ბევრს შრომობდა, ეხმარებოდა დაცვას და ნახევარდაცვას. მირკომ შესანიშნავად ჩაატარა ჩემპიონატის ბოლო სამი თვე, იტანდა ძალიან ლამაზ გოლებს, აკეთებდა საგოლე პასებს. სულ 32 მატჩი ჩემპიონატში და 9 გოლი. იტალიის თასზე კი 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა „მილანის“ კარში. რაც შეეხება ბარათებს ჩერნოგორიელმა „ბოლონიასთან“ 2 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გააძევეს, ასევე ყვითელი ბარათი მიიღო „კატანიასთან“ და „მილანათან“ სათასო მატჩში.

15. ანდრეა ბარძალი – „იუვენტუსის“ დაცვის ლიდერი კიელინისთან ერთად. მთელი წლის განმავლობაში დაუშვა 3-4 შეცდომა, მაგრამ თავადვე შეძლო შეცდომების გამოსწორება და „იუვეს“ კართან არანაირი ხიფათი არ შექმნილა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ანდრეა დღესდღეობით თავის პიზიციაზე ერთ–ერთი საუკეთესოა და იტალიაში საუკეთესო მცველია. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 მატჩში ბარძალის ყვითელი ბარათი არ მიუღია, მხოლოდ ამით შეიძლება განსაზღვრო ამ ფეხბურთელის დონე და პროფესიონალიზმი. სულ ჩემპიონატში ბარძალიმ 35 მატჩი ჩაატარა, აქედან 34 სასტარტო შემადგენლობაში, 3 მატჩი კი ტრავმის გამო გაუცდა. იტალიის თასზე ანდრეამ 3 მატჩი ჩაატარა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბარძალი მოედანზე 88–ე წუთზე შევიდა კიელინის ნაცვლად და 90 წუთზე 11 მეტრიანის ნიშნულიდან პენალტის მისი პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და საერთოდ მის ტურინულ კარიერაში.

17. ელჯერო ელია – ჰოლანდიელი „იუვენტუსმა“ სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს გაიფორმა და რაში სჭირდებოდა კონტეს ასეთი ტიპის მოთამაშე გამოცანად რჩება. „ჰამბურგის“ ექს–ფეხბურთელმა ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. იტალიის თასზე კი მხოლოდ 1 მატჩი გამართა და საგოლე პასი გააკეთა მარკიზიოზე. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჰოლანდიელი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

18. ფაბიო კუალიარელა – „იუვეს“ ფორვარდმა სეზონის პირველი მატჩი სექტემბრის მიწურულს გამართა, რის შემდეგაც თვეზე მეტი გაუცდა. ფაბიომ თავისი პირველი გოლი 18 დეკემბერს „ნოვარას“ კარში გაიტანა. ამის შემდეგ ბედის ირონიით, წლის პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და 20 დღიანი პაუზა აიღო. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ 2011 წლის პირველი მატჩი, როდესაც კუალიარელამ „პარმასთან“ უმძიმესი ტრავმა მიიღო და თითქმის 6 თვიანი პაუზის აღება მოუწია. „იუვეს“ მე–18 ნომერმა ჩემპიონატის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება იტალიის თასს, აქ ფაბიომ 3 მატჩში მხოლოდ 1 ყვითელი ბარათის მიღება შეძლო.

19. ლეონარდო ბონუჩი – იტალიელი მცველი კონტეს ფორმაციის გუნდში ჯორჯო კიელინის პოზიციაზე ასპარეზობდა და საკმაოდ კარგად ასპარეზობდა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მიუტევებელ შეცდომებს, მაგრამ კონტე მის იმედს არ კარგავდა. ფეხბურთელისთვის კოშმარული აღმოჩნდა მარტის შუაწელი და აპრილის დასაწყისი. ბონუჩიმ 32 მატჩში 2 გოლი, 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. იტალიის თასზე კი 4 მატჩში 1 ყვითელი ბარათი. აქვე აღსანიშნავია ბონუჩის ბრწყინვალე პასი „კალიარისთან“ მოგებულ მატჩში ვუჩინიჩის მიმართულებით რასაც გოლი მოჰყვა.

20. სიმონე პადოინი – „ატალანტას“ ფეხბურთელს ანტონიო კონტე კარგად იცნობს და კარგად იცის ფეხბურთელის შესაძლებლობები, „იუვენტუსმა“ პადოინი მეტწილად მიკელე პაციენცას შემცვლელად მოიყვანა.  იტალიელმა ფეხბურთელმა 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა, იტალიის თასზე კი მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

21. ანდრეა პირლო – უდიდესი ფეხბურთელი, ბრწყინვალე პასები, ცოტა შეცდომა, სეზონში 2-3 თამაში თუ ჩაადგო. პირლოს დაშვებულ შეცდომას ძნელად თუ გაიხსენებს ვინმე, ალბათ ყველას მხოლოდ „ნაპოლისთან“ აკიდებული 11 მეტრიანი გაახსენდება, რომელის საბედნიეროდ ჰამშიკმა გააცუდა და „ჩეზენასთან“ მე–9 წუთზე გაფუჭებული პენალტი გაახსენდება. ასევე იყო რამდენიმე მატჩი როდესაც საჯარიმოს სიახლოვეს საკუთარ თავს ბევრის უფლებას ძლებდა და მცველებს და მეკარეს საკუთარი შსაძლებლობების დემონსტრირების „შანს“ აძლებდა. მაგრამ ეს პირლოა და ასეთი რამ მას ჩვევია. „იუვენტუსის“ ჩემპიონობაში პირლოს წვლილი უდიდესია, სწორედ მისი პასებით გავიდა უამრავი გოლი, ძნელია რომელიმე პასის გამორჩევა. „სერია ა–ში“ მან 37 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო. იტალიის თასზე კი 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

22. არტურო ვიდალი – ჩილელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრების სიყვარული პირველივე მატჩებიდან მოიპოვა და მისი თამაშით ყველა კმაყოფილი იყო. ერთი მინუსი რაც ვიდალს ჰქონდა იყო ის რომ „იუვეს“ შემადგებლობაში ყველაზე უხეში ფეხბურთელი იყო მან „სერია ა–ში“ 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო 33 მატჩში, მაგრამ გაიტანა 7 გოლი განსაკუთრებით ლამაზი გოლი გაუტანა „ნაპოლის“ ტურინში (3-0). იტალიის თასზე ჩილელმა ერთ მატჩში 1 ყვითელი ბარათი მიიღო. მეფე არტურმა როგორც მას უწოდებენ საუცხოოდ ჩაატარა აპრილი და დამსახურებულად გახდა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

23. მარკო ბორიელო – ფეხბურთელი, რომელსაც „იუვეს“ გულშემატკივრები ძალიან ცივად შეხვდნენ, იყო მის წინააღმდეგ გამოკრული ბანერები „იუვენტუსის“ მოედანზე. მოედანზე მის გამოსვლას ფანები სთვენით ეგებებოდნენ, რამაც ასე თუ ისე იმოქმედა ფეხბურთელზე და ვერაფრით ვერ ახერხებდა გოლის გატანას. გოლის გატანაზე ზედმეტია საუბარი, კარში დარტყმაც არ გამოსდიოდა იტალიელ ფორვარდს. მისთვის ბედნიერი აღმოჩნდა აპრილის ბოლო, როდესაც შეცვლაზე შესულმა „ჩეზენას“ მე–80 წუთზე გაუტანა, შემდეგ იყო გოლი „ნოვარას“ კარში, ბოლოს კი „იუვენტუს არენაზე“ ჩატარებული კარგი მატჩი სადაც ჯერ საგოლე პასი გააკეთა მარონეს მიმართულებით, ბოლო წუთზე კი მისი წაყცევისთვის დანიშნული პენალტი ბარძალიმ გოლად გარდასახა. 8-9 მატჩიანი უიღბლობის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ „იუვენტუსი“ ბორიელოს არ გამოისყიდიდა, მაგრამ კარგად ჩატარებული ბოლო მატჩების შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი დაისვა. საბოლოოდ 13 მატჩში 2 გოლი 1 ყვთელი ბარათი და 2 საგოლე პასი „სერია ა–ში“ (მეორე საგოლე პასი ითვლება, როდესაც ბარძალიმ პენალტი გაიტანა), იტალიის თასზე კი მისი მონაგარი 3 მატჩში 1 ყვითელი ბარათია.

24. ემანუელე ჯაკერინი – ფეხბურთელი, რომელიც ჯდება „იუვენტუსის“ სათამაშო სტილში, შეუძლია იასპარეზოს ნახევარმცველის, თავდამსხმელის, გარემარბის პოზიციაზე. მოძრაობს ბევრს, აქვს ტექნიკა და სისწრაფე, მაგრამ მისი მთავარი მინუსი იყო შეტევის დაგვირგვინება, მისი დარტყმები ან ძალიან სუსტი იყო ან კარის ჩარჩოს ცდებოდა. ამის მიუხედავად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ჯაკერინი ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა და დიდია იმის ალბათობა, რომ ევრო 2012–ზე იასპარეზოს. ჩემპიონაში ემანუელეს მონაგარი არის 1 გოლი და 2 ყვითელი ბარათი 23 მატჩში, ხოლო თასზე მან 4 თამაშში 2 გოლი გაიტანა „ბოლონიას“ და „ რომას“ კარში.

26. შტეფან ლიხშტაინერი –  კიდევ ერთი კარგი შენაძენი, მთელი სეზონის განმავლობაში უშეცდომო და უკონკურენციო იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ „იუვენტუსს“ მისი სრულფასოვანი შემცვლელი განაცხადში არ ჰყავდა. სტეფან ლიხშტაინერი კი არის პირველი ფეხბურთელი ვინც „იუვენტუსის“ ახალ არენაზე პირველი გოლი გაიტანა და ამით „იუვეს“ ისტორიაში ყოველთვის დარჩება. სეზონის შუაწელში ფეხბურთელს დაღლა შეეტყო, მაგრამ მის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. გაიტანა მნიშნელოვანი გოლი „ატალანტას“ კარში. მარტინ კასერესის მოსვლის შემდეგ შვეიცარიელ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მიეცა და რამდენიმე მატჩი გამოტოვა კიდეც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონის პირველ და ბოლო მატჩებში შეძლო გოლის გატანა, მაგრამ „ატალანტასთან“ მან ავტოგოლი მიითვალა. ჩემპიონატში გამართულ 35 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო. იტალიის თასზე კი მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.

27. მილოშ კრასიჩი – სერბი ფეხბურთელი კონტეს სქემას ვერ მოერგო, კონტეს სურდა, რომ მილოში დაცვაშიც ჩასულიყო და ბურთი ამოეტანა, რასაც 27 ნომერი ვერ ასრულებდა, ამ მიზეზის გამო მან მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა „სერია ა–ში“ და 1 გოლი გაიტანა „კატანიას“ წინააღმდეგ (1-1). სერბს ალბათ შანსი კიდევ მიეცემოდა, რომ არა „კალიარისთან“ გაფუჭებული ბურთი, როდესაც მარტივი მოძრაობით შეეძლო დაერტყა და გაეტანა გოლი მეკარისგან დაუცველ კუთხეში, მაგრამ სერბმა რთული რაღაც ჩაიფიქრა რაც საბოლოოდ არაზუსტი დარტმით დასრულდა და 2 ქულა ქარს გაატანა მატჩის ბოლო წუთებზე. იტალიის თასზე კი მან 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მაყურებელს მხოლოდ 1 ყვითელი ბარათით დაამახსოვრა თავი.

28. მარსელო ესტიგარიბია – პარაგვაელი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობდა და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა, იბრძოდა განაცხადში მოხვედრისთვის. როდესაც კონტეს მასზე ეკითხებოდნენ ყოველთვის ამბობდა, რომ მარსელო ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მისთვის კარგი პერიოდი იყო ჩემპიონატის პირველი ფაზა, როდესაც კონტე ხშირად აძლებდა თავის გამოჩენის საშუალებას. „სერია ა–ს“ გათამაშებაში მან  14 მატჩიდან 9 სასტარტოში დაიწყო და 1 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა „ნაპოლის“ როდესაც ანაგრიში 3-1 იყო „ნეაპოლელთა“ სასარგებლოდ. იტალიის თასზე კი მან 2 მატჩში 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

30. მარკო სტორარი – „სერია ა–ში“ ბუფონის ტრავმის გამო 22 და 25 ოქტომბერს მას მოუწია „იუვენტუსის“ კარის შენახვა, ამ 2 თამაშში მან 3 გოლის გაშვება შეძლო, ხოლო „იუვენტუსმა“ 4 ქულა მოიპოვა. ასევე ითამაშა ჩემპიონატის ბოლო ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ და 1 გოლი გაუშვა შტეფან ლიხშტაინერისგან. იტალიის თასზე კი 4 მატჩში გაუშვა ამდენივე გოლი და „მილანის“ წინააღმდეგ ყვითელი ბარათიც მიიღო. მართალია მარკოს ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ ამით ის სულაც არ იყო ნაწყენი. ანტონიო კონტეს სიტყვები კი ყველაფერზე მეტყველებს: მარკო გასახდელში თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ”

32. ალესანდრო მატრი – მიტრა მატრი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია 10 გოლით. ამ იტალიელ ფეხბურთელს მთელი სეზონის განმავლობაში აკლდა სტაბილურობა. რამდენიმე მატჩის საუცხოოდ ჩატარების შემდეგ, სრულიად განსხვავებული მატრი გამოდიოდა მოედანზე. მისთვის კოშმარული აღმოჩნდა მარტი, აპრილი და მაისი ამ დროის განმავლობაში ის მოედანზე უბრალოდ მე–11 ფეხბურთელი იყო. 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო. იტალიის თასზე კი ერთი მატჩი ითამაშა და გოლი არ გაუტანია.

34. ლუკა მარონე – ახალგაზრდა ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს მსურველი კლუბები არ აკლდა, მაგრამ კონტემ მისი დატოვება გადაწყვიტა. მართალია ლუკას ბევრი თამაშის საშუალება არ მიეცა, მაგრამ იმ მატჩებში რომლებშიც მონაწილებობა მიიღო, საუცხოოდ გამოიყურებოდა. „სერია ა–ში“ მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.  გააკეტა საგოლე პასი ჯაკერინის მიმართულებით ასევე „ატალანტას“ წინააღმდეგ  ბერგამოში და გაიტანა გოლი „ატალანტას“ კარში ამჯერად ტურინში. იტალიის თასზე კი 3 მატჩში გოლი არ გაუტანია.

მარკო მოტა – იტალიელი მცველი სეზონის პირველ ნახევარში „იუვენტუსში“ იტიცხებოდა, მაგრამ არცერთ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა, ზამთარში კი „კატანიას“ მიაშურა.

მიკელე პაციენცა – „ნაპოლიდან“ მოსულმა ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ მაისურით 9 მატჩი ჩაატრა, აქედან 8 მატჩი „სერია ა–ში“ და 1 მატჩი იტალიის თასზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ სადაც ყვითელი ბარათი მიიღო. იანვარში კი „ბებერი ქალბატონი“ დატოვა და „უდინეზეს“ შეუერთდა.

ვიჩენცო იაკინტა – ტრავმებით გაწამებულმა იაკინტას კონტეს გუნდში თამაშის საშუალება არ მიეცა. იანვარში ის „ჩეზენაში“ გადავიდა.

ლუკა ტონი – ფეხბურთელი, რომელიც „იუვენტუსის“ ისტორიაში დარჩება, სწორედ ლუკა ტონია პირველი ფეხბურთელი ვინც გოლი გაიტანა „იუვენტუსის“ ახალ სტადიონზე „ნოთს ქაუნთის წინააღმდეგ. რაც შეეხება ოფიციალურ თამაშებს მას მონაწილებობა არ მიუღია მხოლოდ 2–ჯერ იჯდა სათადარიგოთა სკამზე „სერია ა–ში“ და ერთხელ იტალიის თასზე. იანვარში ტონი „ალ ნასრის“ წევრი გახდა.

კარვალიო ამაური – ზაფხულში ფეხბურთელმა „იუვენტუსიდან“ წასვლა არ მოინდომა, მას კონტემ ნათლად აუხსნა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა მაგრამ იტალიელმა „იუვეში“ დაჩენა გადაწყვიტა. ამაური ნახევარი სეზონის განმავლობაში „იუვენტუსში“ ირიცხებოდა და მარტო ვარჯიშობდა ფიზიკური კონდინციების აღსადგენად. ზამთარში ის „ფიორენტინაში“ გადავიდა და „იებში“ მოთამაშემ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა „იუვენტუსს“ და მის გულშემატკივრებს. იოვეტიჩმა და ამაურიმ 2 გოლი გაუტანეს „მილანს“ „სან სიროზე“ რითაც „ბიანკონერიმ“ ისარგებლა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ასე რომ „იუვეს“ გაჩემპიონებაში მცირედი წვლილი ამაურისაც მიუძღვის.

ანტონიო კონტე – დაუბრუნა გუნდს სიდიადე, გამარჯვებულის მენტალიტეტი, ფეხბურთელებმა მის ხელში საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნეს, ყველა თამაშში გუნდი ბოლომდე იბრძოდა. კონტეზე ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება, უბრალოდ ვთქვათ, რომ კონტე „იუვენტუსზე“ შეყვარებული ადამიანია და უკვე შეიძლება ითქვას,რომ ის ძალიან დიდი მწვრთნელი იქნება, ისეთები როგორებიც ლიპი, კაპელო, ფერგიუსონი, ანჩელოტი არიან. კონტეს ხელში მებრძლო „იუვენტუსი“ დაბრუნდა. არსებობს ძალიან კარგი გამოთქმა: „კარგი მწვრთნელი მატჩს, მეორე ტაიმში იგებს“ სწორედ ასეთია ანტონიო კონტე.

სტატიის ავტორი: Gvasa (nugo gvasalia) .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

ბრაო კაი იყო :forza: :forza: :forza:

delpieronedved
12 years ago

რამხელააა

dito chanturia
12 years ago

:forza: :forza: :forza: ბრავო ძმა მაგარი გიმუშავია და ბრავო ამათ იმისთვის რაც გააკეთეს და რომ მსოფლიო აალაპარაკეს კიდევ ერთხელ

12 years ago

სგ გვასა :forza:

saba tsertsvadze
12 years ago

ფინალამდე დარჩაო დრო რო წერია მგონი ერთი დღით მეტია. 20-ში არაა ფინალი?

juventino3969
12 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

bakajuve777
12 years ago

:up: :up: :up: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

ვაა საღოლ :)
რამხელა სტატიაა :givi:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x