ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?

შესაძლოა ტურინის ” იუვენტუსმა ” სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც კი გაიფორმოს რამდენიმე ფეხბურთელი . უმთავრესი მიზანი ტურინული კლუბის ხელმძღვანელობის , კვლავინდებურად რჩება მაღალ კვალიფიციური ფორვარდის შეძენა . იმ ინფორმაციების მიხედვით , რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვკითხულობთ აპენინური პრესის ფურცლებზე , მაშინ არ იქნება ძნელი იმის გაგება , თუ ვის გარშემო ტრიალებს პარატიჩი – მაროტას დუეტი . ოთხი ფორვარდი , ოთხი შესაძლო გზა გუნდის გაძლიერებისკენ , ოთხი შესაძლო კანდიდატი , რომელმაც უნდა იტვირთოს ის რაც წელს გუნდის წინა ხაზს რეალურად გაუჭირდა . ბატონებო და ქალბატონებო თქვენს წინაშე არიან რობი ვან პერსი , გონსალო იგუაინი , ედისონ კავანი და ლუის სუარესი …

გუშინ ერთხმად რამდენიმე საკმაოდ ავტორიტეტული გამომცემლობა აჟღერებდა ინფორმაციას , რომ ფაბიო პარატიჩის ნამდვილი ” რეიდი ” ჰქონდა განხორციელებული გონსალო იგუაინის წარმომადგენლებზე  . იგი შეხვდა მის მამას და ასევე ძმას . როგორც ჩანს , პარატიჩიმ მიაღწია შეთანხმებას არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან . ანუ ის საჭირო სიტყვა რისთვისად ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა ტურინული ლეგიონი მიღწეულ იქნა – ანუ ” დიახ ” . მაგრამ , პარალელურად გაჟღერდა სენსაციური ინფორმაცია , რომელიც ჯუზეპე მაროტას უკავშირდება . ბიანკონერის გენერალური დირექტორი , მაშინ როდესაც პარატიჩი იგუაინის აგენტს ესაუბრებოდა ტრანსფერზე , ჯუზეპე ლუის სუარესის საფეხბურთო აგენტს პეპე გუარდიოლას ესაუბრებოდა ( დიახ , იგი ბარსელონას უკვე ექს თავკაცის ძმა გახლავთ ) . შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს , თუმცა მას შემდეგ რაც გუნდმა სეზონი წაუგებლად დაასრულა და მოიპოვა ჩემპიონობა , იუვენტუსს ” არას ” უკვე ვერავინ ეუბნება . მაროტამ იუვენტუსს მეორე ” დიახ ” მოუტანა . მაგრამ ეხლა უკვე საქმე თავად ინგლისურ კლუბთან უნდა დაიჭირონ . მაროტა მზადაა 20 მილიონი გადაიხადოს , მაშინ როდესაც ბრიტანელები 30 – ს ითხოვენ . შესაძლოა შეთანხმება 25 მილიონზე მოხერხდეს .

რაც შეეხება რობი ვან პერსის , გამომდინარე იქიდან , რომ მისით დაინტერესდა მანჩესტერ სიტი , სავარაუდოდ ტურინელებისთვის იკეტება გზა , რადგან აუქციონზე კლუბი არაფრის დიდებით არ აპირებს ჩართვას .

და ბოლოს . იტალიური პრესის დღევანდელი ინფორმაციით , იტალიის 30 გზის ჩემპიონი პირველ ნაბიჯებს დგამს ურუგაველი მატადორის , ედისონ კავანის შესაძენად . გუნდი მზადაა 5 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს მას , წლიური 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით , რაც გაორმაგებულია იმ თანხის , რასაც ეხლა იღებს ელ მატადორი დე ლაურენტისის კლუბში .

წყარო : tuttosport ; tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

98 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bakajuve777
12 years ago

chemi dzma liverpoolis pania amitom ,,SUARESI,, :buhee: :buhee:

ika_2488
12 years ago

აუ იგუაენი და სუარესი ერთად და ვუჩი რა გიჯი სასტავი გვეყოლებოდა ვინ იცის. და პირლოს შემცვლელი სნეიდერი რომ დაგვათრევია ძან მაგარი იქნებოდა :forza: :forza: :forza: :forza:

giortgi
12 years ago

კავანი ან სუარესი :forza: :forza:

Nikusha Mindiashvili
12 years ago

კავანიიიიიიიიიიიიიი :love: :love: :love: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

12 years ago

დამიაო

Di Francesco # 1
12 years ago

——————————–ჯიჯი————————–

ლიხშტაინერი———–ბარძალი———კიელინი————დეჩელიე

———–პირლო—————ვიდალი———–მარკზიო——–

———ვანპერსი—————-იგუაინი————უჩინიჩი——

:italy: :achuu: :italy:

gela kulikovi
12 years ago

სუარესი კარგია და კავანი ეგ ორი განსხვავებული ფორვარდია და დზან მაარი იკნება იგუაინიც და უარეზიც კარგი ცყვილი იკნება
:forza: :forza: :forza:

Gio Darja
12 years ago

რომელიმე ორი შეიძლება გავიფორმოთ, არ გამიკვირდება :)) სუარესი და კავანი ჩემი ფავორიტები..

d a v i d
12 years ago

giogio8428 არა ძმა იმას კი არ ვამბობ რო არ ვარგა ვან პერსი ძაან მაგარი ფეხბურთელია მე სხვა ფაქტორის გამო არ მინდა ეგ იუვეში და გეტყვი ეხლავე, ეგ არის ეხლა ფორმის პიკში და ძაან მაგრად უბერავს არსენალში და სხვა გუნდში რო გადავიდეს იმის ნახევარი არ იქნება რაც ეხლა არის, მაგალითისთვის მოვიყვან ეგეთ მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთელების ისტორიას გავიხსენოთ ანრი როგორ ფორმაში იყო არსენალში ძაან მაგრად უბერავდა და ბარსაში ნახევარიც კი არა, იგივე შევჩენკოს ისტორია კაცი მილანში დაფრინავდა და ჩელსში კი 0 იყო, კიდო ერთი კაკა რა იყო და ეხლა რა არი ე მაგიტო არ მინდა ძმა ვან პერსი იუვეში მგონი მიმიხვდი ხო… Read more »

NILSON
12 years ago

ჩემი ფავორიტი სუარესია )

giorgi papuashvili
12 years ago

d a v i d
რატომა არაა ვან პერსი კარგი ვარიანტი მე მირიქით მგონია რომ ყველაზე კარგი ვარიანტია პროსტა 39 რომაა შეიძლება მაგიტომ დაიწუნო მაგრამ 4 წელი ისე გააჩავსრ რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. ყველაზე გამოცდილია თან ამ ოთხეულს შორის

lasha jangavadze
12 years ago

სუaრესიც იყიდონ დa კaვaნიც სუ მოგვეხსნებa ფორვaრდის პრობლემa ორი მaღaლი კლaსის ფორვaრდი დaგვხaტaვდa… :juventus: :kenwvla:

ბენიამინ

1. სურიკა
2. კავანი
3. იგუ
4. ვან-პერსი
:forza:

d a v i d
12 years ago

ვან პერსის გარდა ყველა კარგი ვარიანტია :up: პირველ რიგში კავანის ხილვა გამიხარდება მერე სუა და მერე იგუ :forza:

12 years ago

კავანი ჯერ და მერე სუარესი, რომელიმე უნდა დავითრიოთ. პერსიზე შანსი არ გვაქ და გონსალო ბოლოსთვის შემოინახონ :mrgreen:

Di Francesco # 1
12 years ago

არცერთს არ იყიდის მაროტა, რო დამთავრდება ტრანსფერები მერე ვნახოთ თუ გინდათ :chuvak:

gura gvinjilia
12 years ago

კავანი I რიგში და აუცელებლად თან და თუ ეს გამოვიდა ამის წყვილად სუარესი.. ურუგვაელები არიან და ერთმანეთსაც ეწყობიანნ.. თან დამიაოც იქნება და ლავირება ადვილი იქნება უფრო=.. ვან პერსი დაბერდება 1 წელსჰი და იგუაინს კავანი ჯობს ბევრად თან იტალიური ფეხბურთიც იცის.. იტალიაში ესპანეთზე ბერვრად რთულია თამაში და და ფორმაც უკეთესი აქ.. ნუ კავანი უეჭველი გვინდა და მეორე ფორვარდად სუა.. მერე იგუანი ტუ არ გამოვიდა კავანი და პერსი არანაირ შემთხვევაში არ გვინდა :) იყოს ინგლისში:) :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi barsegiani
12 years ago

ოთხივე :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

giorgi papuashvili
12 years ago

კარია კარგი ისე გაასწორებს რომ ორი თავდამსხმელი დავითრიოთ :))…… დღეს პირლოს დაბადების დღეა მემგონი და ვულოცავ თუ ესა დადეთ რამე სტატია რა

Juventino17
12 years ago

სუარესი ჯობია მგონი ყველას

12 years ago

ეს უკვე სხვა საქმეა :forza:

lasha imnaishvili
12 years ago

სუარესი კავანი და იგუაინი. ვან პერსი სიტიში წავააა

d a v i d
12 years ago

პირველ რიგში კავანი მოიყვანონ თუ გამოვა და თუ არადა იგუანი სუარეს შორის ერთ ერთი :forza: ვან პერსი არ დამანახოთ იუვეში :mad: :givi: :givi: :givi:

lasha imnaishvili
12 years ago

სუარესიც მაგარია, კაროჩე სამივე იჩალიჩოს იუვემ კაი იქნება და იუვეს გამჩერებელი გუნდი არ იქნება ევროპაში

paskosipra
12 years ago

ვან პერსი კავანი ტუ კავანი არა იყოს იგუანი

| Newsphere by AF themes.
98
0
Would love your thoughts, please comment.x