ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?

შესაძლოა ტურინის ” იუვენტუსმა ” სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც კი გაიფორმოს რამდენიმე ფეხბურთელი . უმთავრესი მიზანი ტურინული კლუბის ხელმძღვანელობის , კვლავინდებურად რჩება მაღალ კვალიფიციური ფორვარდის შეძენა . იმ ინფორმაციების მიხედვით , რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვკითხულობთ აპენინური პრესის ფურცლებზე , მაშინ არ იქნება ძნელი იმის გაგება , თუ ვის გარშემო ტრიალებს პარატიჩი – მაროტას დუეტი . ოთხი ფორვარდი , ოთხი შესაძლო გზა გუნდის გაძლიერებისკენ , ოთხი შესაძლო კანდიდატი , რომელმაც უნდა იტვირთოს ის რაც წელს გუნდის წინა ხაზს რეალურად გაუჭირდა . ბატონებო და ქალბატონებო თქვენს წინაშე არიან რობი ვან პერსი , გონსალო იგუაინი , ედისონ კავანი და ლუის სუარესი …

გუშინ ერთხმად რამდენიმე საკმაოდ ავტორიტეტული გამომცემლობა აჟღერებდა ინფორმაციას , რომ ფაბიო პარატიჩის ნამდვილი ” რეიდი ” ჰქონდა განხორციელებული გონსალო იგუაინის წარმომადგენლებზე  . იგი შეხვდა მის მამას და ასევე ძმას . როგორც ჩანს , პარატიჩიმ მიაღწია შეთანხმებას არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან . ანუ ის საჭირო სიტყვა რისთვისად ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა ტურინული ლეგიონი მიღწეულ იქნა – ანუ ” დიახ ” . მაგრამ , პარალელურად გაჟღერდა სენსაციური ინფორმაცია , რომელიც ჯუზეპე მაროტას უკავშირდება . ბიანკონერის გენერალური დირექტორი , მაშინ როდესაც პარატიჩი იგუაინის აგენტს ესაუბრებოდა ტრანსფერზე , ჯუზეპე ლუის სუარესის საფეხბურთო აგენტს პეპე გუარდიოლას ესაუბრებოდა ( დიახ , იგი ბარსელონას უკვე ექს თავკაცის ძმა გახლავთ ) . შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს , თუმცა მას შემდეგ რაც გუნდმა სეზონი წაუგებლად დაასრულა და მოიპოვა ჩემპიონობა , იუვენტუსს ” არას ” უკვე ვერავინ ეუბნება . მაროტამ იუვენტუსს მეორე ” დიახ ” მოუტანა . მაგრამ ეხლა უკვე საქმე თავად ინგლისურ კლუბთან უნდა დაიჭირონ . მაროტა მზადაა 20 მილიონი გადაიხადოს , მაშინ როდესაც ბრიტანელები 30 – ს ითხოვენ . შესაძლოა შეთანხმება 25 მილიონზე მოხერხდეს .

რაც შეეხება რობი ვან პერსის , გამომდინარე იქიდან , რომ მისით დაინტერესდა მანჩესტერ სიტი , სავარაუდოდ ტურინელებისთვის იკეტება გზა , რადგან აუქციონზე კლუბი არაფრის დიდებით არ აპირებს ჩართვას .

და ბოლოს . იტალიური პრესის დღევანდელი ინფორმაციით , იტალიის 30 გზის ჩემპიონი პირველ ნაბიჯებს დგამს ურუგაველი მატადორის , ედისონ კავანის შესაძენად . გუნდი მზადაა 5 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს მას , წლიური 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით , რაც გაორმაგებულია იმ თანხის , რასაც ეხლა იღებს ელ მატადორი დე ლაურენტისის კლუბში .

წყარო : tuttosport ; tuttojuve

98 thoughts on “ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?

  1. 1juve
    არ გვყავს მარა უკეთესი ვარიანტებია წინა 3 კაცი უფრო
    ვაახ,როგორ გიყვარს ნერვებზე თამაშიიი :lool: :lool:
    მოვლენ შენ ჯინაზე :chuvak: :chuvak:

    1. დიახ ვან პერსისგან,არც შემოგვხედავსო და რა გვჭირს მაგის დასაწუნი,არ უნდა წავიდეს მაგისიც…
      ბორიელოს დროს აქ არ ვიყავი,ბორიელოს დროს worldsport.ge-ზე ვიჯერე გული,იქ არ იკრძალება ეგრე მკაცრად და :lool: :lool: :lool:

      1. ვინ გვყავს ვანპერსიზა უკეთესი დღეს გუნდში?
        მაროტა არაა კაი ფორვარიდს მყიდველი და მოგენატრება ვანპერსი, გეუბნები მე შენ :chuvak:

  2. 1juve
    დამაიომ თუ შეხედა მაგასაც არ მოუწევს ნაკლები<===== ეს ვერ გავიგე :))
    იუვეს დასაცავად თუ შევიგინებით მაშინ არ უნდა იკრძალებოდეს :lool: :lool:

  3. Henry14
    აქ აკრძალულია გინება ყველანაირი ფორმით თუარა ჩვენ კი არ გვეშლება ვინაა საგინებელი :chuvak:
    შენც შეიკავე თავი

  4. Henry14
    ხო აბა შენ გელოდება ვანპერსი როდის მიადგები 9 კაცის მერე, კაცს სიტი უძახის იუვეს საერთოდ არ შეხედავს

  5. —————————-ბუფონი——————————

    ლიხტა—————ბარძალი————-ბონუჩი———კილინი—-

    ———ვიდალი————-პირლო———-მარკიზიო————-

    ———-ჯიოვინკო————-კავანი———ვუჩინიჩი———–

    მეკარე: სტორარი, ლეალი….

    ნახევარმცველი: პეპე, ჯაკერინი, ესტიგარიბია, ვერატი, პოგბა,

    თავდასხმა: მატრი, კვალი, რამირესი :forza:

  6. ჯერ კავანი იჩალიჩონ,თუ არ გამოვა მერე სუარესი,თუ არც ეგ მაშინ იგუანი,და ეგეც თუ არა ბოლოს იყოს პერსი ჯანდაბას… :D
    სუარესი 25-ად თუ გამოვა მაგარია ძაან,იაფში გამოვძვრებით და შეგვეძლება ორი ფორვარდის ყიდვაც,მაგალითად კავანი სუარესი,იფ იფ…
    ისე მე დამიაო მინდა ყველაზე მაგრად და იმედია არ მაწყენინებს მაროტა
    :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  7. აუ კავანი მინდა სუარესიც კაია აი ეს იგუაინი არ მინდა იუვეში, სასტიკად ვეწინააღმდეგები მის მოყვანას ვან პერსი კიდე იტალიისთვის არ არის აშკარად, ისე ცოტა დაბალი კლასის ეშელონიდან ჟირუზე არ ვიტყოდი უარს

  8. ვანპერსი და ჰიგუაინი არ გვინდა. აი კავანი ან სუარესი გაასწორებს მაგრად. და ბოლოს სუარესი ყველაზე კაი კანდიტატია რაა. თან 25 წლისაა და ეხლა ყველაზე კაი პერიოდი ფეხბურტელისტვის.

    1. და ვუჩინიჩმა და ვანპერსიმ ერთად რა უნდა გააკეთონ. ერტი დებილია და მეორე პლასტმასის ფეხბურთელი (ვანპერსი იტალიაში ვერ გაქაჩავს, ტრამვებისკენ აქვს მიდრეკილება და იტალიას ვერ გაუძლებს, ისე ძალიან ძლიერია)

  9. კავანი და არავინ კავანის გარდა,იმიტომ რომ კავანი მისი სტილით უფრო შეესაბამება ვიდრე იგუაინი და კიდევ სხვა. :juvee: :juvee: :juvee:

  10. მთლად ოცნებებში ნუ წახვედით ეხლა ამ ხალხიდან 2 ს არ ! იყიდის მაროტა 1 იც თუ იყიდა ამ ოთხიდან მადლობა ვთქვათ

  11. დამიაოს ხელიდან გაშვება არ შეიძლება ! დამიაო-კავანი ან დამიაო-სუარესი იდეალური იქნებოდა … უფრო პირველი ვარიანტი :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.