ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაცარის წინასამატჩო პრესს კონფერენცია

ვალტერ მაცარის , აუტსაიდერად მიაჩნია საკუთარი კლუბი იტალიის თასისთვის ბრძოლაში , თუმცა დარწმუნებულია , რომ მისი ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ მოედანზე . შეგახსენებთ , ტურინელებს აქვთ საშუალება კიდევ უფრო გააუმჯობესონ სეზონი და დარჩნენ დაუმარცხებლები მთელი სეზონის მანძილზე …

ჩემი შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვების მისაღწევად , მაგრამ ერთია როდესაც  გსურს და მეორეა რამდენად შეგწევს ამის უნარი . დღევანდელ დაპირისპირებაში , თითოეულ მომენტს გადამწვეტი მნიშვნელობა ექნება , მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც , რომ მეტოქის შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფიგურა ირიცხება . სულ რამდენიმე დღის წინ იზეიმეს სკუდეტო , ასეთ შემთხვევაში მათზე დაწოლა შედარებით ნაკლებია , ჩვენთვის კი მას ოქროს ფასი გააჩნია . ” იუვენტუსი ” ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და ლოგიკურადაც ითვლება ფავორიტად . იმისთვის , რომ მივაღწიოთ გამარჯვებას , აუცილებელია განუმეორებელ სტილში ასაპრეზობა ” .

” ისეთი დიდი სერიოზულობით ვეკიდებით მატჩს, რომ მეშინია ამან ცუდი სამსახური არ გაგვიწიოს. დღეისათვის გაგვაჩნია მცირე გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე , ვიმედოვნებ რომ იგი წაგვადგება ტურინელებთან მატჩში . ჩვენში უნდა არსებობდეს ადრენალინი და არა დაძაბულობა . ტურინელთა რიგებში ისეთი ფეხბურთელი თამაშობს , როგორიც დელ პიეროა . მას ყოველთვის შეუძლია პარტნიორების ხელში აყვანა და გუნდში წყნარი და მშვიდი გარემოს შექმნა ” .

” შემადგენლობის არჩევაში მაინც და მაინც ფუფუნებით ვერ დავიკვეხი . ამ მხრივ შეზღუდული ვარ . მოედნის ცენტრში რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ . ლავეცი მიიღებს მონაწოლეობას ამ მატჩში , რადგან მთელი კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდა და დაიმსახურა ასპარეზობა . კარგი იქნება თუ ჩვენი გულშემატკივრების უმრალვესობა თავს მოიყრიდა რომში , რადგან გამარჯვების შემთხვევაში , ეს დაუვიწყარი სანახაობა იქნებოდა ყოველი ჩვენთაგანისთვის . შევძლებთ თუ არა გამარჯვებას ერთია , თუმცა ბედნიეირები ვართ რომ მოვახერხეთ ფინალში გასვლა ” .

წყარო : Football Italia

13 thoughts on “მაცარის წინასამატჩო პრესს კონფერენცია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.