ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” მადლობა ტიფოზებს უსაზღვრო სიყვარულისთვის ”

მატჩის შემდეგ , საკუთარი შეფასება გააკეთა ალესანდრო დელ პიერომაც …

სავარაუდოდ სხვანაირად გსურდა უკანასკნელი მატჩის ჩატარება – თასის აწევა და მორიგი ტიტულის მოპოვება …

” ყოველთვის გულდასაწყვეტია ფინალში მარცხი , მაგრამ აუცილებელია წინ ყურება ” .

თუმცა , ტიფოზების უმრავლესობას შენი დარჩენა სურს და წერილობითაც კი მიმართავენ ხელმძღვანელობას , რათა კონტრაქტი გაგიხანგრძლივონ .

” ყოველთვის მადლიერი ვიქნებით მათი იმ სიყვარულისთვის რასაც მჩუქნიან . მოედანზე გასვლისას ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი , სწორედ ეს მოსწონს ხალხს . ვტოვებ გუნდს , რომელშიც ეს არაჩვეულებრივი სკუდეტო კიდევ ერთხელ მოვიგე . ენით აუღწერელი გრძნობაა ” .

ეხლა სად ? ლოს ანჟელესში ? დუბაიში …

” ეხლა უკვე დროა დავისვენო და უკვე ამის შემდეგ მოვიფიქრებ ” .

როგორი გრძნობაა ტოვებდე გუნდს , სადაც საკუთარი კარიერის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთე ?

” სიმართლე გინდათ ? წარმოდგენა არ მაქვს . გუშინდელი საღამო და პლიუს კიდევ რამდენიმე კვირაა , ჩემში სხვადასხვა ემოცია სუფევს . არდადადეგების დროს ყველაფერზე ცივი გონებით ვიფიქრებ . ამდენი სიხარულის და ტიტულის შემდეგ , ეს ყოველივე ჩემს გულში დარჩება სიცოცხლის ბოლომდე ” .

ეხლა როდესაც კარი იხურება , დაიჭირე იგი და წასვლისას გვითხარი რამე …

” ყოველთვის იმას ვამბობდი , რომ მოედანზე გასვლისას ყველაფერს გავაკეთებდი წარმატებისთვის . უახლოეს პერიოდში ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ . ხოლო ყველაფერი რაც უკვე გავაკეთე , დღევანდელი საღამოდან ჩემში დარჩება ” .

რაიმე კონკრეტული თარიღი გაქვს , როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებ ?

” არა , იმდენად ვიყავი მობილიზებული სეზონის დასრულებისკენ , რომ ამაზე არ მიფიქრია . ეხლა კი უკვე ჩემი ძმა იზრუნებს მომავალთან დაკავშირებით ” .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zauri kekelidze
12 years ago

მე ვფიკრობ ალექსი კიდე ერტ წელს გაჩერდება ჯუვეში და ეს იქნება დიდი სიურპრიზი ჩვენთვის..ან კიდე შეიზლება ესე მინდა რო მოხდეს

giorgi jayeli
12 years ago

თქვენი აზრი მაინტერესებს დელ პიერო ინგლისში თU წავიდა რომელ გუნდში წავა ? ქპრ-ზე და ტოტენჰემზე რას ფიქრობთ შესაძლებელია ? ან ევროპაში რომელ გუნდს ფიქრობთ ? პროსტა მაინტერესებს ვთქვათ და არ წავიდეს ამ აშშ-ში რომელ გუნდში შეიძLება წავიდეს… ???

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x