ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სუარესი ტრანსფერზეა , ტრეზეგე პიპიტას ” იუვეს ” ურჩევს …

სულ უფრო და უფრო აქტიურდება სიახლეები ლუის სუარესის და გონსალო იგუაინის ირგვლივ . თავდაპირველად ტურინული კლუბის ქომაგები , მხოლოდ ერთ მაღალი დონის ფორვარდს ელოდებოდნენ წინა ხაზში , თუმცა გამომდინარე იქიდან რა ინფორმაციებიც ვრცელდება ბოლო პერიოდში ” იუვენტუსის ” თავს , არ უნდა გამოვრიცხოთ , რომ ზაფხულში ჩვენ თავდასხმის ხაზში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ …

სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ნისლიან ალბიონზე . ” ლივერპულმა ” გამომდინარე იქიდან , რომ ვერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი , ლუის სუარესი ტრანსფერზე დააყენა . ინგლისური კლუბი ფინანსური ბალანსის  შექმნას შეეცდება . ბუნებრივი პროცესია , რომელიც გამოწვეულია კლუბის საშინელი ასპარეზობით წლევანდელ სეზონში . თავის მხრივ ტურინელები მზად არიან 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზონ ურუგვაელის სანაცვლოდ , მაშინ როდესაც ბრიტანელებმა ის ნახევარი წლის წინ 22 მილიონ ფუნტად შეიძინეს . კომპენსაციის სახით , გარიგებაში შესაძლოა ჩაერთონ ელჯერო ელია და მილოშ კრასიჩი .

ეს ინფორმაცია გავრცელდა გუშინ , ხოლო დღეს სხვა გავლენიანმა და ავტორიტეტილმა გამომცემლობებმა დაადასტურეს ინფორმაცია , რომლის თანახმადაც ” ლივერპული ” მართლაც ელევა სუარეს და პლიუს ამასთან შკრტელს . მიზეზი რაც ზემოთ დაიწერა უკვე ის გახლავთ . ანუ კლუბი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის , გამომდინარე იქიდან რომ ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში .

მას შემდეგ რაც ფაბიო პარატიჩი მადრიდში ჩაფრინდა და გონსალო იგუაინს პირადი კონტრაქტის დეტალები გააცნო ( საუბარია წლიურად 6 მილიონ ევროზე ) , ელ პიპიტამ გადაწყვიტა რჩევა მეგობრისთვის – დავიდ ტრეზეგესთვის ეკითხა . თავის მხრივ ბიანკონერის ლეგენდამ არ დაიშურა დადებითი სიტყვები ყოფილი კლუბის მიმართ და ურჩია გონსალოს კარიერა აუცილებლად ” იუვენტუსსში ” გაეგრძელებინა .

რამდენად რეალურია ნეიმარის ” იუვენტუსსში ” იხილვა , ამაზე მე ვერაფერს გეტყვით და თქვენთვის მომინდია განსასჯელად . მაგრამ თავად ფეხბურთელი , რომ ყველაფერზე წინ ” იუვენტუსს ” აყენებს უკვე დამაფიქრებელია …

” ჩემი მომავალი ხუთ კლუბთან არის დაკავშირებული . რომელი მიზიდავს ყველაზე მეტად ? ” იუვენტუსი ” . მშვენიერი წინადადება აქვთ . მოდით პირდაპირ ვიტყვი , რომ სიამოვნებით ჩავიცვამდი ბიანკონერის მაისურს . ვის ვიცნობ ” იუვედან ” ? რა თქმა უნდა ჯანლუიჯი ბუფონს . როგორც ფორვარდი შემიძლია თამამად განვაცხადო , რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და მასთან ერთად გუნდში ასპარეზობა უდიდესი სიამოვნება იქნებოდა ჩემთვის . ჩემდამი ინტერესს ასევე ” ჩელსი ” , მანჩესტერ იუნაიტედი ” , ” ინტერი ” და ” რეალი ” იჩენენ  . ნერიაძურიმ სულ ცოტახნის წინ ყველა ტიტული მოიგო რომელიც კი შეეძლო , თან ამ კლუბში ჩემი ერთ ერთი კუმირი რონალდო ასპარეზობდა . მიუხედავად ამისა , ვფიქრობ არავის ეწყინება თუ ვიტყვი , რომ ყველაზე მეტად ” იუვენტუსი ” მომწონს .

წყარო : Tuttojuve, Сalcionews24, Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

75 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

del piero 10
მაგ სამეული რომც იყიდონ სამივეს მაინც არ დააყენებს, არც სუარესი და არც ნეიმარი უკან არ ჩამოდის, უჩინიჩზე უკეთესს ვინც დაცვაშიც ჩამოდის და კარგადაც უტევს იუვე ვერ იშოვის, ამიტო 100% მირკო სასტავშია
მარჯვნივაც იგივე უნდა იყოს მე მატას ვიყიდიდი სხვა არც ჩანს მუშა მარჯვენა ფლანგელი

irakla1001 horbenadze
12 years ago

ვუჩინიჩი დაცვაში? ჩამოდის არა ის სულ წინაა და ზარმაცია მარა წელს ყველას ჯობდა და უდიდესი სისულელე დააი ძალიან ნერვების მომშლელია იმის თქმა რო აუჰ ბიჯო მირკოს თურმე 100% გარანტირებული აქვს სასტავი,,, სამივეს მართლაც არ ვიყიდით, მარა სუარესის თამაშები არ გაქ ლივერში ნანახი ეტყობა როჟა იმენა ყველგან დარბის და დაცვაში ჩამოსვლა მირკოზე უკეთ იცის,, და იგუაინის პატკატები შენ ნანახიც არ გაქვს ალბათ .. და კიდევ 3-5-2 წყობაში სადაც წინ არის ორი ფორვარდი მათ დაცავაში ძირითადად არ უწევთ ჩამოსვლა,, ეგ 4-3-3-ში ჩამოდიოდნენ ვინგერები, განსაკუთრებით პეპე და ამას შეეწირა კრასიჩიც და ლიას მაგრამ 3-5-2 წყობაში ფლანგზე მცველები მოძრაობენ და წინა ორ ფორვარდს იმდენად… Read more »

del piero 10
12 years ago

ბუფონი

ლიხშტაინერი ბარძალი კიელინი დე ჩილე

ვიდალი პირლო მარკიზიო

ნეიმარი სუარესი
იგუაინი
ჩემი ოცნებაა ეს გუნდი იყოს წელს მაგრამ არ იქნება სამწუხაროდ

lasha jangavadze
12 years ago

ოღონდ იუვემ სერიოზული სასტავი დაწყოს და თუ უნდატ დვალი იყიდონ ზესტაფონიდან :დ

irakla1001 horbenadze
12 years ago

ეს ნეიმარმა წინა ზახულს თქვა,, და ეგ თუ ვიყიდედ უბედნიერესი ვიქნები მაგრამ არამგონია,, აი იგუაინი ან სუარესი ან ორივე ერთად მართლაც რეალური ხდება…კარგია მივესალმები ოღონდ მოვიდნენ

beso janelidze
12 years ago

დზმებოოო როგორიაა ჩვენი ახალი პორმა იცით ვინმემ?>?? პრეზენტაცია როდის იქნებაა??? :forza: :forza: :forza: :forza:

marchisio8
12 years ago

რაც არ უნდა იყოს ნეიმარი არ მევასება :)))) კავანი სუარესი მირჩევნია

7uP
7uP
12 years ago

რაო რაო რა თქვა ნეიმარმა ? :mda: :mda: :mda:

delpieronedved
12 years ago

აუ მოდი რა 1 ივნისი დროზეეე

Megusta
12 years ago
Reply to  delpieronedved

ივნისი არა, ივლისი

NEDVEDA11..
12 years ago

იმედია ძმაო ეს ყველაფერი ჭორად არ დარჩება და დაიდება 1-2 ტოპ ტრანსფერი!

delpieronedved
12 years ago

ნეიმარი და იგუაინი და ლიგა ჩვენია იტალიაზე არაფერს ვამბობ

Di Francesco # 1
12 years ago
Di Francesco # 1
12 years ago

პრანდელიმ კვირას დავასახელებო სადაააა? :chuvak:
შარშან ამ დროს ვისზეც იყო ლაპარაკი რომელიმე ვიყიდეთ?

Megusta
12 years ago

ნეიმარი არ მჯერა. სუარესზე გაუზარდა შანსები, იგუანი მგონია რომ 80 % ჩვენია, და კავანიც მჯერა მაგრამ ისე არა როგორც იგუაინი.

:forza:

lasha jangavadze
12 years ago

ეუფ გვეშველებa ვითaმ ??? იმედიa ნეიმaრს დa სუaრეს ვიყიდით იგუaინის რaღaც aრ მჯერa… იმედიa კaრგ გუნდს შევკრaვთ :forza: :forza:

steklo
12 years ago

ცოტა დაუჯერებლად არ გეჩვენებათ?

Di Francesco # 1
12 years ago

ნეიმრაი იგუაინი და ჯოვინკო
:italy: :achuu: :italy:

vako-10
12 years ago

:forza: :forza:

steklo
12 years ago

ეს დავიჯერო ეხლა მე? :?: :bugi:

nika kakabadze
12 years ago

როგორ გამიხარდა! ანუ სუარესზე გაიზარდა შანსი, თან პლიუს კრასიჩსაც თუ ვაძლევთ კაია., ხო უნდოდათ. მაროტა მიდი გამახარე, შენ იცი!!!!!! :forza: :forza: :forza:

d a v i d
12 years ago

კარგია კარგი ესეთ ფეხბურთელებზე რო მიდის არჩევანი :up: იმედია 2 თუ არა ერთი მაინც მოვა იუვეში :forza: :forza: :forza:

bacho kochlashvili
12 years ago

ნეიმარი აეე რა გაასწორებდა ჩემი :yeah:

sandro bliadze
12 years ago

martla kai iqneba nyeimari cavani win au ras ifrenen :D mara sad aris amdeni finansebi marto nyeimari ra girs da mere cavani

12 years ago

ნეიმერაი და კავანი ყველაზე კაი იქნებოდა, აი ჯოვინკოს ადგილი იუვეში ნაგდად არაა

kakhinio10
12 years ago

ნეიმარი და სუარესი ვიყიდოთ და ჯოვინკო დავიბრუნოთ და შეტევაში არავინ აღარ გვინდააააააააა.

| Newsphere by AF themes.
75
0
Would love your thoughts, please comment.x