ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ტრანსფერებზე საუბრობს (ვრცელი ინტერვიუ)

“კორიერე დელო სპორტთნ” საუბარში ბეპე მაროტამ ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებზე, რომლით ხელმძღვანელობასაც გუნდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში აპირებს. “სამპდორიას” ყოფილი დირექტორი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს…

” გვინდა რომ შემადგენლობა უფრო გაიზარდოს, რადგან მომავალ სეზონში მეტი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, ვიდრე წელს ჩავატარეთ. ამავე პრობლემაზე უკვე დაიწყეს მუშაობა ანტონიო კონტემ და მისმა შეგირდებმაც, ეძებენ ვარჯიშის გზებს, რაც ტრავმიანობის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. ”

” “ჩემპიონთა ლიგის” მოგება უნდა ვცადოთ, ჩვენი პრესტიჟი გვაიძულებს ასეთი ამოცანები დავისახოთ. “იუვენტუსი” არ შეიძლება მხოლოდ მონაწილე გუნდი იყოს, მაგრამ მიზნის მიღწევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეხედეთ “ჩელსის”, ზოგმა ჩამოწერა ლონდონელები, მათ კი გაიმარჯვეს. ”

” ორი სამი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის ძიებაში ვართ, ვინც ჩვენს კოლექტივში ადვილად ჩაეწერება. ამასთან მხოლოდ საფეხბურთო კი არა, პიროვნულ თვისებებსაც მივაქცევთ ყურადღებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ჭრილში განიხილება. ვან პერსი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და გასაკვირი არაა, რომ დიდი ფულიც ღირს. ვაპირებთ ჩვენი სატრანსფერო წინადადებები ბონუსებზე იყოს აქცენტირებული. ასეთი სქემა უკვე გამოივიყენეთ, ამ დროს ფეხბურთელი გუნდის წარმატების პროპორციულად იღებს თანხას. მთავარი კანდიდატები ვან პერსი, სუარესი და იგუაინი არიან. რაც შეეხება კავანის, ყველა მხარის მოთხოვნებსა და ინტერესების გათვალისწინება მოგვიწევს, პირველ რიგში, ეს “ნაპოლის” ეხება. ბალოტელი? ის იმ პროფილის ფეხბურთელი არაა, რომელიც ჩვენ დაგვაინტერესებდა. ”

დელ პიერო.” როცა მასთან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი, მაშინვე იყო გათვალისწინებული, რომ ეს ბოლო სეზონი იქნებოდა.. “იუვენუსი” არ ივიწყებს მის ამაგს გუნდზე, პატივს სცემს მას იმის გამო, თუ როგორ წერდა ისტორიას აქ წლების განმავლობაში. მაგრამ ასეა თუ ისე, როცა საქმე სამოქმედო სტრატეგიას ეხება, ცივი გონებით მოქმედებაა საჭირო. ”

ბორიელო. ” მისი ბოლომდე გამოსყიდვის შესახებ ჯერ კიდევ იანვარში ვმსჯელობდით, მაგრამ მაშინ არენდა ვარჩიეთ. ახლა გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ერთი თვე გვაქვს. ”

ჯიოვინკო. ” ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდით თვალს მის წარმატებებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თავისი ტალანტი დაემტკიცებინა. ველოდებოდით, როდის დაამტკიცებდა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო. მის მომავალთან დაკავშირებით “პარმასთან” სერიოზული საუბრები გველის. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დარჩება პარმაში თუ ტურინში დაბრუნდება. ”

პოგბა. ” ყველა საფეხბურთო წესის დაცვით ვმოქმედებთ. ამ ახალგაზრდას “მანჩესტერთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა და ჩვენც ჩვენი პირობები შევთავაზეთ. ვიწრო შეთანხმება უკვე არსებობს. ”

ვერატი. ” “იუვენტუსი” ისევ მიმზიდველი გახდა ჩამოყალიბებული ფეხბურთელებთან ერთად ახალგაზრდებისთვისაც. მისი სურვილი ჩვენთან გადმოსვლისა, “პესკარასთან” მოლაპარაკებაში დაგვეხმარება. ამ ფეხბურთელში რესურსების ინვესტირება გვსურს, მაგრამ ჩვენ პრინციპებს არ ვუღალატებთ. ვერატი, როგორც პირლოს შემცვლელი? არა მგონია, ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც დელ პიერო და პირლო არიან, მალე გამოუჩნდეთ შემცვლელი. კონტე კი ისეთი მწვრთნელია, რომელიც ცვლილებებისთვის მზადაა და მარკოსნაირი ფეხბურთელისთვის მოედანზე ადგილის გამოძებნა არ გაუჭირდება. ”

ასამოა, ვიდალი, ვუჩინიჩი. კვადო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, ვისითაც სერიოზულად ვინტერესდებით. ვიდალი ჯერ კიდევ გერმანიაში იყო ბრწყინვალე, ნამდვილი მეომარი მოედანზე. მისი გულისთვის “ბაიერნთან” მოგვიწია კონკურირებამ, მაგრამ ახლა, ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, არ შეიძლება არ გაგვახაროს მომხდარმა. მისმა ფასმა აიწია. რაც შეეხება ჩერნოგორიელს, ფორვარდის თამაში მხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობით არ ფასდება. მირკომ ამ “სკუდეტოს” მოპოვებაში თავისი, სპეციფიური ძალიან სერიოზული როლი ითამაშა. მისი ტრანსფერით კმაყოფილები ვართ. ”

ახალი კონტრაქტი კონტესთან. ” მწვრთნელი რჩება. მისი დამსახურებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ის მთელი კოლექტივის ლიდერი და წარმატების მთავარი გასაღებია. უკვე ამ კვირაში მოვაწერთ ახალ კონტრაქტს ხელს, რომელიც ანტონიოს “იუვენტუსთან” 2015 წლამდე დააკავშირებს. ყველა ამ საუბრებმა სკანდალთან დაკავშირებით არანაირად არ იმოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე. არც არანაირი სანქციები არ იქნება განხორციელებული. კონტეს უდანაშაულობის გვჯერა. როცა პირველ პლანზე ხარ და წარმატებისკენ მიგყავს გუნდი, მალევე ხდება პროვოკატორების სამიზნე. ახლა რომ მეორე ეშელონის გუნდი ჰყავდეს ჩაბარებული, ასეთი არაფერი მოხდებოდა. ”

მესამე ვარსკვლავი. “კალჩიოპოლიმ” “იუვენტუსი” ფინანსური და მორალური კუთხით გამოფიტა. ყველა, ვინც ამ გამარჯვებებში მონაწილეობდა ამბობს, რომ წარმატება მოედანზე დაღვრილი ოფლისა და სისხლის საშუალებით მოვიდა. ასეა თუ ისე, სასამართლომ ტიტულები ჩამოგვართვა, უამრავი რამ კი გაუგებარი იყო და გაუგებარი რჩება. ჩვენთვის ტიტულების ჩამორთმევა არაკანონიერი გადაწყვეტილებით მოხდა. საფეხბურთო სამყაროს უძლიერესი “იუვე” ჩამოშორდა. მესამე ვარსკვლავი? ამ საკითხზე ვმუშაობთ. ”

ლიდერების გაყიდვის პერსპექტივა. ” გავყიდით, თუ არა მთავარ გმირებს გრანდიოზული შემოთავაზების შემთხვევაში? ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, რაც მხოლოდ კარგი ფეხბურთელების გზით მიიღწევა. ამიტომაც ლიდერებთან მიმართებაში არც კი გვსურს სიტყვა “გაყიდვის” გამოყენება. ამ ბიჭებისგან არცერთ არ აქვს წასვლის სურვილი. ”

ბუფონი, კრასიჩი, ელია. ” ბუფონს წასვლის სურვილი არასოდეს გამოუხატია. ტრავმიდან რეაბილიტირების შემდეგ გუნდი გვერდში დაუდგა, ნდობა გამოუცხადა და მანაც შედეგით გვიპასუხა. ბუფონი კარიერას “იუვენტუსში” დაასრულებს… დიდ გუნდში ყველა ვერ იღებს დიდ დროს. ზოგჯერ ვიღაც ვერ ეწერება ახალ პროექტში. კრასიჩი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და მისი ტალანტის გახსნას არ დაველოდებით. ელიას შემთხვევაში კი არენდის შესაძლებლობას განვიხილავთ. იანვარში “ლაციო” სერბის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას გვთავაზობდა, მაგრამ წინადადება არადამაკმაყოფილებელი იყო. რამდენიმე წინადადება ახლაც გვაქვს. ”

ბიანკონერები იტალიის ნაკრებში. დი ნატალე. ” ნაკრების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს იტალიელებს ეხმარებათ, ჩვენ კლუბში ადგილი იპოვონ, მაგრამ კარი არც უცხოელებისთვის გვაქვს დაკეტილი. ახალგაზრდულ სექტორში უამრავი ეროვნების ფეხბურთელი გვყავს, დიდი არჩევანით ვამაყობთ. რაც შეეხება დი ნატალეს, მისმა უარმა ყველაზე მეტად გამაოცა. თუმცა მის გადაწყვეტილებას გავუგე და ამ ადამიანის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ”

” რა მოხდება, თუ სხვა გუნდში გადასვლის შანსს მივიღებ? “იუვენტუსი” მაქსიმუმია. ეს ისაა, რისკენაც მივიწევდი. ანიელისთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. პრეზიდენტი მთელს გუნდს ეხმარება, იმ გამარჯვების სულს ნერგავს გუნდში, რომელიც ჯერ კიდევ მამამისის “იუვემ” დატოვა. კლუბის სტრუქტურასთან დაკავშირებით ზუსტი გეგმა გვაქვს. ”

” ჩემპიონატს საოცარი ფინალი ჰქონდა. ტრიესტაში მოედანს ვუყურებდი და არ მჯეროდა მომხდარის. მთელი ცხოვრება წარმომიდგა თვალწინ, მთელი გზა რაც გავიარე. ამ წლების განმავლობაში მინიმალურ მიზნებსაც ვერ ვაღწევდით და უამრავი კრიტიკის მოსმენამ მომიწია. გამახსენდა ის დრო, როცა “ვარეზეში” ახალგაზრდული სექტორი მებარა. ”

” რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მომავალ სეზონში ჩვენი მთავარი მეტოქე “მილანი” იქნება. “ინტერთან” დაკავშირებით ყველაფერი მხოლოდ გუნდის განახლების შემდეგ გახდება ნათელი. “ნაპოლი” ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, “რომა” და “ლაციო” კი არასდროს არ უნდა ჩამოწერო. ურთიერთობები “როსონერისთან”? კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს ორი გუნდი იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა, ერთმანეთში ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. მომავალ წელს დერბი გვემატება. მთელი ქალაქი ჩვენი და “ტორინოს” ფერებშია. მივესალმებით თანაქალაქელების უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას. ”

მცველებსა და ახალგაზრდებზე. ” ჩვენი დაცვა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ეს მის გაძლიერებას დღის წესრიგიდან არ ხსნის, იმდენად, რამდენადაც მომავალ სეზონში ბევრ გუნდთან მოგვიწევს ძალების მოსინჯვა. კონტეს ძლიერი, გამოცდილი პროფესიონალები სჭირდება. პელუზო? ის კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად გვაინტერესებს. რაც შეეხება დედეს, შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ბრაზილიური ბაზარი ძალიან არაპროგნოზირებადია. ახალგაზრდები? გაბრიელ აპელტმა თავისი ადგილი პირველ გუნდში უნდა იპოვოს, მასთან ერთად შანსი “პრიმავერას” არაერთ ფეხბურთელს აქვს. გვინდა დე ჩელიესა და მარკიზიოსნაირი ფეხბურთელები, რაც შეიძლება მეტი გვყავდეს. ”

წყარო: football italia, tuttojuve.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ეს ის ინტერვიუა, რომლის გაგებაც მინდოდა, კარგია და საინტერესო არის, ნათელი გახდა ბევრი რამ, კარგია ეს ყველაფერი, ბეწვრი გიშრომია ავტორ
მადლობ ამ სტატიისთვის!!!!! :forza: :juvee: :forza: :juvee:

juventino3969
12 years ago

მიდი მაროტ შეუბერე! მოიგეთ ლიგა და კომპლიმენტები და სამადლობელი კომენტარები ჩემზე იყოს. :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

გიო მადლობა მართლა მშვნიერი სტატიისთვის ძმა ხარ )

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

წინა სეზონში წერდნენ ტრანსფერების მერე , რომ მეშვიდე ადგილი საოცნებო გავიხადებაო )))) ეხლა წერენ ლიგაზე გასვლა საოცნება გაგვიხადებაო )))) დააცადეთ რა ხალხნო )) იცის ამ ხალხმა თავისი საქმე )))

აკაკი მეტრეველი

Nachke

მხეცი ხარ! სერიოზული სტატიაა :up:

kuna25
12 years ago

ვერატი ძვირი არისო, ვან პერსი სიტის უნდა და ვერ მოუგებთო. ჯოვინკოს გამოსყიდვაზე და ბორიელოს დატოვებაზე ფიქრობენ, მომავალ წელს ლიგაზე გასვლა საოცნებო გაგვიხდება. ბორიელოს ისევ ამაური და იაკვინტა ჯობდა

12 years ago

Nachke ყოჩაღ! მაროტას რაც შეეხება საუბარი და თეორიული გამოცდილება უფრო კარგი აქვს ვიდრე პრაქტიკული… საქმე ლაპარაკის ნაცვლად ჯუზეპე! (არაა პოლიტიკური ლოზუნგი ჩემგან). ჯერ ჯერობით ბეპეს ნაწილობრივი ღვაწლი ვიდალია, რომელზეც ბავარიასთნ მოგვიწია კონკურენცია და იქაც გადამწყვეტი როლი ფიოლერმა ითამაშა,არ გააძლიერა ბაიერნი და გაუშვა უცხოეთში, მაროტას დიდი ვერაფერი წვლილი მანდ… პირლო თავისუფალი აგენტი იყო და ახალ იუვეს პროექტში დიდი დარწმუნება არ ჭირდებოდა ანდრეას.მითუმეტეს მილანი ისედაც უშვებდა.. ლიხშტაინერი დიდად არ ევასებოდა რეიას და ვუჩინიჩის გადმოყვანაც არაფერი დიდი ძალისხმევა არ დაჭირვებია… კონტეს მოყვანასაც მაროტას არავინ ეკითხებოდა… და მეტად მაგარი რომ იყოს, არ გააშვებინებდა გუნდიდან მელოს, ციგლერს და ა.შ. ძვლივს მოყვანილ ხალხს (არ ვგულისხმობ რომ… Read more »

12 years ago
Reply to 

მადლობა :forza:

lasha goshadze
12 years ago

Axali maisuri rodis gamova? :forza:

irakla1001 horbenadze
12 years ago

მაროტა ვინმე იყიდე თორე გავშრით ხალხი ლოდინით, გუნდებმა უკვე დაიწყეს პატარ-პატარა ტრანსფერების აკეთEბა და შეც დაიწყე რა,, პოგბა,ვერატი და მერე ნელნელა მიაყოლე

bacho kochlashvili
12 years ago

ყველაზე ძალიან ამ სტატიაში ის მომეწონა რო ამბობს მაროტა ელიაზე არენდად განვიხილავთო , კარგია რო არ ყიდიან და იმედია მერე დაბრუნდება :chuvak:

mishka berianidze
12 years ago

2 თავდამსხმელი – კავანი, სუარესი
2 მცველი – კოლაროვი, ვერტონგენი
3 ნახევარ მცველი – ნაინგოლანი, რამირესი, ლავეცი
1 მეკარე – ლეალი
+ ვერატი, გაბიადინი
გუნდიდან უნდა წავიდნენ – მანინგერი, გროსო, ესტიგარიბია, კრასიჩი, ელია, ბორიელო, კვალიარელა, პადოინი + მელო, მარტინესი, ციგლერი, მოტა, იაკუინტა.

Vecchia_Signora
12 years ago

მერამდენედ წერ მაგ კომენტარს განურჩევლად სტატიის შინაარსისა… ნუთუ არ მოგბეზრდა?! :blin:

Di Francesco # 1
12 years ago

ჯოვინკო უეჭველი გვინდა
ბიანკონერები იტალიის ნაკრებში. დი ნატალე.

დინატალე რა შუაშია ვერ მივხვდი

Vecchia_Signora
12 years ago

ყველაფერი გასაგებია!!! შესაძლო ტრანსფერებიც გამოკვეთა.

წარმატებები მას და მთელს ხელმძღვანელობას ჩანაფიქრების ასრულებაში! რაც იმედი მაქვს საწინდარი გახდება წარმატებისა მომავალი სეზონისთვის!

:forza:

forza bianconeri
12 years ago

კარგი რა მაროტა როგორ შეიძლება ჯიოვინკოს ტალანტის არ გამოყენება უყურეთ ამ ვიდეოს მე პირადათ იუვეს მომავალს სებაში ვხედავ http://www.youtube.com/watch?v=BPJ5uj9tb9A

12 years ago

ამ ზაფხულისგან მე პირდად ევროპას ველოდები და მერე ტრანსფერებს :italy: ევროპას ანუ იტალიაში ველოდები :ena:

Gio Darja
12 years ago

საღოლ პირველ რიგში გიოს.. :up:

სერიოზული ზაფხული გველის, ძალიან ცხელი..დიდი ტრანსფერების სუნი იგრძნობა.. :kenwvla:

| Newsphere by AF themes.
20
0
Would love your thoughts, please comment.x