ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი , კუალიარელა , სუარესი , იგუაინი

Studio Sport – ის დღევანდელი ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსმა ” ტრანსფერზე დააყენა ფაბიო კუალიარელა და ალესანდრო მატრი . როგორც ჩანს ბიანკონერი მთლიანად აპირებს წინა ხაზის გადახალისებას და ამის გამო , მაქსიმალურად ეცდება საკუთარი ფეხბურთელების რაც შეიძლება სარფიანად გასხვისებას . გამოდის , რომ წინა ხაზში იუვეს მხოლოდ მირკო ვუჩინიჩი რჩება . გასაძლიერებლად კი ლუის სუარესის და გონსალო იგუაინის კანდიდატურა უპირველეს სამიზნეებათ ითვლებიან . რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ვებ გვერდზე დაიდო ინფორმაცია , რომ მოურინიო ვეტოს ადებდა იგუაინის ტრანსფერს , თუმცა სავარაუდოდ იტალიელები არ აპირებენ დანებებას და ეცდებიან დაარწმუნონ თავად გონსალო რომ მან დატოვოს მადრიდის რეალი და კატეგორიულად მოითხოვოს ხელმძღვანელობისგან ტრანსფერზე დაყენება . Calcionews24 – ის მტკიცებით , მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თავდამსხმელების წარმომადგენლებთან წარმატებით წარიმართა , რაც დამატებით იმედს სძენს ჯუზეპე მაროტას . სუარესის შემთხვევაში სატრანსფერო თანხაც კი სახელდება : 25-30 მილიონი ევრო .

წყარო : Calcionews24, Tuttosport,

84 thoughts on “მატრი , კუალიარელა , სუარესი , იგუაინი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.