ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო : ” მაროტა დესტროსთვის ბრძოლაში ჩაერთო ”

იტალიაში გახშირდა ინფორმაცია იმის თაობაზე , რომ ტურინული კლუბი სერიოზულად არის დაინტერესებული მატია დესტროს ტრანსფერით . საკუთარი ვებ გვერდის საშუალებით , ცნობილმა იტალიელმა მიმომხილველმა სატრანსფერო საკითხებში ჯანლუკა დი მარციომ მცირე კომენტარი გააკეთა : ” იუვე მართლაც დიდი ხანია რაც დაინტერესებულია დესტროთი . რამდენიმე დღის წინ , ” ინტერმა ” სცადა მისი უკან დაბრუნება . თავის მხრივ ჯუზეპე მაროტას აქვს წინასწარი შეთანხმება მიღწეული ფეხბურთელის აგენტთან , კონკრეტულ ციფრებზე ვერაფერს გეტყვით . დღეს , ბიანკონერის წარმომადგენლები ” ჯენოას ” შტაბ ბინაში შენიშნეს . გენუელებს ფეხბურთელზე 50 % აქვთ , ხოლო დანარჩენი ” სიენას ” ხელშია . პრეციოზისა და მაროტას შორის მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად წარიმართა , თუმცა რაიმეზე გადაჭრით საუბარი ჯერ ჯერობით ნაადრევია. ერთის თქმა შემიძლია , იუვე უსწრებს ნერიაძურის დესტროსთვის ბრძოლაში . უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში , გაცილებით მეტი დეტალი გვეცოდინება შესაძლო გარიგების შესახებ ” .

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “დი მარციო : ” მაროტა დესტროსთვის ბრძოლაში ჩაერთო ”

  1. დესტრო კაია მარა ვერატი პოგბა სუარესი ამ ფეხბურთელრებზე უფრო უნდა იფიქრონ არა დ ესტროს დრო :forza: :forza: :forza: :forza:

  2. რას ხედავთ ამ დესტოროში ასეთს უბალოდ გოლები გააქვს,, არა ცუდი არ იქნება რომ გადმოიყვანონ მარა 10 ამას არ ეკუთვნის 10 ნომერეი ფანტაისტამ უნდა აიღოს და არა სტრაიკერმა,, ვითომ ჩვენი იმობილე ამას რით ჩამოუვარდება? მარტო იმით რომ სერიაAში არ აქვს ნათამაშები? არადა სერია Bში 28 გოლი გაიტანა უკვე

  3. აუუ ამდენი წორებით დავიგალეე რა უკვე ხან ვინ არ გადმოყავტ ხან ვინ ერთი კრისტიანოზე და მესიზე არ უტქვიათ თუ არა ყველა ტავდასხმელს ჩვენთან უშვებენ რაა გაახურეს საქმეე ერთი კაი პორვარდი დეიტრიონ ის იქნება კაი ოგონდ არა დესტრო,ამის მაგივრად მარტლაც იმობილე მოვიყვანოტ ის იქნება კაი თან მაგი თამაშობდა ხანდახან პერარას დროს იუვეში

  4. ჯიოვინკო არ დავინახო იუვეში, მაგან ისეთ დროს გამოთქვა პრეტენზიები რო ეგ იუვეში აგარ უნდა დააბრუნონ. ჩემი სუბიექტური აზრია :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.