ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე იუვეში 2015 წლამდე !!!

ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით , შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება . ახალგაზრდა სპეციალისტმა , ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს , ხელი დღეს მოაწერა . ხელშეკრულების თანახმად კონტე ტურინში 2015 წლის 30 ივნისამდე დარჩება .

სრულიადში იხილეთ ანტონიო კონტეს კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით …

” მშვენიერი დღეა . ჩემთვის ახალ ოცნებას ჩაეყარა საფუძველი მას შემდეგ , რაც ბრწყინვალე პირველი სეზონი ჩავატარეთ . კლუბმა გამოხატა საკუთარი მადლიერება ასეთ ფორმაში . მადლობელი ვარ რა თქმა უნდა პრეზიდენტის და საერთოდ მთალიანად ანიელის ოჯახის . მათ თავიდანვე ირწმუნეს ჩემს შესაძლებლობებში , რაც ბევრ რამეზე მეტყველებს . სიამაყით ვივსები , უდიდეს სიამოვნებას განვიცდი და ეს ყოველივე მაიძულებს კიდევ უფრო უკეთესად ვაკეთო საკუთარი საქმე ” .

” მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის , სწრაფვა სრულყოფილებისკენ . კლუბს სურს ისეთი რამის მოფიქრება , რითაც უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნდება . უკვე დღეს ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ , მაგრამ საჭიროა სათანადო დონეზე დავბრუნდეთ ევრო სარბიელზეც . ამავდროულად გავაგრძელებთ წარმატებების მიღწევას იტალიაში , მაგრამ მომავალ სეზონში ისე აღარ იქნება უკვე , როცა ჩვენ არავინ გვთლიდა ფავორიტად . საბოლოო ჯამში კარგად ვიმუშავეთ , შექვმენით ძლიერი კოლექტივი . ახალგაზრდა გუნდი მყავს და აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება . ჯუზეპე მაროტას კი მოუწევს ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახადოს ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი



4 thoughts on “კონტე იუვეში 2015 წლამდე !!!

  1. მართალი ხარ კონტე ევრო სარბიელებზეც უნდა ვიბიბინოთ უკვე და მაროტას მართლა მოუწევს საკუთარი შესაძლებლობებეის გამოვლენა ეხა გამოჩნდება რისი თავი აქ რეალურად :chuvak: :love:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.