2011/12 სეზონის ჩემპიონები !!! Numero Uno !!!
568 წუთი შეინახა კარი მშრალად . დაწყებული დი ვაიოს ( ბოლონია ) გოლიდან , დასრულებული მაურის ( მაური ) გოლით ” იუვე არენაზე ” . ერთ თვეზე ოდნავ მეტია . ექვსი მატჩი გაშვებული ბურთის გარეშე , სასტვენიდან სასტვენამდე. მხოლოდ ამის გამო დარწმუნდება ადამიანი , თუ რა ფანტასტიური სეზონი ჰქონდა ჯიჯის . მაგრამ არ შეიძლება ასეთ სტატისტიკაზე გავჩერდეთ . ბუფონი , განუმეორებელი მეკარე , წელსაც მოწოდების სიმაღლეზე იყოს . ვინმე სხვა ფიგურაზე , რომ გვქონდეს საუბარი წლევანდელი სეზონის მიხედვით ვიტყოდით , რომ მისი საუკეთესო პერიოდი იყო . მაგრამ ბუფონზე იგივეს თქმა წარმოუდგენელია ! როდესაც წლის საუკეთესო სეივზე მიდგა საქმე , ჯიჯიმ ბოატენგის დარტყმული დაასახელა ( 2-0 იუვეს გამარჯვება ) . 2011/12 სეზონში , ბუფონმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში 3.329 წუთი გაატარა მოედანზე და სულ რაღაც 16 ბურთი გაუშვა . ამ შეხვედრებიდან , მას არც ერთხელ არ მიუღია გაფრთხილება და არ დაუტოვებია მოედანი ვადაზე ადრე . ერთი დამატებითი და საკმაოდ სიმბოლური სტატისტიკური მონაცემი : ყველაფერთან ერთად , ჯიჯის ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 76.9 % . ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს , თუ რას წარმოადგენს კონტესთვის პირველი ნომერი . ლეჩესთან დაშვებული შეცდომა კი იმას ადასტურებს , რომ ბუფონი ჩვეულებრივი ადამიანია . სავარაუდოდ …
ბუფონი პირველია და ყოველთვის პირველად დარჩება

ეს ჯიჯიააა ეს ნომერ პირველ მეკარეაა და ყველა დროის საუკეტესო მეკარეა ..ტვიტ დინო ზოფსაც კი გაუსწროოო
ჩვენი #1 :) მალე ლეალსაც გამოგვიზრდის :) და ის მაგრად მომეწონა სტატიის ბოლოს რო ეწერა.. სავარაუდოდ… :D :D :D კარგი იყო ავტორ :)
მეც ეგ დამევასა სგ ავტორ :D
კი ეგ ფრაზა ნაღდად მთელ სტატიას უდრიდა
ჯიჯი

მუნტარის ეპიზოდი იყო ალბათ საუკეთესო სეივი ჯიჯის
როგორც რეაქცია მართლაც ეგ იყო, მკვდარი ბურთი ისე გამოაძრო მსაჯი შეაცდინა..:)) ისე კი ლაისმენის საუკეთესო მომენტი იყო ეგ
მემგონი ბაკავოი ჯიჯის უყურებდა მაგ დროს ისეთი რეაქცია გამომამჟღავნა და ბურთისთვის არ შეუხედია
უდიდესი პიროვნება და ფეხბურთელი არასდროს უნდა დაივიწყოს იუვენტუსმა და მისმა გულშემატკივრებმა რაც ქნა მან 2006 ში და როგორ შეიძლება მაგის მერე იუვეს გულშემატკივარმა 1 შეცდომის გამო რამე ტქვას მასზე

საოცარი სეზონი ჩაატარა ჯიჯიმ, განსაკუთრებით კი ბოატენგისა და ტოტის დარტყმულებზე სეივები დამამახსოვრდა..:))
ლეჩესთან დაშვებული შეცდომა მართლა ამტკიცებს რომ იგი უბრალო ადამიანია, ყველა ცდება, მთავარია ვინ არის პირველი..
3 – 4 წელი კი გაქაჩავს მეტი თუ არა ასე რო მეკარეზე პრობლემა არ გვაქ + ლეალი თუ დავიმატეს მერე ბუფონი გამოზრდის მისებურად
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეა ჯიჯი

ბუფონის შეცდომა მე არ მახსოვს, იმ მომენტს მე ბარძაგლის ვაბრალებ, წარმოუდგენელია ჯიჯი შეცდეს

სავარაუდოდ… ბოლოში კარგი იყო

მე უფრო მეტს ველოდები ჯიჯისგან ეს რაც წელს გააკეთა მეათედიც არაა იმის რაც შეუძლია

ერთი ფეხბურთელის დატოვება რო შემეძლს სამუდამოდ მოედანზე ჯიჯის დავტოვებდი
კარგი სტატიია პროსტა ბოლო წინადადებაში არ გეთანხმები.არაა ეს ადამიანი

ბოლო სიტყვაა მთავარი მანდ ))) ვარაუდია გამოთQმული ) რომ შეიძლება ნორმალური იყოს )
There’s only one number 1: Gigi Buffon!
