ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2011/12 სეზონის ჩემპიონები !!! Numero Uno !!!

568 წუთი შეინახა კარი მშრალად . დაწყებული დი ვაიოს ( ბოლონია )  გოლიდან , დასრულებული მაურის ( მაური )  გოლით ” იუვე არენაზე ” . ერთ თვეზე ოდნავ მეტია . ექვსი მატჩი გაშვებული ბურთის გარეშე , სასტვენიდან სასტვენამდე. მხოლოდ ამის გამო დარწმუნდება ადამიანი , თუ რა ფანტასტიური სეზონი ჰქონდა ჯიჯის . მაგრამ არ შეიძლება ასეთ სტატისტიკაზე გავჩერდეთ . ბუფონი , განუმეორებელი მეკარე , წელსაც მოწოდების სიმაღლეზე იყოს . ვინმე სხვა ფიგურაზე , რომ გვქონდეს საუბარი წლევანდელი სეზონის მიხედვით ვიტყოდით , რომ მისი საუკეთესო პერიოდი იყო . მაგრამ ბუფონზე იგივეს თქმა წარმოუდგენელია ! როდესაც წლის საუკეთესო სეივზე მიდგა საქმე , ჯიჯიმ ბოატენგის დარტყმული დაასახელა ( 2-0 იუვეს გამარჯვება ) .  2011/12 სეზონში , ბუფონმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში 3.329 წუთი გაატარა მოედანზე და სულ რაღაც 16 ბურთი გაუშვა . ამ შეხვედრებიდან , მას არც ერთხელ არ მიუღია გაფრთხილება და არ დაუტოვებია მოედანი ვადაზე ადრე . ერთი დამატებითი და საკმაოდ სიმბოლური სტატისტიკური მონაცემი : ყველაფერთან ერთად , ჯიჯის ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 76.9 % . ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს , თუ რას წარმოადგენს კონტესთვის პირველი ნომერი . ლეჩესთან დაშვებული შეცდომა კი იმას ადასტურებს , რომ ბუფონი ჩვეულებრივი ადამიანია . სავარაუდოდ …















21 thoughts on “2011/12 სეზონის ჩემპიონები !!! Numero Uno !!!

  1. ეს ჯიჯიააა ეს ნომერ პირველ მეკარეაა და ყველა დროის საუკეტესო მეკარეა ..ტვიტ დინო ზოფსაც კი გაუსწროოო

  2. ჩვენი #1 :) მალე ლეალსაც გამოგვიზრდის :) და ის მაგრად მომეწონა სტატიის ბოლოს რო ეწერა.. სავარაუდოდ… :D :D :D კარგი იყო ავტორ :)

    1. როგორც რეაქცია მართლაც ეგ იყო, მკვდარი ბურთი ისე გამოაძრო მსაჯი შეაცდინა..:)) ისე კი ლაისმენის საუკეთესო მომენტი იყო ეგ :lool:

  3. უდიდესი პიროვნება და ფეხბურთელი არასდროს უნდა დაივიწყოს იუვენტუსმა და მისმა გულშემატკივრებმა რაც ქნა მან 2006 ში და როგორ შეიძლება მაგის მერე იუვეს გულშემატკივარმა 1 შეცდომის გამო რამე ტქვას მასზე :forza: :forza: :italy: :italy:

  4. საოცარი სეზონი ჩაატარა ჯიჯიმ, განსაკუთრებით კი ბოატენგისა და ტოტის დარტყმულებზე სეივები დამამახსოვრდა..:))

    ლეჩესთან დაშვებული შეცდომა მართლა ამტკიცებს რომ იგი უბრალო ადამიანია, ყველა ცდება, მთავარია ვინ არის პირველი.. :love:

  5. 3 – 4 წელი კი გაქაჩავს მეტი თუ არა ასე რო მეკარეზე პრობლემა არ გვაქ + ლეალი თუ დავიმატეს მერე ბუფონი გამოზრდის მისებურად :love:

  6. მე უფრო მეტს ველოდები ჯიჯისგან ეს რაც წელს გააკეთა მეათედიც არაა იმის რაც შეუძლია
    ერთი ფეხბურთელის დატოვება რო შემეძლს სამუდამოდ მოედანზე ჯიჯის დავტოვებდი :ena:
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.