ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრესაში დროგბას კანდიდატურა გამოჩნდა

რაც უფრო ახლოვდება სატრანსფერო ფანჯრის გახსნა, მით უფრო მეტად იწერება ფეხბურთელების ამა თუ იმ კლუბში გადასვლის ვარიანტები. გუშინ ინგლისურმა პრესამ ტურინის “იუვენტუსის” სამიზნედ კიდევ ერთი ფეხბურთელი დიდიე დროგბა დაამატა. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელიც “ჩელსიმ” “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართა ბოლო იყო დროგბასთვის “არისტოკრატთა” შემადგენლობაში. როგორც emirates247 წერს “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მზადაა კოტ’დიუვარელ  ფეხბურთელს წელიწადში 5 მილიონი ევრო გადაუხადოს. აქვე გეტყვით, რომ ჯოვანი ბრანჩინი და ჯუზეპე მაროტა უკვე გაფრინდნენ ლივერპულში ლუი სუარესის ტრანსფერის განსახორციელებლად და შესაძლოა ლივერპულიდან ლონდონს მიაშურონ სადაც “იუვენტუსის” უკვე ორი სამიზნე ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი და კოდ’დიუვარელი დიდიე დროგბა თამაშობენ, შესაბამისად ლონდონის “არსენალში” და ლონდონის “ჩელსში”.

წყარო:emirates247.com

9 thoughts on “პრესაში დროგბას კანდიდატურა გამოჩნდა

  1. დროგბა როგორც ვიცი ჩინეთში მიდის, ვან პერსის კიდე სულ ტრავმები აქვს, მაინც არა მგონია რეალური იყოს ეს ტრანსფერები. :forza:

  2. კი ძმაო კია ბებერი მაგრამ მაგარია მაინც ეს ხო იცი რას დარბის ანდა არ ვიცი თუ შეუძლია ვინმეს ამდენი სირბილი ამის გარდა

    1. ეს იყოს 30 წლის იფ იფ იფ… 34 წლისაა და მაინც რისკის ექვემდებარება მარა თავისუფალი აგენტია ხო ეს უკვე და უფასოდ შეიძლება ამის დათრევა :forza: მთავარია ხელფასი არ მოითხოვოს დიდი :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.