ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე იუვეში 2015 წლამდე !!!

ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით , შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება . ახალგაზრდა სპეციალისტმა , ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს , ხელი დღეს მოაწერა . ხელშეკრულების თანახმად კონტე ტურინში 2015 წლის 30 ივნისამდე დარჩება .

სრულიადში იხილეთ ანტონიო კონტეს კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით …

” მშვენიერი დღეა . ჩემთვის ახალ ოცნებას ჩაეყარა საფუძველი მას შემდეგ , რაც ბრწყინვალე პირველი სეზონი ჩავატარეთ . კლუბმა გამოხატა საკუთარი მადლიერება ასეთ ფორმაში . მადლობელი ვარ რა თქმა უნდა პრეზიდენტის და საერთოდ მთალიანად ანიელის ოჯახის . მათ თავიდანვე ირწმუნეს ჩემს შესაძლებლობებში , რაც ბევრ რამეზე მეტყველებს . სიამაყით ვივსები , უდიდეს სიამოვნებას განვიცდი და ეს ყოველივე მაიძულებს კიდევ უფრო უკეთესად ვაკეთო საკუთარი საქმე ” .

” მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის , სწრაფვა სრულყოფილებისკენ . კლუბს სურს ისეთი რამის მოფიქრება , რითაც უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნდება . უკვე დღეს ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ , მაგრამ საჭიროა სათანადო დონეზე დავბრუნდეთ ევრო სარბიელზეც . ამავდროულად გავაგრძელებთ წარმატებების მიღწევას იტალიაში , მაგრამ მომავალ სეზონში ისე აღარ იქნება უკვე , როცა ჩვენ არავინ გვთლიდა ფავორიტად . საბოლოო ჯამში კარგად ვიმუშავეთ , შექვმენით ძლიერი კოლექტივი . ახალგაზრდა გუნდი მყავს და აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება . ჯუზეპე მაროტას კი მოუწევს ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახადოს ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი



0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bacho kochlashvili
12 years ago

მართალი ხარ კონტე ევრო სარბიელებზეც უნდა ვიბიბინოთ უკვე და მაროტას მართლა მოუწევს საკუთარი შესაძლებლობებეის გამოვლენა ეხა გამოჩნდება რისი თავი აქ რეალურად :chuvak: :love:

giorgi-10
12 years ago

ცოტა ხო არ იჩქარეს? 2014 მაინც :)))

ლაშა ცხვარაძე

კაია :forza:

12 years ago

რა კაი ავატარი გაქ სად ნახე?

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x