ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტები : ” ჯიაკერინი ვოლფსბურგში ? სისულელეა ”

TuttoJuve.com – ი დაუკავშირდა ემანუელე ჯიაკერინის საფეხბურთო აგენტებს ფურიო ვაკლარეჯის და ჯულიო მარნელის , რათა მათ დაედასტურებინათ ის ინფორმაცია , თითქოს ფეხბურთელით გერმანული ” ვოლფსბურგი ” დაინტერესდა …

გერმანულმა მხარემ განაცხადა , რომ სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ჯიაკერინით და ყურადღებით დააკვირდებიან მას …

” მოდით ასე ვთქვათ , დიდ პატივს ვცემთ ” ვოლფსბურგს ” , მაგრამ ემანუელე იტალიის ჩემპიონის რიგებში ასპარეზობს და სულ ცოტახნის წინ ჩეზარე პრანდელიმ აძურიში გამოიძახა . ის ტურინში თავს გადასარევად გრძნობს და ამ ეტაპზე ერთადერთი რაც ადარდებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაა . ნაკრების შეკრებაზე ჯიაკერინი მაქსიმალურად იხარჯება რათა დაიმსახუროს პრანდელის გუნდში ადგილი ” .

გამოდის , რომ გერმანული მხარისგან არაფერი გსმენიათ ?

” ჩვენ არავინ დაგვკავშირებია ” .

გამოდის , რომ ჩეზენასა და იუვეს შორის არსებულ კავშირში , ბიანკონერის მხარეს იხრებით ?

” ვმუშაობთ ამაზე . ჯერ ჯერობით არანაირი წინაღობა არ ჩანს , რომელიც ხელს შეუშლის ” იუვენტუსს ” და ჯიაკერინის ” .

წყარო : TuttoJuve.com

6 thoughts on “აგენტები : ” ჯიაკერინი ვოლფსბურგში ? სისულელეა ”

  1. ვითონ სწრაფია ბურთზეც ფეხებს გადაატარებს ხოლმე მარა კარგად ტუ დააკვირდები ტექნიკიდან ძაან შორსაა. თან მომენტების გაფუჭების იშვიათი ნიჭი აქ :chuvak:

  2. გაუშვან ესეც, პაციენცაც და პადინიც. მოიყვანონ ასამოა, ვერატი და პოგბა მაგაზე კარგს ვერაფერს იზამს მაროტა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.