ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიოვინკო: ” “იუვენტუსი?” დავბრუნდები თუ… “

სებასტიან ჯიოვინკო “იუვენტუსში” დაბრუნების შესაძლებლობებზე საუბრობს. იტალიელი ნახევარმცველი მხოლოდ მაშინ დათანხმდება ტრანსფერს, თუ “ბებერი ქალბატონი” მის გაყიდვას არ შეეცდება და გუნდში დაიტოვებს: ” პირველ რიგში, ჩემს თანამფლობელობაზე “პარმამ” და “იუვენტუსმა” უნდა იმსჯელონ. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მიაღწევენ და იმ გუნდში გავაგრძელებ კარიერას, რომელსაც მეტად უნდა ჩემი ყოლა. პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე. აქამდეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უაზრობაა “იუვენტუსში” დაბრუნება, თუ კიდევ ერთი ტრანსფერის ნაწილი გავხდები. ტურინში ან დასარჩენად წავალ, ანაც პარმაში გავაგრძელებ ასპარეზობას. მზად ვარ დიდი გუნდისთვის, განსაკუთრებით, ამ სეზონის შემდეგ. სამი წლის წინაც იმავეს ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ სათამაშო დრო არ მომეცა. დელ პიეროს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. “იუვეს” იმიტომ სურს ჩემი დაბრუნება, რომ ნახეს, როგორ განვვითარდი. თუ შანსი მომეცა, მზად ვარ. არ მაინტერესებს, როგორია ჩემი სატრანსფერო ღირებულება. ” -აცხადებს ჯიოვინკო.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

ეს უნდა დავიბრუნოთ და მიცეს კონტემ შანსი

12 years ago

ლიგაზე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ რა, დაანახონ უნდა ყველას რო დაბრუნდნენ და ისევ ის იუვეა რომლისაც საერთოდ ყველას “ეშინოდა”. მე ამის ძაან დიდი იმედი მაქვს. ამათთვის სკუდეტო უფრო მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ვიდრე ლიგა, მარა დიდი ხანი გავიდა იმის მერე რაც ბოლოს მოიგეს :no ვინც არ უნდა იყიდონ, ვინც არ უნდა გაუშვან ეს მაინც იუვენტუსია და თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის! :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x