ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიოვინკო: ” “იუვენტუსი?” დავბრუნდები თუ… “

სებასტიან ჯიოვინკო “იუვენტუსში” დაბრუნების შესაძლებლობებზე საუბრობს. იტალიელი ნახევარმცველი მხოლოდ მაშინ დათანხმდება ტრანსფერს, თუ “ბებერი ქალბატონი” მის გაყიდვას არ შეეცდება და გუნდში დაიტოვებს: ” პირველ რიგში, ჩემს თანამფლობელობაზე “პარმამ” და “იუვენტუსმა” უნდა იმსჯელონ. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მიაღწევენ და იმ გუნდში გავაგრძელებ კარიერას, რომელსაც მეტად უნდა ჩემი ყოლა. პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე. აქამდეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უაზრობაა “იუვენტუსში” დაბრუნება, თუ კიდევ ერთი ტრანსფერის ნაწილი გავხდები. ტურინში ან დასარჩენად წავალ, ანაც პარმაში გავაგრძელებ ასპარეზობას. მზად ვარ დიდი გუნდისთვის, განსაკუთრებით, ამ სეზონის შემდეგ. სამი წლის წინაც იმავეს ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ სათამაშო დრო არ მომეცა. დელ პიეროს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. “იუვეს” იმიტომ სურს ჩემი დაბრუნება, რომ ნახეს, როგორ განვვითარდი. თუ შანსი მომეცა, მზად ვარ. არ მაინტერესებს, როგორია ჩემი სატრანსფერო ღირებულება. ” -აცხადებს ჯიოვინკო.

წყარო: football italia

35 thoughts on “ჯიოვინკო: ” “იუვენტუსი?” დავბრუნდები თუ… “

  1. ლიგაზე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ რა, დაანახონ უნდა ყველას რო დაბრუნდნენ და ისევ ის იუვეა რომლისაც საერთოდ ყველას “ეშინოდა”. მე ამის ძაან დიდი იმედი მაქვს. ამათთვის სკუდეტო უფრო მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ვიდრე ლიგა, მარა დიდი ხანი გავიდა იმის მერე რაც ბოლოს მოიგეს :no ვინც არ უნდა იყიდონ, ვინც არ უნდა გაუშვან ეს მაინც იუვენტუსია და თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის! :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.