ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2 მილიონი ევრო ” იუვესა ” და ვან პერსის შორის …

იტალიური პრესის ინფორმაციით , რობი ვან პერსი ტურინის , გუშინ გვიან ღამით ეწვია . დღეს დილით კი მას მცირე ექსკურსია ჩაუტარეს ტურინში და ასევე ” იუვე არენაზეც ” მიიყვანეს . მიუხედავად ამისა , პრობლემა რომელიც წარმოიშვა კლუბსა და ფეხბურთელს შორის ჯერ ჯერობით არ გადაჭრილა. საქმე ზუსტად 2 მილიონ ევროს ეხება . ბიანკონერი თავის მხრივ , ჰოლანდიელს სთავაზობს წლიურ 6 მილიონს , მაშინ როდესაც თავდამსხმელი 8-ს ითხოვს . კულუარებში არსებული ინფორმაციით , ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა მაინც დასთანხმდება პერსის წინადადებას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით . უმთავრესი რა თქმა უნდა დელ პიეროს მოტივია , მისი წასვლის შემდეგ კლუბმა ყველა ღონე უნდა იხმაროს , რომ სათანადო ფეხბურთელით შეავსოს სიცარიელე , რომელიც პინტურიკიოს წასვლამ გამოიწვია .

წყარო : tuttomercatoweb

50 thoughts on “2 მილიონი ევრო ” იუვესა ” და ვან პერსის შორის …

  1. magelana010

    და ჭორი რა იყო ? )) არ გინდა ნუ შემოხვალ საერთოდ ) არის წყარო გადადი და ნახე თუ არ გჯერა . პლიუს ამასთან მთელი იტალია ამაზე ლაპარაკობდა დღეს

    После того, как вчера ведущий канала Sportitalia Микеле Кришителло в прямом эфире сделал сенсационное заявление о прибытии в Турин для переговоров с «Юве» нападающего «Арсенала» Робина Ван Перси, эту новость в более подробном виде предоставила La Gazzetta dello Sport. Ван Перси прилетел в Турин, где встретился с руководством «Ювентуса», а также посетил тренировочный центр в Виново

        1. პირდაპირ მიკვირს :)
          პერსი დიდად არ მინდა სიმარტლე გითხრა კავანი მირჩევნია მარა არც პამპერსიზე ვიტყოდი უარს :)

  2. რა ორი მილიონი, კაცმა ტურინი დაათვალიერა უკვეო : )))
    უბრალოდ ჯერ არ უნდათ გაახმაუროოონ
    ვაიმე როგორ მიხარიაააააააა :forza: :vashaa:

  3. ამან იცის რომ კონტე მაინც სკამზე დასვამს და ბორიელოს ათამაშებს და ამიტომ ფული მაინც დამრჩესო და ითხოვს 8 მილიონს :lool: მე არ მომწონს ხელფასზე მოტამაშე ფეხბურთელები…

    ისე 8 მილიონი ხელფასი იუვესთვის ბევრია ჩემი აზრით (არასოდეს არ გიჟდებოდა ასე) და პლიუს ამას კიდე ტრანსფერის თანხა იქნება გადასახდელი… უფასოდ რომ თრეულობდე მაშინ კიდე ჯანდაბას…
    დროგბას რაც შეეხება მართლა ძლიერი ტიპია, მაგრამ 35 წლისაა და რავიცი რა ვიცი…

  4. ძალიან მაგარი შენაძენი იქნება, მარა 8 მილიონი ნამეტანი ბევრია, გააჩნია, თვითონ ტრანსფერში რამდენს უხდიან არსენალს, 1 წელიღა დარჩა კონტრაქტის ამოწურვამდე და არ მგონია რაღაც გაბერილი თანხა მოითხოვოს არსენალმა, ისე კი ჩემი აზრით ღირს რომ ამხელა ხელფასი მისცენ, მაგარია ვან პერსი, ბარემ იგუაინი ან სუარესი დაამატონ და თავდასხმა დაკომპლექტებული იქნება :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.