ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! სიმონე პეპე !

2011 წლის 29 ნოემბერი . ბიანკონერი ნეაპოლიტანურ კლუბთან სტუმრად მარცხდება ანგარიშით  3-2  … მიმდინარეობს შეხვედრის 83 წუთი … პეპე ბურთს იგდებს მოედნის ცენტრში და მიემართება დე სანტისის კარისკენ . საჯარიმოსთან ახლოს ის გადაცემის გაკეთებას ცდილობს მარცხნივ , თუმცა ბურთი მცირე რიკოშეტის შემდეგ ისევ მას უბრუნდება ,  რის გამოც , მომენტალურად დარტყმას ახორციელებს და ანგარიში 3-3 ხდება ! ფეხბურთელის მთავარი ღირსება არის , ბრძოლა ბოლო წამამდე . სან პაოლოზე გატანილი გოლი , ნამდვილად არ ყოფილა მისთვის ყველაზე ლამაზი ( საკმარისია გავიხსენოთ ლაციოსთან აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმა ) . გარდა იმისა , რომ მშვენიერი ბურთები გააქვს , მას ასისტიც კარგად გამოსდის და ეხმარება პარტნიორებს თავის გამოჩენაში : ოთხი საგოლე პასი და 27 ზუსტი ჩაწოდება საჯარიმოში თავის თავად მეტყველებს ყველაფერზე . პეპეს ასევე კარგი უნარი აქვს ადაპტირება მოახდინოს , მოედნის ნებისმიერ წერტილზე და შეითავსოს ხან ფორვარდის , ხან ნახევარმცველის და ხანაც სულაც მცველის ამპლუაც . 33 მატჩი –  2383 წუთი სერია ა-ში . დიახ , ამ სკუდეტოში მან მართლაც შეიტანა საკუთარი წვლილი .











15 thoughts on “იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! სიმონე პეპე !

  1. ვან პერსის შესთავაზეს და ეხლა ვნახავთ რა იქნება . ტურინი გუშინვე დატოვა . თუ რამე იქნება დავწერთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.