ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! სიმონე პეპე !

2011 წლის 29 ნოემბერი . ბიანკონერი ნეაპოლიტანურ კლუბთან სტუმრად მარცხდება ანგარიშით  3-2  … მიმდინარეობს შეხვედრის 83 წუთი … პეპე ბურთს იგდებს მოედნის ცენტრში და მიემართება დე სანტისის კარისკენ . საჯარიმოსთან ახლოს ის გადაცემის გაკეთებას ცდილობს მარცხნივ , თუმცა ბურთი მცირე რიკოშეტის შემდეგ ისევ მას უბრუნდება ,  რის გამოც , მომენტალურად დარტყმას ახორციელებს და ანგარიში 3-3 ხდება ! ფეხბურთელის მთავარი ღირსება არის , ბრძოლა ბოლო წამამდე . სან პაოლოზე გატანილი გოლი , ნამდვილად არ ყოფილა მისთვის ყველაზე ლამაზი ( საკმარისია გავიხსენოთ ლაციოსთან აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმა ) . გარდა იმისა , რომ მშვენიერი ბურთები გააქვს , მას ასისტიც კარგად გამოსდის და ეხმარება პარტნიორებს თავის გამოჩენაში : ოთხი საგოლე პასი და 27 ზუსტი ჩაწოდება საჯარიმოში თავის თავად მეტყველებს ყველაფერზე . პეპეს ასევე კარგი უნარი აქვს ადაპტირება მოახდინოს , მოედნის ნებისმიერ წერტილზე და შეითავსოს ხან ფორვარდის , ხან ნახევარმცველის და ხანაც სულაც მცველის ამპლუაც . 33 მატჩი –  2383 წუთი სერია ა-ში . დიახ , ამ სკუდეტოში მან მართლაც შეიტანა საკუთარი წვლილი .











0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
tata bibilashvili
12 years ago

პეპე <3 <3 <3 <3 <3
:love: :juvee:

valeri tokhadze
12 years ago

მეც არ მევასებოდა ადრე მარა მერე მაგრად შემიყვარდა

gvasa
12 years ago

აქვე გეტყვით რომ დათკას სიმონე პეპე არ ევასება :lool:

Gio Darja
12 years ago

არადა წლევანდელი წლის შემდეგ ევროპას იმსახურებდა.. :loool:

irakla1001 horbenadze
12 years ago

კაია საჭიროა ეს გუნდში

Gio Darja
12 years ago

უუჰ ლაციოს რა გაუტანა მეორე წრეში.. :love:

gag100
12 years ago

ბორიელო გაუშვესო მალე დაწერთ რა:D

Lasha chachava
12 years ago

ვა გლეხი რა კაცია :D

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  Lasha chachava

:lool: :lool: გოლის გატანის მერე რო აქ აღნიშვნა მანდაც თოხს იქნევს მიჩვეულია :lool: :lool:

delpieronedved
12 years ago

ვან პერსი რას შვება კიდწე ტურინშია?

Di Francesco # 1
12 years ago

:love: :love: :love:

delpieronedved
12 years ago

პეპე მაგრია ხანდახან

12 years ago

ანიელის ინტერვიუს მე ვთქარგმნი და თუ ვინმე სხვაც თარგმნის მიტხარით

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x