ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიჯი ახალ ” იუვეზე ” და ტრანსფერებზე საუბრობს …

ბიანკონერის პირველმა ნომერმა , საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა ტელე არხ Sky – ს , სადაც ” იუვენტუსის ” დაბრუნებაზე და სატრანსფერო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება …

” როგორ მოვახერხეთ შეგვექმნა გამარჯვების ატმოსფერო ? ეს ყოველივე მწვრთნელის დამსახურებაა , რომელმაც საკუთარი მენტალიტეტი და საფეხბურთო ხედვა გაგვაცნო . მაშინებს თუ არა ფსონების გაკეთების საკითხი ? არა , რადგან სიმართლე კარგად მომეხსენება , კარგად ვიცი თუ რა არის ფეხბურთი და ყველაფერი , რომ დავივიწყოთ , ” სიენას ” სხვადასხვა ფეხბურთელი ერთნაირ ჩვენებას არ აკეთებს , ფაქტები ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირდებიან , რაც კიდევ უფრო მარწმუნებს , რომ ეს მტკნარი სიცრუეა ” .

” ბალოტელი იუვეში ? მოხარული ვიქნები თუ კარიერას ჩვენთან გააგრძელებს , მან არა ერთხელ დაამტკიცა რომ დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა და იცის საჭირო მომენტში , გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა . იმ შემთხვევაში , თუ გადადგამდა ამ ნაბიჯს და ” იუვენტუსსში ” გადმოვიდოდა , მომენტალურად გახდებოდა ტიფოზების საყვარელი მოთამაშე . ვან პერსი ? საკუთარი ასპარეზობით , მან დამარწმუნა იმაში , რომ მართლაც ტოპ ფეხბურთელია . ადრე ვფიქრობ , რომ ჰოლანდიელი მეტ სარგებელს ფლანგზე ასპარეზობისას მოუტანდა კლუბს , მაგრამ წლევანდელმა მისმა თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა . მიმდინარე წლის წარმატება , მთლიანად მისი  დამსახურებაა . ჩვენთან რა პოზიციაზე ითამაშებდა მაგას ვერ გეტყვით , ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია . სუარესი ? ფორვარდი , რომელზეც მინიმუმ უახლოესი 4-5 წელი აქტიურად და ამაღლებულ კონტექსტში ისაუბრებენ . მშვენიერი მახასიათებლები აქვს , რითაც შეუძლია იყოს საუკეთესო ! ვერატი ? თუ გადაწყვიტავს ” პესკარას ” დატოვებს , ვურჩევ ჩვენთან გადმოვიდეს , რადგან გარდა იმისა თუ რას წარმოადგენს ” იუვე ” , მას აქვს დიდი ცხოვრების სკოლა . ყველაფერთან ერთად ბიანკონერის მაისურის ტარება პრესტიჟულია და მითუმეტეს ეხლა , ისტორიულ მომენტში  ” .

” ალესანდროს გარეშე კი ბევრს ვკარგავთ და პირველ რიგში თავად მე ვკარგავ , რადგან ახლო მეგობარი მტოვებს . ერთად , არაჩვეულებრივი 11-12 წელი გავატარეთ . არასოდეს არ მომისმენია მისგან წუწუნი , ყოველთვის როგორც პროფესიონალი ისე აკეთებდა დაკისრებულ მოვალეობას . მხოლოდ ამ სეზონში , 3 თუ 4 ბურთი იყო გადამწყვეტი . გულშემატკივრები ახალი დელ პიეროს მოლოდინში არიან , თუმცა სრულიად ვეთანხმები ჩვენს სპორტულ დირექტორს , რომელსაც სურს ის მოთამაშეები გაიფორმოს , რომელთაც რეალურად უნდათ ” იუვენტუსსში ” ასპარეზობა , რომ ისინი ჩვენთან მარტო ფინანსური კუთხის გამო არ მოვლენ ” .

” ევროპის ჩემპიონატი ? თავიდანვე ვიტყვი ერთ რამეს , გამიხარდება თუ სკუადრა აძურა ლამაზ სტილში იასპარეზებს . რას ვგულისხმობ ლამაზ თამაშში ? მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა მშვენიერი იქნებოდა . ისე კი , ჯგუფში კვალიფიკაცია , ყოველთვის აქილევსის ქუსლივით გვქონდა ” .

წყარო : Tuttosport

17 thoughts on “ჯიჯი ახალ ” იუვეზე ” და ტრანსფერებზე საუბრობს …

  1. სხვათა შორის მირკოს დამახასიათებელი დარტყმა აქვს რაღაც. ეხლაც მასეთი დარტყმით შეუგდო ბელგიას. კიდე ლეჩესთან მატრიმ დამატებაზე რო შეაგდო მაშინაც :up:

  2. რა მაგარი კაცია ჯიჯი, ტიპი ყველაზე საქებარ სიტყვებს იძახის და ყველას ეფერება. ერთადერთი კონფლიქტი მოტასტან მახსოვს ინტერთან რო დაიწყეს გაწევ-გამოწევა.
    ბუფონ ჩვენი სიამაყე ხარ :love: :love: :juventus:

  3. ჯგუფიდან გავალთ უეჭველი (არ ვარ იტალიიის ფანი ) მაგრამ გავალთ ჯგუფიდან ესპანეთთან ერთად :chuvak: იმედია ევროპაზე ბალოტელი ს დაკერავენ კიდე მარა მაგას პრინციპში მოუყომარეს სიტიში არსად მიდისო :blin:

  4. ბალოტელი მოიყვანონ რა ეს კაციც კარგად ახასიათებს თან ბალოსაც უნდა იუვენტუსში თამაში არაერთხელ უთქვამს რო ყველაფერს გავაკეთებ ტურინელი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი გავხდეო და შეილება დაჭკვიაბნდეს და ცუდადაც არ მოიქცეს :chuvak:

  5. მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ და მერე აღარ გაგვიჭირდება
    ესპანეთს თუ მოვუგეთ ჩემპიონები გავხდებით
    ფრე თუ ვითამაშეთ ნახევარფინალში გავალთ
    თუ წავაგეთ ჯგუფში ჩავრჩებით :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.