ჯიჯი ახალ ” იუვეზე ” და ტრანსფერებზე საუბრობს …
ბიანკონერის პირველმა ნომერმა , საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა ტელე არხ Sky – ს , სადაც ” იუვენტუსის ” დაბრუნებაზე და სატრანსფერო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება …
” როგორ მოვახერხეთ შეგვექმნა გამარჯვების ატმოსფერო ? ეს ყოველივე მწვრთნელის დამსახურებაა , რომელმაც საკუთარი მენტალიტეტი და საფეხბურთო ხედვა გაგვაცნო . მაშინებს თუ არა ფსონების გაკეთების საკითხი ? არა , რადგან სიმართლე კარგად მომეხსენება , კარგად ვიცი თუ რა არის ფეხბურთი და ყველაფერი , რომ დავივიწყოთ , ” სიენას ” სხვადასხვა ფეხბურთელი ერთნაირ ჩვენებას არ აკეთებს , ფაქტები ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირდებიან , რაც კიდევ უფრო მარწმუნებს , რომ ეს მტკნარი სიცრუეა ” .
” ბალოტელი იუვეში ? მოხარული ვიქნები თუ კარიერას ჩვენთან გააგრძელებს , მან არა ერთხელ დაამტკიცა რომ დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა და იცის საჭირო მომენტში , გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა . იმ შემთხვევაში , თუ გადადგამდა ამ ნაბიჯს და ” იუვენტუსსში ” გადმოვიდოდა , მომენტალურად გახდებოდა ტიფოზების საყვარელი მოთამაშე . ვან პერსი ? საკუთარი ასპარეზობით , მან დამარწმუნა იმაში , რომ მართლაც ტოპ ფეხბურთელია . ადრე ვფიქრობ , რომ ჰოლანდიელი მეტ სარგებელს ფლანგზე ასპარეზობისას მოუტანდა კლუბს , მაგრამ წლევანდელმა მისმა თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა . მიმდინარე წლის წარმატება , მთლიანად მისი დამსახურებაა . ჩვენთან რა პოზიციაზე ითამაშებდა მაგას ვერ გეტყვით , ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია . სუარესი ? ფორვარდი , რომელზეც მინიმუმ უახლოესი 4-5 წელი აქტიურად და ამაღლებულ კონტექსტში ისაუბრებენ . მშვენიერი მახასიათებლები აქვს , რითაც შეუძლია იყოს საუკეთესო ! ვერატი ? თუ გადაწყვიტავს ” პესკარას ” დატოვებს , ვურჩევ ჩვენთან გადმოვიდეს , რადგან გარდა იმისა თუ რას წარმოადგენს ” იუვე ” , მას აქვს დიდი ცხოვრების სკოლა . ყველაფერთან ერთად ბიანკონერის მაისურის ტარება პრესტიჟულია და მითუმეტეს ეხლა , ისტორიულ მომენტში ” .
” ალესანდროს გარეშე კი ბევრს ვკარგავთ და პირველ რიგში თავად მე ვკარგავ , რადგან ახლო მეგობარი მტოვებს . ერთად , არაჩვეულებრივი 11-12 წელი გავატარეთ . არასოდეს არ მომისმენია მისგან წუწუნი , ყოველთვის როგორც პროფესიონალი ისე აკეთებდა დაკისრებულ მოვალეობას . მხოლოდ ამ სეზონში , 3 თუ 4 ბურთი იყო გადამწყვეტი . გულშემატკივრები ახალი დელ პიეროს მოლოდინში არიან , თუმცა სრულიად ვეთანხმები ჩვენს სპორტულ დირექტორს , რომელსაც სურს ის მოთამაშეები გაიფორმოს , რომელთაც რეალურად უნდათ ” იუვენტუსსში ” ასპარეზობა , რომ ისინი ჩვენთან მარტო ფინანსური კუთხის გამო არ მოვლენ ” .
” ევროპის ჩემპიონატი ? თავიდანვე ვიტყვი ერთ რამეს , გამიხარდება თუ სკუადრა აძურა ლამაზ სტილში იასპარეზებს . რას ვგულისხმობ ლამაზ თამაშში ? მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა მშვენიერი იქნებოდა . ისე კი , ჯგუფში კვალიფიკაცია , ყოველთვის აქილევსის ქუსლივით გვქონდა ” .
წყარო : Tuttosport
ბუფონმა რო ერთხელ ჩემპიონთა თასი ვერ აწიოს ეგ იკნება ყველაზე დიდი უსამართლობა
სხვათა შორის მირკოს დამახასიათებელი დარტყმა აქვს რაღაც. ეხლაც მასეთი დარტყმით შეუგდო ბელგიას. კიდე ლეჩესთან მატრიმ დამატებაზე რო შეაგდო მაშინაც
ბლოს და ბოლოს ვიღაცა მოიყვანონ და დაგვასვენონ რა
მირკომ ნაკრებში შეაგდო..
სგ მირკო
მგონი მერე დაიმტვრა და შეცვალეს.
რა მაგარი კაცია ჯიჯი, ტიპი ყველაზე საქებარ სიტყვებს იძახის და ყველას ეფერება. ერთადერთი კონფლიქტი მოტასტან მახსოვს ინტერთან რო დაიწყეს გაწევ-გამოწევა.

ბუფონ ჩვენი სიამაყე ხარ
ჯგუფიდან გავალთ უეჭველი (არ ვარ იტალიიის ფანი ) მაგრამ გავალთ ჯგუფიდან ესპანეთთან ერთად
იმედია ევროპაზე ბალოტელი ს დაკერავენ კიდე მარა მაგას პრინციპში მოუყომარეს სიტიში არსად მიდისო 
აუ მაგარია რა ჯიჯი ალეზე როგორ ულაპარაკია ნეტა იტალიამ მოიგის ევროპა
ეუროპის მეშინია იმენა. თუ იცით ბალოტელი გამოიძახეს და ჯუზეპე როსი?
ბალოტელი კი და როსი არა
ბალოტელი კასანო იქნება სასტავში
ანუ ბალოტელი ჯოვინკო მატრი კასანო და ეგაა იტალიის თავდასხმა?
ჰო დაახლოებით ეგრეა
ბალოტელი, კასანო, სება, დინატალე, დესტრო
და ბორინი
ბალოტელი მოიყვანონ რა ეს კაციც კარგად ახასიათებს თან ბალოსაც უნდა იუვენტუსში თამაში არაერთხელ უთქვამს რო ყველაფერს გავაკეთებ ტურინელი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი გავხდეო და შეილება დაჭკვიაბნდეს და ცუდადაც არ მოიქცეს
მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ და მერე აღარ გაგვიჭირდება
ესპანეთს თუ მოვუგეთ ჩემპიონები გავხდებით
ფრე თუ ვითამაშეთ ნახევარფინალში გავალთ
თუ წავაგეთ ჯგუფში ჩავრჩებით