ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვან პერსი – “სიტი” თუ “იუვენტუსი”

როგორც “ტუტოიუვეს” კორესპონდენტები ლონდონიდან იუწყებიან, გუშინ ვან პერსიმ “არსენალის” უკანასკნელი წინადადება უარყო. არსენ ვენგერი ბოლოჯერ შეეცადა ჰოლანდიელის დაყოლიებას წელიწადში, დაახლოებით, 8 მილიონი ევროს შეთავაზებით, მაგრამ უშედეგოდ. თუ ჭორებს დავუჯერებთ, ფორვარდს ტიტულები სწყურია და რეალურად მხოლოდ ორი კანდიდატი, “სიტი” და “იუვენტუსი” ჩანს ჰორიზონტზე. გავრცელებული ინფორმაციით ქალაქელები საკმაოდ სერიოზული თანხის, წელიწადში10.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებენ ჰოლანდიელისთვის. “იუვენტუსს” მოუწევს ამ წინადადებას თავისი ნაკლები რესურსები, თუმცა უფრო საინტერესო პროექტი დაუპირისპიროს, რომლის ცენტრში სწორედ ვან პერსი იქნება. მომავალი კვირა გადამწყვეტი უნდა გახდეს. ტურინში ცნობილი “მოგზაურობის” შემდეგ, თავდამსხმელი თავის აგენტთან ერთად მანჩესტერს მიაშურებს და “სიტის” წინადადებას მოისმენს. გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული.

წყარო: tuttojuve

184 thoughts on “ვან პერსი – “სიტი” თუ “იუვენტუსი”

  1. ერთი სიტყვით ან ვან პერსი გვინდა ან კიდე კავანი ეს რო გაგვემაზოს შემდეგ უბრადლოდ ჯუვეს შესაფერის ფორვარდს ვერ ვხედავ დელპიეროს მერე:D:DD:

  2. ელიას კიდე უნდა მიცენ შანსი, მასე იყო ნაბოზვ… ანჩელოტიმ ანრი რომ გაუშვა იუვედან არ ვარგაო და მერე ყველამ იცის ვინ ვარგა და ვინ არა

  3. ამ ზაფხულს დაახლოებით 25ო მილიონის ტრანსფერებია განსახორციელებელი, თან ისეთები რომ უკვე ღირებული ფეხბურთელები მოვიყვანოთ და არა ისეთები 3 წლის მერე რომ ათამაშდებიან ან გაიხსნებიან. მაგრად გამიტყდა იგუაინის პონტი რომ ჩავარდა. კავანიც არ აპირებს არაფერს. მოკლედ დღეს ძალიან პესიმისტურ ტალღაზე ვარ :euf: :vaime:

    1. მერ რას დაგვზაფრეს მაგათი ცენზურა :D :D :D არადა მე მინდა დამიაო.. და მართლამაგარი დადგება ეგ 2 წელიწადში აუი ნახავთ.. გოლების მანქანა გახდებაა..

  4. ლივერპოლში ალბათ ვან გაალი მივა და ამან.. სუარესი უნდა გავყიდოთ და ახალი ფეხბურთელები ვიყიდოთ რომლებიც ურო სტაბილურები არიანო და ჩემი ერთერთი სამიზნე ელიააოო :D

      1. davcinoT yvelam erTad dავცინოთ :D :D და ბოლოს რო ელია ათამაშდეს და სუა გაბანძდეს ერე ვან გაალი რას დაგვცინებს მაგრამ რაღაც მეეჭვება ეს ბოლო ვარიანტი :D

  5. არადა პარატიჩიც იყო გუშინ ბრაზილია-დანიის თამაშზე…დამიაოსაც აკვირდებიან…მაგრამ ყველაზე ნაღდი კავანი-სუარესის დუეტი იქნება…

  6. ყველას დიდი იმედები გვქონდა რო იუვე მაღალი დონის ფეხბურთელებით შეივსებოდა და ახლა ბევრს გადაწურული აქვს იმედები :forza:

  7. ვან პერსის თუ მოიკვანენ მაგარი იქნება,მარა პროსტო ხშირი ტრავმები აქვს,კავანიც არ იქნება ცუდი ვარიანტი :forza:

      1. და მერე ვერპის მაქადან რა/?? უბრალოდ ხელფასი არ ყოპნის რაა გაახურა კიდე რა 2 მილინით ნაკლები და ლიგა არ ჯობს? :D თუ არადა კავანი მშვენი\ერია და ახალგაზრდაცაა.. მშვენივრად ჩაჯდება სქემაშიც და მეტხანსაც ითამაშებს :)

  8. არ მომწონს სიტის აქტიურობა ვან პერსის პონტში…როგორც ტურინში იყო ვან პერსი ისე აპირებს ჩასვლას მანჩესტერში…იმათაც მოუსმენს და მერე გადაწყვიტავს…საშიში ის არის რომ სიტი ძალიან დიდ ხელფასს სთავაზობს…მოკლედ არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ მე ისევ კავანი-სუარესის გაფორმება მირჩევნია იუვესთვის…უფრო შეთამაშებული დუეტია…და ამათ კიდევ ვუჩინიჩიც კარგად შეეწყობა…

      1. ისევ კავანიზე იჩალიჩონ…კავანის ჭიპი აქვს მოჭრილი იტალიაში და იუვეში კიდევ უფრო მოუმატებს…

          1. მაგ სამიდან 2 კაცი უეჭველი გვინდა რა…ვუჩინიჩი-კავანი(იგუაინი)-სუარესი…მაგარი თავდასხმა გამოვა

  9. არა ტო, კაია კაი ჟილკიანი ფუტბალისტია, ნუ კავანის და იგუაინის მერე ეს მირჩევნია მე პირადად იუვეში

  10. აუ რაგაც იწერება იტალიურ გაზეთებში, სუარესზე და დესტროზე და რა ამბებია ხომ არ იციით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.