ლიხტშტაინერმა გერმანიას გაუტანა
26 მაისს გაიმართა რამდენიმე საინტერესო ამხანაგური მატჩი ნაკრებებს შორის. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ “იუვენტუსის” მარჯვენა მცველმა სტეფან ლიხშტაინერმა გერმანიის ნაკრებს გაუტანა. შვეიცარია გერმანიის მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და შვეიცარელმა ფეხბურთელებმა 5-3 იმარჯვეს. ლიხშტაინერმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 67-ე წუთზე ინლერის პასის შემდეგ ტაბლოზე 4-2 დააფიქსირა. “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფმა ციგლერმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე. სხვა ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხება იტალიელი გულშემატკივრებისთვის საინტერესო გახლდათ ესპანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის და ხორვატიის თამაშები. ამ გუნდებიდან მხოლოდ ესპანეთის ნაკრებმა ჩაატარა ამხანაგური მატჩი, ადრიანის და კაზორლას გოლების წყალობით 2-0 დაამარცხა სერბეთის ნაკრები.
შვეიცარია 5-3 გერმანია
saგოლ ლიხტა
საღოლ ლიხს
ძალიან ლამაზი გოლია ყოჩაღ ლიხშტო
ჰუმელსის გოლზე პოზიციური შეცდომაც დაუშვა, მაგრამ სიმაღლეში დაიჩაგრა აშკარად..
პასი კი მიიღო პირლოს სტილში და გატანა არ გასჭირვებია 
უვარესი უნდა ექნა, 1–5 კაცი რო დაემტვრია კაი იქნებოდა