ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრანდელიმ 32 კაციანი განაცხადი 25 ამდე დაიყვანა …

დღეს , ჩეზარე პრანდელიმ , გაფართოებული 32 კაციანი განაცხადი , 25 -ამდე დაიყვანა . სკუადრა აძურის მთავარმა მწვრთნელმა უარი განაცხადა დომენიკო კრიშიტოს , ვივიანოს , ასტორის , ჩიგარინის , სკელოტოს , ვერატის და ბოკეტის სამსახურზე . ჯგუფში კვლავინდებურად რჩებიან ჯიაკერინი , დესტრო , ბორინი და დიამანტი . ოფიციალური განაცხადი , ხვალ 14:00 გამოქვეყნდება …

მეკარეები : ჯანლუიჯი ბუფონი , მორგან დე სანტისი , სალვატორე სირიგუ

მცველები : ჯორჯო კიელინი , ანდრეა ბარძალი , ლეონარდო ბონუჩი , ანჟელო ოგბონა , ანდრეა რანოკია, იგნასიო აბატე , კრისტიან მაჯო , ფედერიკო ბალძარეტი

ნახევარმცველები : ანდრეა პირლო , კლაუდიო მარკიზიო , ემანუელე ჯიაკერინი , დანიელე დე როსი , ალენსადრო დიამანტი , რიკარდო მონტოლივო , ტიაგო მოტა , ანტონიო ნოჩერინო

თავდამსხმელები : მარიო ბალოტელი , ანტონიო კასანო , ფაბიო ბორინი , მატია დესტრო , ანტონიო დი ნატალე , სებასტიან ჯიოვინკო

წყარო : Tuttosport

37 thoughts on “პრანდელიმ 32 კაციანი განაცხადი 25 ამდე დაიყვანა …

  1. რაღაც ვერ გავიგე ამ პრანდელის, რა აიჩემა ეს ბალძარეტი და მოტა, რა დაიმსახურა ბალძარეტიმ დე ჩილიეზე მეტი? ან ვინაა ეს დიამანტიმას ვერატი რო დაეტოვებინა არ ჯობდა?
    მე ამ სასტავის იმედიარ მაქვს აჰა ჯგუფითად თუ გაძვრენ მეტი არაფერი.

    დესტრო მინდა დაიტოვონ, ბორინიც კარგია და დი ნატალე ს ნაკრებში არაფერი გაუკეთებია.
    ბონუჩი თუ არ იქნა მაშინ მართლა დაგვერხა რა.

    1. იმედია მართლა მაგარი გაიზრდება.. მაგრამ ჯერ არაფერი უჩვენებია ისეთი საოცარი.. უბრალოდ ავანსებია გაცემული.. ვნახოთ მოკლედ

  2. ვა რაგაც ანიელის და კონტეს უახლესი ინტერვიუები გაიჩითა,საეჭვოდ ამხნევებს ანიელი,მთლად მშვიდობა არ უნდა იყოს,კარგად ვერ ვთარგმნე და ვერ მივხვდი ბოლომდე

  3. ikajuve1011
    ბორინის არ წაიყვანს, ვაჯიშებზე დესტრო გამორჩეული ყოფილა და არაა გამორიცხული სასტავშიც ათამაშოს
    იტალიის ნაკრების ლიდერი და სიენას ლიდერია ბორინის ბევრად ჯობია

    1. დესტრო კაი ტიპია.. მე ბორინიც მევასება, მებრძოლი და დაუღლელია.. რაღაცით ნისტელროის მაგონებს : )

      კაია თუ დესტრო გამორჩეულია ვარჯიშებზე, იმიტო რო ცოტა სხვა შთაბეჭდილება მქონდა მაგაზე, რასაც ვუყურებდი ცოტა თავში ავარდნილი ტიპი მეგონა :D ხო და გამიხარდა ვარჯიშებზე ბევრს თუ იხარჯება და გამორჩეულია :italy:

  4. რატომ არ მოგწონთ შემადგენლობა.. გასაგებია დელ პიეროზე და ტოტიზე დაგწყვეტოდათ გული თავის დროზე.. რაის პეპე ან პაცინი :lool: :blin:

    მე მომწონს ეს შემადგენლობა, კი ვამბობთ ვარსკვლავები არ არისო მაგრამ კარგად შეხედეთ რამხელა კონკურენციაა.. დაცვაში მინიმუმ 6 ძალიან კარგი ფეხბურთელი მოდის, ასევე ნახევარდაცვაშის..
    თავდასხმაშიც ყველას შეუძლია კარგად თამაში, იგივე ბორინი არავისზე ნაკლები არ არის, აი დესტროზე ცოტა იჩქარა პრანდელიმ.. მაგრამ ვნახოთ, იქნებ მე ვცდები და ბორინი გახდეს ტურნირის აღმოჩენა : ))

  5. ჯაკერინი ჩეზენაში თამაშითაც იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას
    მის მერე კიდე მოუმატა და იუვეს სასტავში რო ვერ ხვდება არაფრს არ ნიშნავს, იმიტო ვერ ხვდება რო უკეთესები აიან გუნდში და არა იმიტო რო ჯაკერინი ცუდია
    პირლო და მარკიზიო რო ჯობია ნახევარდაცვაში ჯაკერინის არ იცით?უბრალოდ პირლოს და მარკიზიოს გარდა ბევრი არაა ისეთი ვინც ჯაკერინის ჯობია ამიტო დაუძახეს ნაკრებში და ბოლო წუთებში მშვენივრად ითამაშებს

  6. jibojuve
    ანუ ეხლა რა ხდება . რეალურად საქმე მიდის სიენას ექს იგროკების ბაზარზე , რომლებიც საერთოდ სხვადასხვა რამეს იძახიან ჩვენებების მიცემის დროს და მაგიტომაც კონტეზე არაფერიც არა აქვთ . ერთი მტკიცებულებაც კი ვერ იპოვნეს ტიპებმა, გარდა იმისა რომ ფეხბურთელებმა დაადეს ხელი . ამიტომ ჩემი აზრით საშიშროება კონტეს არანაირი არ ემუქრება ))

    1. ჯიგარო,ჯაკერინის და დიამანტის მეც დიდი ხანია ვადევნებ თვალყურს და ვიცი ვინც არიან,შეიძლება ბევრმა არც იცის აქ ხუჭუჭა დიამანტი ინგლისის პრემიერლიგაში რომ ძალიან კარგად თამაშობდა,მანამდე ბრეშაში,მაგრამ მე შედარებისთვის ვამბობ რომ ესენი თუ მიყავს,პეპეც უნდა წაეყვანა,არცერთზე ნაკლები სეზონი არ ქონდა თუ მეტი არა,მაშინ სიტყვაზე ელ შაარავიც გამოეძახებინა,ახალგაზრდა და ძალიან კარგი მოვავლის მქონე ბიჭია….

  7. ჯიაკერინის პროგრესი ზოგადად ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისთვის იდეალური მაგალითია . გასაგებია რომ არ მოგწონთ ბევრს , მაგრამ აქვს ამ ადამიანს თავისი პლიუსები და გამოადგება ზოგადად ნაკრებს ჯიაკე ძაან . ცოტა მეტი ფანტაზია სჭირდება რა ამ გუნდს . დიამანტიც იგივე )) მე მაგალითად ამ ფეხბურთელის თამაშს დიდი ხანია რაც თვალყურს ვადევნებ და რიგითი უიღბლობები რომ არა კარიერაში , ეხლა წესით გრანდში უნდა იყოს .

    მეგა სტარები სამწუხაროდ არ გვყავს და რა რესურსიც არის რეალურად ყველა გამოძახებულია .

  8. ეს რა უბედურებაა რა არის რა,საოცრებები ჩაიდინა პრანდელიმ,იმედია გაამართლბეს,მაგრამ რავი….დე სანტკისი კარგი მეკარე კია,მაგრამ მეორე წრეში მაგრად აურია რა,ამიტომ სჯობდა ვივიანო,ან თუნდაც მარკეტი წაეყვანა,ასევე ოგბონა,რანოკია,დიამანტი,ჯაკერინი,ტიაგო მოტა და დი ნატალე უნდა ამოეგდო ჩემი აზრით,ანდა რა ლოგიკით ხელმძღვანელობს როცა ჯაკერინი გამოიძახა შეკრებაზე და პეპე არა???საოცარია რა,მიუხედავად იმისა რომ პეპეს დიდი ფეხბურთელობის მაინცდამაინც არ მწამს,ვაღიარებ რომ ამ ნაკრებში თავისუფლად ჩაჯდებოდა,იმედია მაგრად ვცდები რა…..

  9. დღეს კონტეს და ანიელის პრესკონფერენციაა დაგეგმილი ვინოვოზე, საინტერესოა რა თემებზე ისაუბრებენ. იმედია საიტზეც დაიდება ინფორმაცია…

  10. jibojuve

    დილიდანვე დავდეთ ეგ ნიუსი )) სახლი რო გაუჩხრიკეს და ასე შემდეგ ))

    მაგრამ კონტეს ზოგადად ცოტა სხვა რაღაცას აბრალებენ . ჯერ კიდევ სიენას დროინდელს )) წაიკითხეთ ქვევითა სტატიები და ნახავთ )) ოპტიმალურად დავდეთ ყველაფერი

    1. არა დათკა ეგ ყველაფერი ვნახე მაგრამ სიანაში კი არა ლატინაშიც რო ყოფილიყო და რამე დაამტკიცონ დისკვალიპიკაცია არ აცდება და მაგითო ვამბობ თორ შენი დადებული ლინკები ყველა ვნახე და მადლობელი ვარ ვრცელი ინფორმაციისთვის
      მე უბრალოდ კონტეს დადანაშაულება არ მინდა რო წასვლა მოუწევს თორე თუ რამეა ჯუვე ეხლა ისეთ ტემპს კრეფავს რო ვინმე შემცვლელს მაინც ნახავენ ტუნდაც ლიპის სახით და ჯუვე მაინც შეუჩერებელი იქნება იმედია

  11. მაისი 28, 2012 at 20:08

    აუ ეხლა ვუყურე ტელევიზორს და კონტესაც ფიგურირებსო სახლი გაუჩხრეკიათ კონტესი
    მოკლედ არ გვეშვებიან რა
    ტუ მაინც რამე მოახერხეს ლიპი უნდა დავაბრუნოთ ან კაპელო და ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ ძირში
    :forza: :juvee: :juventus: :italy:

  12. დე ჩელიე ან პეპე …. კუალიარელა ან პაცინი რატომ არ არიან ? რაის დინატალე და რაის ბორინი და რაის დიამანტი… გიჟია ეს პრანდელი

  13. დე ჩელიე ან პეპე …. კუალიარელა ან პაცინი რატომ არ არიან ? რაის დინატალე და რაის ბორინი … გიჟია ეს პრანდელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.