სატრანსფერო ციებ ცხელება
ჩემპიონატის დასრულებისთანავე , ბიანკონერის გარშემო უამრავი ფეხბურთელის გვარი ფიგურირებს . სავარაუდოდ ეს ყოველივე ზაფხულის ცხელ დღეებშიც გაგრძელდება . რამდენიმე აპენინური წყაროს მტკიცებით , თითქოს გუშინ უნდა გადაწყვეტილიყო კვადო ასამოას საკითხი . თუმცა , როგორც ჩანს შეხვედრამ რომელიც მილანში მოხდა , სასურველი შედეგი არ გამოიღო . ” უდინეზე ” მინიმუმ 18 მილიონ ევროს და პლიუს მიკელე პაციენცას ითხოვს , რაც პრინციპში ჯუზეპე მაროტასთვის პრობლემას არ წარმოადგენს . აქციონერებისგან მას მწვანე შუქი აქვს მიცემული . შესაძლოა უკვე მომდევნო შეხვედრის დროს , რაიმე კონკრეტულზე შეგვეძლოს საუბარი . ჯერ ჯერობით ასამოას საკითხი კვლავინდებურად ღიად რჩება . ისევე როგორც რობი ვან პერსის ისტორია . ჰოლანდიელმა კიდევ ერთი უარით გაისტუმრა არსენ ვენგერი და შესაძლოა საბოლოო წერტილიც დაუსვა საკუთარ კარიერას ” არსენალში ” . მისი მთავარი სურვილი არა ფინანსური მხარე , არამედ თასების მოპოვებაა . როგორც ჩანს მფრინავი ჰოლანდიელი ასეთ გუნდათ კანონირებს არ განიხილავს . იუვეს კონკურენციას მანჩესტერ სიტი უწევს . ბრიტანურლი პრესის ცნობით , გაცილებით მეტი სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გაჩნდება , როდესაც ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი ახალი წინადადებით მიმართავენ პერსის .
კარგი სიახლეებია ახალგაზრდებთან დაკავშირებით . მაგალითად პოლ პოგბას ტრანსფერი შესაძლოა უკვე პარასკევსვე დასრულდეს და ოფიციალურად გახდეს ბიანკონერის ფეხბურთელი . იგივე ბედი ელის ნიჭიერ ახალგაზრდა მეკარეს ნიკოლა ლეალის . მისი გაფორმებისთანავე , ტურინელები ან სერია ა-ს გუნდში ან სერია ბ-ს გუნდში გაანათხოვრებენ შესაბამისი გამოცდილების დასაგროვებლად .
მაროტას ინტერესის სფეროში , არა მარტო წინა ხაზის და ახალგაზრდული სექტორის გაძლიერებაა , მას ასევე დაცვის ზღუდეების გამაგრება სურს . კონტეს ძალზედ ესიმპატიურება ანდრეა რანოკია და როგორც ჩანს იუვეს გენერალური დირექტორი შესაბამის ზომებს მიიღებს მის გადმოსაბირებლად . სათადარიგო ვარიანტად ” ვილიარეალის ” მცველი კრისტიან ზაპატა განიხილება , რომელიც წარსულში საკმაოდ წარმატებულად იცავდა უდინეზეს ღირსებას .
ტიპ ფეხბურთელებზე სიახლეებს რომ დავუბრუნდეთ , რეალური არაფერია . რაც დაიწყო ორი კვირის წინ იგივე სიტუაციაა ეხლაც . კავანი კონტეს სურს , მაგრამ თავად ედისონს რა უნდა ეს ჯერ გაუგებარია . დე ლაურენტისი კიდევ ნამდვილად არ არის დაინტერესებული ალესანდრო მატრიში , რომელსაც იუვე გამალებით სთავაზობს ურუგვაელის სანაცვლოდ და პლიუს ზემოდან 30 მილიონ ევროსაც აყოლებს . სიმართლე ითქვას , ციფრებში ეს ყოველივე 50 მილიონ ევრომდე ადის , რადგან მატრის დღევანდელი საბაზრო ფასი 18 მილიონია … დამაფიქრებელი წინადადებაა ნებისმიერ ვარიანტში …
სუარესის საგაც უკვე მომაბეზრებელი ხდება . 25 მილიონი ევროა სატრანსფერო ღირებულება , თუმცა ინგლისურ კლუბში ჯერ ჯერობით სრული გაურკვევლობა სუფევს , ამიტომაც რთულია ჯერ რაიმე მოიქმედოს მაროტამ და ურუგვაელი გაიფორმოს . ერთადერთი რითიც შეიძლება მისთვის საქმის ოდნავ წინ წაგდება , არის პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება .
წყარო : Tuttojuve, Calcionews24
რა ფეხბურთელი ესაა ამხელა ფასი რო დაადეს, არც გვჭირდება არაფერში.
რააა რაა.. რა გაბერეს ფასები ამათი.. ასამოას 18 მილიონის რა აქ.. 15 რო მიცე ფეხები უნდა დაგიკოცნონ … ეჰჰ.. ახალგაზრდები კარგია :)
რა არის კი მარა ყველას მილიარდელები რატომ ვგონივართ ვერ გამიგია..

ადრე გაიხსენეთ ბარსელონამ კასერესი 11 მილიონად არ მოგვცა და ორ კვირაში სევილიაში გაყიდა სამ მილიონად
რა უნდათ ბლინ..ჩიკი.
10 მილიონად თუ მოგცემენ ხო კარგი თუ არადა კაპიკი არ დაუმატოთ
18 მილიონო და პაზიენცაო, 21-22 მილიონი ჩვენი ფული გინდათ? ამ თანხის მაგივრად სხვა რამ რომ შემოგთავაზოთ?? 25იანი?? ოღონდ მილიონი არა :D
კაროჩე დამღალა ამ ციბ-ცხელბებმა მოიყვანეთ ვინმე რა
დამაწყდა ნერვები რააა

ხო ისე ამ ინტერის ფორმას რომ უყურებ რაგაც ცუდად მხდის რაა, იმენნა მძულს ეგ გუნდიი იტალიაში რათქმაუნდა!
აუ 18 მილიონი რა ამბავია და პლიუს პაციენცაცოო, ეს ხალხი მთლად გაგიჯდა რაა, ეს გამოდის 22-23 მილიონი ასამოაა! თუ ძმა ხარ იყავი მანდ რაა, მაგ ტანხად სუარეს ვიყიდით და იმენნა იუვე ვისაც თვალს დადებს ყველა ფას აორმაგებს რააა!
zura-1982
არაა პრობლემა
18მეტი კიარა ისიც ხო არ უნდათ კიელენი დავამატოთ

ვან პერსი მინდაააააა

ამ ინფორმაციაზე ვამბდი… ეგ ტერორისტის ფორმა გაიძვრე ძმურად :)

მე?
ხო ძმა…. ოხონდ ხუმრობით
18 მილიონიო, მე მეგონა ერთი 7-8_ს თუ ითხოვდნენ

18 მილიონს სკამის კაცისთვის კიარა ლიდერისთვის არ იხდის