აბეტე : ” ბონუჩის ბედი პრანდელის ხელშია ”
სატრანსფერო სიახლეები რა თქმა უნდა საინტერესოა , თუმცა აპენინებზე მთავარი სალაპარაკო თემა ეხლა დაკავებების ახალი ტალღაა , რომელიც ორი დღის წინ დაიწყო . ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ უკვე შეიტყობდით , რომ ჩეზარე პრანდელიმ უარი თქვა დომენიკო კრიშიტოზე , რომელიც ერთ ერთი ეჭვმიტანილია გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაზე . გუშინ , იგივე სიტუაცია ლეონარდო ბონუჩისაც შეეხო . ბარის ადგილობრივმა , პროკურატურამ უკვე დაკითხა ბონუჩი , კონკრეტულად ბარი – უდინეზეს შეხვედრაზე , რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის სამართალდამცავების მიერ დაყენებული . თავად ლეო თავს მშვიდად გრძნობს და აცხადებს , რომ კანონ საწინააღმდეგო მოქმედება მის საქციელში არ ყოფილა . მიუხედავად ამისა , კულუარებში ამბობენ , რომ თუ მას მაინც დაუმტკიცდა ბრალეულობა , სამი წლით იქნება ჩამოშორებული საყვარელ საქმიანობას . კონტესთან დაკავშირებით ახალი არაფერია , ის ჯერ კიდევ არ გამოუძახებიათ პროკურატურაში დაკითხვაზე , რაც დამატებით ეჭვებს ბადებს . დავუბრუნდები ისევ ბონუჩის და გეტყვით , რომ მისი წაყვანა ევროპის ჩემპიონატზე მთლიანად ჩეზარე პრანდელის ხელშია , რადგან იფფ-ს პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ დღევანდელ ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა : თუ პრანდელის რეალურად სურს ლეოს ევრო 2012 ზე წაყვანა , მაშინ ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ . სიტუაცია ბონუჩისთან გარკვეული გვაქვს , სამართალ დამცავებმა ის დაკითხეს და შემდეგი სანქციები მიღებული არ არის , რაც აძლევს მას უფლებას იასპარეზოს პოლონეთ-უკრაინაში ” .
წყარო : tuttojuve , tuttosport
მთავარია ვინ იქნება შემდეგი
საინტერესოა ეხლა იუვეს რომელ წევრს დაეძგერებიან
რაგაც არეულად მოდის ჩემთან კომენტერები, აგვიანდება :)და მე გავეცი პასუხი ამის წინ კითხვაზე მგონიი :)
დესტრო და რანოკია მოაკლო პრანდელიმ
რათქმაუნდა მესმის არაა ლამაზიი, და თავს ვიკავებთ რითაც შეგვიძლია ხოლმე, უბრალოდ ნერვებს რომ გვიშლიან ეგაა, რაა , ზოგი კი იფიქრებს ასე ქართულ ფეხბურთზე თი ეშლებათ ნერვებიო და მეშლება ამათზე მეტად უბრალოდ იუვეს ბალეშიკობ 17 წელია და ვერ ვითმენ ხოლმე რაა, მარა ერთი კი არის ისე როგორც ცვენი ფედერაცია ისეთივე ტიპები არიან იტალიაშიც ხოო? მე ხომ ბედი არ მაქვს რაა, აქაც ნერვებს ვიშლი ჩვენს ფედერაციაზე და გარეტაც ანუ იტალიაზე! ის ეკი ვგავართ იტალიელებს და ..:)
გასაგებ :) მეთქი ჩემზე ამბობ? მარა ნერვებს მიშლის ეს აბეტე, და თავს ვიკავებ მეც რააა
როცა ირღვევა ხოლმე მაშინ ვწერ ) იმ ადამიანისას ვშლი და ამას ვტოვებ , რომ მიხვდეს რატომ წაიშალა კომენტარი )
დათკა ხომ იცი რა კაციცაა აბეტე და რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა…
ხო მაგრამ არ არის ლამაზი ) შენც ხო გესმის )
ვიცი…ასეც უნდა იყოს გინებით მაინც არაფერი არ გამოდის, მაგრამ რომ დავინახე უცბად თავი ვერ შევიკავე… :)
ყველანაირად ვცდილობთ რომ ცენზურა დავიცვათ “დათკა”
კორექტულობა და ცენზურა
ბარდაკია მაგარი იფფ-ს ფედერაციაში წაიყვანე ლეო და რანოკია დატოვე
ძალიანაც კარგი, ესეთივე გადაწყვეტილება მიიღეთ კონტეზე თორემ! ანუ თავი დაანებეტ და ხელი არ დააკაროთ თქვენი…