კალჩიოკომისია : კონტე , ბონუჩი , ბუფონი …
აპენინებზე იმდენად დაიძაბა სიტუაცია კალჩოკომისიის გამო , რომ გუშინ იტალიის პრემიერ მინისტრმაც კი მოინდომა ჩარევა და განაცხადა , რომ უმჯობესი იქნება თუ 2-3 წელი ჩვენთან ფეხბურთი არ იარსებებსო … თავის თავად ეს დიდი სისულელეა და ამას იფფ-ში მხარდამჭერი არავინ ეყოლება . აბეტემ სპეციალური განცხადებაც გააკეთა სადაც , გამორიცხა ფეხბურთის დროებით გაუქმება იტალიაში და შემდეგი მოტივებით ახსნა ეს : ” ეს იქნება უპატივმცემლობა იმ პატიოსანი ფეხბურთელების მიმართ , რომელთა რიცხვიც კალჩოში ძალზედ დიდია . პლიუს ამასთან სამთავრობო ჩინოვნიკებს ნუ ავიწყდებათ ყველაზე მთავარი . მათი ჯიბიდან არ ხორციელდება ფინანსირება , გუნდები კერძო პირებისგან ან სულაც კომპანიებისგან იღებენ საჭირო წყაროებს . კალჩოს შეჩერება , უამრავი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებასაც ნიშნავს . ამიტომ უმჯობესი იქნება , როდესაც კონკრეტული პიროვნებები რაიმე ინიციატივით გამოვლენ , ჯერ კარგად გაანალიზონ მისი შედეგი “ … ამასობაში ჩეზარე პრანდელი ევრო 2012 ისთვის განაგრძობს მზადებას …
გულშემატკივრები დღევანდელ მოვლენებს , 2006 წელთან აიგივებენ და იმედი აქვთ , რომ ასეთი დიდი ზეწოლის შემდეგ აძური წარმატებას მიაღწევს უკრაინა/პოლონეთში , თუმცა თავად პრანდელის ამ ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება აქვს :
” გუნდი წარმატებას მარტო დიდი ზეწოლის დროს კი არა , ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ მეტოქესთან უნდა აღწევდეს მშვიდ ატმოსფეროშიც , რადგან ჩვენ მსოფლიოს ოთხ გზის ჩემპიონებზე ვსაუბრობთ . ბონუჩი ? სიმართლე გითხრათ ძალზედ მაღიზიანებს ის ფაქტი , რომ ლეოს კრიშიტოს სიტუაციასთან აიგივებენ . ბარის პროკურატურას ის ეჭვმიტანილად არ უცვნია და შესაბამისად , თავისუფლად შეუძლია ევრო 2012 ზე ასპარეზობა . ბონუჩი ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა , ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებას ვგეგმავთ და თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი როლი უნდა ითამაშოს ამაში ” .
საინტერესოა გავიგოთ რა ხდება კონტეს თავს … გუშინ ” სიენას ” ექს ფეხბურთელმა იმ პერიოდში , როდესაც გუნდს ანტონიო კონტე წვრთნიდა , ფილიპო კორობიომ – პროკურორთან საუბარში განაცხადა , რომ ბიანკონერის ამჟამინდელმა მწვრთნელმა ღიად დააფიქსირა ” სიენა ” – ” ალბინოლეფეს ” შედეგი . მან გასახდელში ფეხბურთელებს უთხრა , რომ ეს კონკრეტული დაპირისპირება ფრედ დასრულდებოდა , რადგან მეორე მხარესთან შეთანხმება მიღწეული იყო … კორობიოს მტკიცებით , კონტეს გარდა ამ ინფორმაციას მთელი სამწვრთნელო შტაბი და სავარაუდოდ ” სიენას ” ხელმძღვანელობამაც იცოდა …
ბოლო ინფორმაციით , რომელიც Corriere dello Sport – მა გამოაქვეყნა , საქმეში შესაძლოა ჯანლუიჯი ბუფონმაც მიიღოს მონაწილეობა : ” ჯერ ჯერობით არ განმიხილავს ეს , თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ ამ ვარიანტსაც “ – განაცხადა გუშინ პროკურორმა დი მარტინომ , რომელიც კალჩოკომისიის საქმის მთავარი ფიგურაა .
La Gazetta dello Sport – მა , კი წინა დღეებთან შედარებით , არა მთავარ გვერდზე არამედ შიდა ფურცლებზე მცირე პოზიციაზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ლეონარდო ბონუჩისთან დაკავშირებით . ფეხბურთელს მშვიდად შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა , ეს განცხადება ბარის პროკურატურამ გააკეთა მისი დაკითხვის და სხვადასხვა ფაქტების გადამოწმების შემდეგ . მის წინააღმდეგ იტალიელ სამართალდამცავებს ფაქტიურად არაფერი აქვთ .
წყარო : Tuttosport
იუვე ფეხზე დადგა და ამის გამო გასკდნენ შურით მილანშიც და რომშიც. არ გამოვრიცხავ რომ ეს ყველაფერი ჩვენს დასაძირად იყოს მოგონილი… ეგ არაფერი, ამასაც გადავიტანთ. კონტე მაგარი კაცია და გამორიცხულია თამაში გაეყიდა… ბუფონს კიდე *** ვერ მოჭამოს ვინმემ
ბრაცი ბუფონი რა შუაშია, ვერ გავიგე და ამიხსენით რაა…
კონტეს და იუვე უწყობენ კიდე მგონი და 2006 ვით თუ ახლა მწვრთვნელი დაგვიპატიმრეს ამათი რაა.. :@.... .... ის კარობიო ბერლუსკონის ან მორატის კაცი იქნება და ფულისთვის ლაქლაქებს ალბათ :@.... .... ამათი :@.... ....
ეს კონტეს სახლის გაჩხრეკვა რა იყო? ჩაწყობილი თამაშები ექნებოდა სახლში შენახული თუ რას ეძებდნენ?
მაგრამ იმენნა ცუდის ნიშანია რა და მოშორება უნდათ ყველა ხერხით,იქნებ სახლში რამე სხვა აღმოეჩინათ უნდოდათ… გვებრძვიან ყველა მხრიდან… ეს კორობიო მოგზავნილია კონტესთვის პირადად მილანური მაფიის მიერ…
ჩემი აზრით მეტისმეტად ეჭვიანი ვიღაცეები ჩანან ეს იტალიელები და ამიტომაც აზვიადებენ რაღაც რაღაცეებს. რა დონის გამოთაყვანებულები არიან 100 კაცს დამნაშავედ სცნებენ სინამდვილეში კი მხოლოდ 3 რო იქნება დამნაშავე. ჩემი აზრით ეს იტალიის ფეხბურთის წარმომადგენლები უფრო არიან დამნაშავეები და გასაძუყნები!!!!!!!
ეგ კორობიო თუ ვიღაც კაი საბერტყია რა და კიდევ ზოგიერთები
ტვინი წაიღეს რა. აუ იტალიის ნაკრებს რაღა ეშველება ძაან დაძაბეს სიტუაცია ტო 
აი რატო ვერ ყიდულოს იტალიური გრანდები სერიოზულ იგროკებს რა დგეშია იტალია პერსის ადგილზე რო ვიყო მეც დავფიქრდებოდი რა ხან აუქმებენ სერია Aს ასეთ ჩემპიონატში რომელი ტოპ იგროკი გადავა:(
ეს კორობიო ჯანდაბას, და სიენას დანარჩენი ფეხბურთელები არაფერს ამბობენ? თუ გასახდელში მარტოები იყვნენ ეს და კონტე
ვა ვან პერსი შეიძლება მარტო ამიტო არ გადმოვიდეს ჩემპიონატის გამოოო

მოკლედ ძან დაიძაბა სიტუაცია ბუფონზე ეს სართოდ სირცხვილია ეგენი იმდენს იზავენ სანამ მართლა საშვალო დონეზე არ დავა იტალიური ფეღბურთი
რა ტვინი შეჭამეს რა. ვერ ისვენებენ იუვე რო ხდება ჩემპიონი .რამდენჯერაც გახდა იმდენჯერ ჩამოართვეს . ეხლა ალბათ ც1ბ-ში გააგვაგდებენ ამათ გამზდელებს . . .
კორობიო ნასეტკაა
რომელი მწვრთნელი გამოაცხადებს გასახდელში ყველა ფეხბურთელის თანდასწრებით, თამაში ჩაწყობილიაო, რაღაც დიდი სისულელეს ბჟუტურებს ეს კორობიოა თუ ვიღაც, გამორიცხულია, კონტეს ვერ დააკლებენ ვერაფერს, ბონუჩიც ფაქტიურად სუფთაა, დაკითხვით კიდევ დაკითხონ რამდენჯერაც უნდათ…
კონტეს თუ დისკვალიფიკაცია მისცეს (თუ ციხეში არ ჩასვეს) ანჯელო ალესიო გაიყვანს გუნდს თამაშებზე, ხოლო ვარჯიშებს კონტე ჩაატარებს, უბრალოდ თამაშებს ვერ დაესწრება… თუ იუვე თანახმა იქნება…
მაგრამ კონტეს ეხლა ვერაფერს უზამენ, უკვე იუვე იცავს… მოჯის იუვე არ იცავდა, მოჯი მარტო დარჩა…
ეს კორობიო საიდან ფლობს ერთი ამდენ ინფორმაციას, რომ დააჭერინა ცა და ქვეყანა?
au avotrebo gexvewebit dadzabul sataurebs nu akeTebტ გული მისკდება
გასახდელში შევიდა და ყველას უთხრა მასე სად ხდება?

უბერავს ვიღაცაა
რა მიქარვაზეა საუბარი )) ჯერ ტიპი ეჭვმიტანილადაც არ სცნეს და პროკურატურაშიც არ დაუბარებიათ ))) წინასწარი მოთქმები არ გვინდა ეხლა )
“ნაჩყე” ეგრე მოიუქცნენ მაგენოი და მე ჩავდივარ იტალიაში და ი.ფ.ფ-ს იმენნა ვაფეთქეებ, რა ინტერი რის ინტერი ტოო
კონტეს არ უნდა მიექრა რა არ ჩანს ეგეტი მასტი :(
და რა მიქარა? მილანს რო მოუგოო?

იუვენტუსი, მილანი, უდინეზე, ლაციო , ნაპოლი სერია ბ-ში და სკუდეტო ინტერს
ჩვენი შურთ რაა.
აუ რას არ გაიგებ რაა, ნუ კომენტარის დაწერაც არ ღირს სანამ ყველაფერი არ დამთავრდება ამაზე რაა, რა კონტეო და ბუფონიო ვერ არისნა ესენი მართლა თავიანთ მატორზე ტოო
ესპანეთში არ ხდება ან გერმანიაში ან საფრანგეთშიიი??? მარტო იტალიაში ებრძვიან და მერე იტყვიან რატო გადის იტალიიდან 3 და გერმანიიდან 4 იუვეს რომ ტყუილ ურლალოდ დასწამეს ბრალი იმის მერე დამთავრდა იტალიის ლიდერობა ევროპაში

აუ ეს რეები ხდება რააა არის რა გაანებონ კონტეს თავი მე კი მილანელი ვარ მაგრამ მაინც კაი მწვრთნელია .. კაროჩე რაა ასეთი რამეები ყველგან ხება მაგრამ მარტო იტალიაში იძიებენ ასეთ რამეს . . . საფრანგეთი გადავგვასწრებს 2 წელიწაDში ნახეთ თუ არა რა . . ან კონტე რამ გააგიჟა რა