ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოკომისია : კონტე , ბონუჩი , ბუფონი …

აპენინებზე იმდენად დაიძაბა სიტუაცია კალჩოკომისიის გამო , რომ გუშინ იტალიის პრემიერ მინისტრმაც კი მოინდომა ჩარევა და განაცხადა , რომ უმჯობესი იქნება თუ 2-3 წელი ჩვენთან ფეხბურთი არ იარსებებსო … თავის თავად ეს დიდი სისულელეა  და ამას იფფ-ში მხარდამჭერი არავინ ეყოლება . აბეტემ სპეციალური განცხადებაც გააკეთა სადაც , გამორიცხა ფეხბურთის დროებით გაუქმება იტალიაში და შემდეგი მოტივებით ახსნა ეს : ” ეს იქნება უპატივმცემლობა იმ პატიოსანი ფეხბურთელების მიმართ , რომელთა რიცხვიც კალჩოში ძალზედ დიდია . პლიუს ამასთან სამთავრობო ჩინოვნიკებს ნუ ავიწყდებათ ყველაზე მთავარი . მათი ჯიბიდან არ ხორციელდება ფინანსირება , გუნდები კერძო პირებისგან ან სულაც კომპანიებისგან იღებენ საჭირო წყაროებს . კალჩოს შეჩერება , უამრავი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებასაც ნიშნავს . ამიტომ უმჯობესი იქნება , როდესაც კონკრეტული პიროვნებები რაიმე ინიციატივით გამოვლენ , ჯერ კარგად გაანალიზონ მისი შედეგი “ … ამასობაში ჩეზარე პრანდელი ევრო 2012 ისთვის განაგრძობს მზადებას …

გულშემატკივრები დღევანდელ მოვლენებს , 2006 წელთან აიგივებენ და იმედი აქვთ , რომ ასეთი დიდი ზეწოლის შემდეგ აძური წარმატებას მიაღწევს უკრაინა/პოლონეთში , თუმცა თავად პრანდელის ამ ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება აქვს :

” გუნდი წარმატებას მარტო დიდი ზეწოლის დროს კი არა , ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ მეტოქესთან უნდა აღწევდეს მშვიდ ატმოსფეროშიც , რადგან ჩვენ მსოფლიოს ოთხ გზის ჩემპიონებზე ვსაუბრობთ . ბონუჩი ? სიმართლე გითხრათ ძალზედ მაღიზიანებს ის ფაქტი , რომ ლეოს კრიშიტოს სიტუაციასთან აიგივებენ . ბარის პროკურატურას ის ეჭვმიტანილად არ უცვნია და შესაბამისად , თავისუფლად შეუძლია ევრო 2012 ზე ასპარეზობა . ბონუჩი ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა , ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებას ვგეგმავთ და თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი როლი უნდა ითამაშოს ამაში ” .

საინტერესოა გავიგოთ რა ხდება კონტეს თავს … გუშინ ” სიენას ” ექს ფეხბურთელმა იმ პერიოდში , როდესაც გუნდს ანტონიო კონტე წვრთნიდა , ფილიპო კორობიომ – პროკურორთან საუბარში განაცხადა , რომ ბიანკონერის ამჟამინდელმა მწვრთნელმა ღიად დააფიქსირა ” სიენა ” – ” ალბინოლეფეს ” შედეგი . მან გასახდელში ფეხბურთელებს უთხრა , რომ ეს კონკრეტული დაპირისპირება ფრედ დასრულდებოდა , რადგან მეორე მხარესთან შეთანხმება მიღწეული იყო … კორობიოს მტკიცებით , კონტეს გარდა ამ ინფორმაციას მთელი სამწვრთნელო შტაბი და სავარაუდოდ ” სიენას ” ხელმძღვანელობამაც იცოდა …

ბოლო ინფორმაციით , რომელიც  Corriere dello Sport – მა გამოაქვეყნა , საქმეში შესაძლოა ჯანლუიჯი ბუფონმაც მიიღოს მონაწილეობა : ” ჯერ ჯერობით არ განმიხილავს ეს , თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ ამ ვარიანტსაც “ – განაცხადა გუშინ პროკურორმა დი მარტინომ , რომელიც კალჩოკომისიის საქმის მთავარი ფიგურაა .

La Gazetta dello Sport – მა , კი წინა დღეებთან შედარებით , არა მთავარ გვერდზე არამედ შიდა ფურცლებზე მცირე პოზიციაზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ლეონარდო ბონუჩისთან დაკავშირებით . ფეხბურთელს მშვიდად შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა , ეს განცხადება ბარის პროკურატურამ გააკეთა მისი დაკითხვის და სხვადასხვა ფაქტების გადამოწმების შემდეგ . მის წინააღმდეგ იტალიელ სამართალდამცავებს ფაქტიურად არაფერი აქვთ .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

იტალიაა, იტალიააა :forza: :juvee:

gabriel-charly
12 years ago

არც ბუფონს და არ კონტეს არაფერი არ ემუქრებათ, მაქსიმუმ მოწმის სტატუსით დაიკითხონ. ბინის ჩხრეკა კი საგამოძიებო ფორმალობააა. ასე, რომ დამშვიდდით. FORZA JUVEEEE :forza:

giorgi xatelashvili
12 years ago

აი დაიწყეს უკვე პროვოკაციები გახდა გუნდი ჩემპიონი და დედა ……. გასკდით გულზე კაი ყველაფერს თავი რო დავანებოთ ბუფონი რაგა შუაშია სასაცილოა მეტი არაფერი

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x