ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის ჩემპიონები 2011/12 ! ემანუელე ჯიაკერინი !!!

ნამდვილად კარგი ფეხბურთელია ემანუელე ჯიაკერინი ! ეს თავად კონტემაც მშვენივრად დაინახა . ერთ ერთ ინტერვიუში მან შემდეგი რამ განაცხადა : ” ემანუელეს გვარი ჯიაკერინიო რომ ყოფილიყო , ალბათ გაცილებით პოპულარული იქნებოდა ” .  ორი აზრი არაა , რომ ” ჩეზენას ” ექს ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში . მოედანზე გამოჩენისთავანე მას სიახლე და ბურთის ფლობის საკმაოდ კარგი უნარი მმატებდა . სტატისტიკას რომ შევხედოთ , მივხვდებით რომ ეს მართლაც ასეა . 27 წარმატებული დრიბლინგი და 17 ზუსტი ჩაწოდება . ორივე სიაში , მას მეოთხე პოზიცია უჭირავს ” იუვეს ” ფეხბურთელებს შორის . პლიუს ამასთან ორი საგოლე გადაცემა და მშვენიერი ბურთი ” ატალანტას ” კარში ალამაზებს ამ ყოველივეს . ემანუელე ყოველთვის იპოვნის საკუთარ ადგილს მოედანზე . 4-4-2 ში იგი ან ფლანგელი ფორვარდია ან შემტევი ნახევარმცველი , 3-5-2 ში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ყოველთვის ხარისხიან და პროდუქტიულ თამაშს ანახებდა . თავის პირველ ტურინულ სეზონში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მინდორზე 1290 წუთი დაჰყო ! მშვენიერი მაჩვენებელია !!!









7 thoughts on “იტალიის ჩემპიონები 2011/12 ! ემანუელე ჯიაკერინი !!!

  1. თავიდან უაზრო ტრანსფერი კი მეგონა მარა ეხლა რო ვხედავ საჭირო კაცია :kenwvla: ტექნიკური და შრომისმოყვარე ფეხბურთელია :forza:

  2. ჯაკე შე ძველო, ეს თუ გაამართლებდა მართლლა არ მეგინაა :lool: მომავალ წელს მაქვს სენი იმედი მიდი “ჯაყო” :forza: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.