ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოკომისია : ბუფონი , დი მარტინო , რეჟინალდო …

გაურკვევლობა კალჩიოკომისიის საქმესთან დაკავშირებით გრძელდება . პროკურატურა აქტიურად არის ჩართული გამოძიებაში და განაგრძობს მთელი რიგი ფეხბურთელების დაკითხვას და მათი სახლების ჩხრეკას . უკვე იმასაც გაიგებდით , რომ იგივე ბედი კახა კალაძემაც გაიზიარა . ვფიქრობ , არ იქნება ურიგო თქვენთვის კალჩიოკომისიის საქმის  პროკურორის დი მარტინოს განცხადება გაგაცნოთ , რომელიც ჯანლუიჯი ბუფონს და ანტონიო კონტეს ეხება . პლიუს ამასთან იხილავთ ” სიენას ” ექს ფეხბურთელის – რეჟინალდოს ინტერვიუს , სადაც ის კონტეზე და იმ პერიოდზე საუბრობს როცა ანტონიო მისი მწვრთნელი იყო . საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა დღეს პრესას ჯანლუიჯი ბუფონმაც  .მაშ ასე …

” ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ჩემპიონატს და გადავწყვიტეთ არ შეგვეშალა მისთვის ხელი და მშვიდ გარემოში დაესრულებინათ გათამაშება ” იუვენტუსს ” და კონკრეტულად ანტონიო კონტეს . სიმართლე გითხრათ , კითხვის ნიშნის ქვეშ იმდენი მატჩია მოქცეული , რომ სუყველას გამოსაძიებლად უბრალოდ რესურსიც კი არ გვეყოფა ” .

” მილანეტოსთან დაკავშირებით სიტუაცია გაურკვეველია . ის ერთადერთი ფეხბურთელია , რომელიც აბსოლიტურად უარყოფს ყველა ჩვენს კითხვას . სამი მოთამაშიდან ორმა , დაიწყო პასუხების გაცემა , ამიტომ მილანეტოს დაბარება პროკურატურაში ისევ მოგვიწევს ” .

” ბუფონი ? არ ვაპირებთ იმ განცხადებების რაც ჯიჯიმ გააკეთა ფრედ დასრულებული მატჩების გამო , დაკითხვაზე დავიბაროთ . თუ მას თავის მხრივ რაიმე ფაქტების შესახებ შეუძლია საუბარი , დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებით ” .

” კონტე ? მესმის მისი რეაქციის . თუმცა , ის ისეთ სიტუაციაში იყო რომ უბრალოდ არ შეგვეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავით . არ შეიძლება რაიმე შეტყობინების გაგზავნა საქმის დაწყებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგე რეალურად გამოძიებას . მას არ ესმის ამის შესახებ . ჩვენ უბრალოდ იძულებულნი ვიყავით ეს ნაბიჯი გადაგვედგა ” .

ბუფონის გვარმა სულ ცოტახნის წინ გაიჟღერა კალჩიოკომისიის საქმეში , მაგრამ საკმაოდ მალევე გახდა ცნობილი , რომ აძურის პირველი ნომრის მიმართ იტალიელ სამართალ დამცავებს არანაირი დაინტერესება არ გააჩნიათ . მიუხედავად ამისა , მასმედიის წარმომადგენლებმა მაინც გადაწყვიტეს ჯიჯისთან გასაუბრება …

მონტის სიტყვებზე რა კომენტარს გააკეთებთ ? იტალიის პრემიერ მინისტრმა კალჩოს შეჩერება პრობლემის გადაჭრის ვარიანტად განიხილა …

” ჩვენ ეხლა ისეთ პიროვნებაზე ვსაუბრობთ , რომელსაც აპენინებზე სერიოზული თანამდებობა უჭირავს და ავტორიტეტულ როლს ასრულებს ქვეყნის საქმიანობაში . ამიტომ , ვფიქრობ იფფ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მისი მისამართით , იდეალურად ასახავს ყველაფერს და ჩემი მხრიდან  მეტის დამატებას არ ითხოვს ” .

ჩემპიონატი ?

” ვფიქრობ , სუფთა იყო , მაგრამ შეცდომების გამო აუცილებლად უნდა იხდიდე . მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ისეთ ღირსებებს , როგორიც ლოიალობაა , დანაშაული სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის . ერთადერთი , რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული არის ის რომ არ მოხდეს ამორჩევა . კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს ” .

თავად იდეა 2-3 წლით ფეხბურთის შეჩერებაზე ?

” ეს იქნება დანაშაული კალჩოში მოთამაშე 85 % ფეხბურთელებისთვის ” .

კრიშიტოს სიტუაცია ?

” ამაზე ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა . ფაქტია , რომ მას პროკურატურიდან შესაბამისი საბუთები წარუდგინეს და აუხსნეს , რომ საქმის ძიების ქვეშ იმყოფება . გამომდინარე იქიდან , რომ ბონუჩის არანაირი მსგავსი სანქციები არ აკისრია , მშვიდად შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა . დომენიკო კი ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე , ამ შესაძლებლობის მიღმა დარჩა ” .

კონტე ?

” არც კი ვნერვიულობ მის საქმეზე . რაც წავიკითხე და შემდეგ უშუალოდ პირადად მისგან მოვისმინე , პრობლემა თითქმის არ არსებობს ” .

პრობლემის გადაჭრას რაში ხედავ ?

” კონტრაქტში უნდა იყოს ჩადებული პუნქტი , რომ ფეხბურთელი სასტიკად დაისჯება თუ აღმოჩენილი იქნება გარიგებულ მატჩში , ან საერთოდ აკრძალონ ფსონების გაკეთება ” .

როგორი სიტუაცია სუფევს აძურიში ?

” მშვენიერი . კასანო დღითი დღე უფრო და უფრო  კარგ ფორმაშია . ბალოტელიზეც იგივეს ვიტყვი . ნორმალური , სამხიარულო სიტუაცია და რაც მთავარია სრული სიმშვიდე , რადგან არცერთი ჩვენთაგანი იმ საშინელებაში არ არის რეალურად გარეული , რაც ეხლა ხდება კალჩიოკომიის საქმეში ” .

ეხლა კი მოვუსმინოთ რეჟინალდოს , რომელიც როგორც უკვე გითხარით ანტონიო კონტეს განკარგულებაში იყო მაშინ , როდესაც იუვეს ექს კაპიტანი , მოკრძალებული კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო . სწორედ რეჟინალდოსთან გვერდი გვერდ ასპარეზობდა კორობიოც , რომელიც ღიად ადანაშაულებს კონტეს გარიგებულ მატჩში ( სიენა -ნოვარა )

” როდესაც ამის შესახებ გავიგე , შოკში ჩავარდი . გამომდინარე იქიდან თუ რა გამოცდილება დავაგროვე კონტესთან მუშაობის დროს , ეს არის უდიდესი სისულელე რაც კი ოდესმე გამიგია ” .

როდისმე გქონია ისეთი გრძნობა , რომ კონტე გარიგებულ მატჩზე საუბრობდა ?

” სისულელეა ! მისგან ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ მომისმენია ამ ფაქტთან დაკავშირებით . მან მხოლოდ იცოდა შემდეგი ფრაზების თქმა : ” ჩვენ შეგვწევს ძალა შევცვალოთ თამაში ” .


პრესსკონფერენციაზე მწვრთნელმა თქვა , რომ ” სიენასთან ” ერთად მას ფანტასტიური სეზონი ჰქონდა და ვერავინ დაანგრევს ამას …


” სიმართლეა . ვიმარჯვებდით იმიტომ რომ გვყავდა რეალურად ძლიერი გუნდი . ძალიან ბევრს ვმუშაობდით ვარჯიშებზე ” .

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ კორობიოს და კონტეს ?

” ჩვეულებრივი . როდესაც კორობიოს საქმე კარგად მისდიოდა , მაშინ კიდევ უფრო უკეთესი . ეხლა კი მას უკვე გაუჭირდა , გამომდინარე იქიდან , რომ ჩამოშორდა ფეხბურთს . ეხლა კი ჰყვება იმას , რასაც ფიქრობს ” .

და უშუალოდ თქვენი ურთიერთობა მასთან ?

” დელ გროსოსთან ერთად , ვიტყვი რომ საკმაოდ მეგობრულიც . ურთიერთობა რომელიც სცილდებოდა მოედანს . როდესაც მოვისმინე ეს ყოველივე , ყურებს არ დავუჯერე ” .

რა მოგონებები გაქვთ ” სიენა ” – ” ნოვარას ” მატჩზე ?

” ერთი რიგითი მატჩი იყო . სადაც ბევრს ვცდილობდი გოლის გატანას , მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამომდიოდა ” .

პ.ს. დღევანდელი დღე , კალჩიოკომისიის საქმესთან დაკავშირებით დასრულებულია . უახლესი ინფორმაცია კი რა თქმა უნდა ოპერტიულად განთავსდება ჩვენს ვებ გვერდზე …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
seba
13 years ago

ჯიჯი და კონტე სუფთები არიან ამ საქმეში. კონტეს სახლის გაჩხრეკვა უბრალოს პრევენციული ზომა იყო. აი კრიშიტო კი მართლა მეცოდება, კარგი ვეფბურთელია, ნაკრებისთვის სარგებელის მოტანა შეუძლია, მთელი გულით მინდა რო გაამართლონ.

13 years ago

ესე ადვილად არაა როგორც ჩანს :blin: ძაან დიდი კორუფციაა იტალიურ ფეხბურთში, არ ვიცი რითი უნდა უშველონ. ტოტალიზატორი უნდა გააუქმონ საერთოდ მარა არ იზავენ მაგას, რომც გააუქმონ შავი ყოველთვის იქნება. სერია ა ს შეჩერება კიდე დიდი სისულელეა და არც მოხდება ეგ. ძალიან კარგად უნდა გამოიძიონ და ყველა დამნაშავე ვინცაა დაიჭირონ, მე სხვა გზას ვერ ვხედავ :no

kv@shi
13 years ago
Reply to 

ყველა ქვეყანაში არის ჩაწყობები და ამას ვერავინ ვერ მოშლის, უბრალოოდ უნდა ებრძოლონ და ებრძვიან კიდევაც მაგრამ იუვესთან შემთხვევაში ძაან ატრაკებენ რა, ეს უკვე გადაკიდება არის იმენნნა ჩაძირვა უნდათ გუნდიის, და ეხლა ანიელიმ უნდა იყოჩაღოს და მისი მტრები უნდა გამოამჟღავნოს თუ როგორ ცუდად ებრძვიან იუვეს, ეხ როდის მოვა ის ნანატრი დღე რომ მორატის გააკრავენ ბეჭებზეე! მერე იმენნა ფეხბურთის ყურებასაც დავანებებ თავს!

kv@shi
13 years ago

აი ეხლა გამოჩნდება ზუსთად ვინ დგას ამის უკან, “კორობიო” ვიღაცის დაკვეთით ბაზრობს, უთხრეს ესე ილაპარაკეო, და ეხლა სამართალდამცავებმა უნდა ათქმევინონ ვისგან მოდის ეს ინფორმაცია და ვინ დგას ამის უკან, თუ ეს ამბავი ისე მიჩუყდა არ იქნება იუვეს საშველი რაა, ისევ რაღაცას გამოუჩხრიკავენ რომელიმე ფეხბურთელს და ისევ დაიცყება ესეთი სკანდალები, და ერთ-ერთ იუვენტინოს შეიძლება ფეხი დაუცდეს და ჩააწყოს რომელიმე თამაში და მერე მთელს გუნდს ანაზღაურებინებენ! და ასე რომ ეხლა ანიელის საქმეში ხილვა მინდა რომ იმ “კორობიოს” ათქმევინოს ვინ დაუკვეთა ამის თქმა და მერე იმან თუ თქვა და დარწმუნებული ვარ თუ მიაწვნენ იტყვიუს აბა რას იზამს! და მერე კი თქვენ ნახეთ მორატი… Read more »

mamuka makharadze
13 years ago

მადლობა სტატიისთვის. იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება.

svani
13 years ago

კაროციერი თუ ვიღაცაა ყვერებით უკნა დაკიდო და აქანაო. მორატიმ გაუმაზა კუში იბაზრეო და ესეც სისულელეებს ბაზრობს. უნდა გასროკონ არასწორი ჩვენების გამო

valeri elisabedashvili
13 years ago

თუ შუაშია კიდე მირჩევნია გაუშვან :||

vako-10
13 years ago

მადლობა სტატისთვის ერთია რო 2006 გავს ჯუვეს გრეშე

shalalo demuria
13 years ago

საღოლ ადმინ, მართალი ხარ ესე ერთად ჯობია პოსტების დადება… თემასთან ახლოს ყველას კომენტარი, უფრო სჰინაარსიანია და გასაგებია ძცვენთვის.. გაიხარე, კარგათ მუშაობთ ბიჭებო… :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

13 years ago

ვსოო კონტესთან პრობლემა მოხსნილია მგონი.. რეჯინალდოსთან ინტერვიუმ ყველაფერს ნათელი მოფინა. მაგრამ თუ ის კაროციერი იტყუება ეგ ძალიან შემაშფოთებელია, კიდევ რაღაცეებს ხომ არ გვიჩალიჩებენ :blin: :blin:

rocknrolla
13 years ago

მგონი არაფერი საფრთხე არ ემუქრება კონტეს :love: მადლობა საიტის ადმინისტრაციას ოპერატიული ინფორმაციის მოწოდებისთვის :kiss:

G M
G M
13 years ago

ოო მოდი დაველოდოთ ამ ამბის დასრლებას.
მჯერა, რომ კონტე არაფერ შუაშია…

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x